Join our Waitlist for Expert Advice!

Women in Wine Expo 2020 გადაიდო საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში 6-8 მაისს იყო დაგეგმილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Women in Wine Expo

საქართველოში 6-8 მაისს დაგეგმილი საერთაშორიო Women in Wine Expo 2020 მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო აღარ შედგება. ღონისძიება პირველად 2019 წელს ჰოლანდიაში ჩატარდა. მეორედ კი მისთვის კახეთს, ლოპოტას კომპლექსსა და შატო ბუერას უნდა ემასპინძლა. ღონისძიებაზე არაერთ ადგილობრივ ქალ მეღვინესთან ერთად, 60-ზე მეტი მონაწილე მთელი მსოფლიოდან იყო დარეგისტრირებული. თუმცა, შექმნილი გლობალური საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ღონისძიება გადადონ. Women in Wine Expo-ს ჩატარების სავარაუდო თარიღი 2021 წელი, ადგილმდებარეობა კი ისევ ლოპოტას კომპლექსი იქნება.

აღნიშნული ფორმატით მეღვინე ქალთა შეკრება და კონფერენცია საქართველოში პირველად უნდა გამართულიყო. 2019 წლიდან ღონისძიება ერთგვარ ტრადიციად დაინერგა მეღვინეობის სფეროში. ის ქალ მეღვინეთა საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებასა და ღვინის ინდუსტრიაში გენდერული ბარიერების დამსხვრევას ისახავს მიზნად.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია