Isurve.ge - თქვენი სასურველი შენაძენისთვის მეოთხე წელი ქართულ ბაზარზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ელექტრონული კომერციის ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება და ვითარდება. უფრო და უფრო პოპულარული ხდება ელექტრონული მაღაზიები, რომელიც მომხმარებლებს დროის დაზოგვის საშუალებასა და მოქნილ სერვისს სთავაზობს. შოპინგისთვის ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს საქართველოშიც მრავალი მყიდველი მიმართავს, რომელიც ციფრულ რეჟიმში შეძენილ პროდუქციას სასურველ მისამართზე დამატებითი ძალისხმევის გარეშე იღებს.
ქართული ელექტრონული კომერციის რუკაზე საკუთარი მკაფიო ადგილი ინტერნეტმაღაზია Isurve.ge-ს უჭირავს, რომელიც ბაზარზე უკვე მეოთხე წელია ოპერირებს და პროდუქციის საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს სთავაზობს მსურველებს. სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისითა და ლოიალური საგარანტიო პირობებით პლატფორმაზე შეძენილ პროდუქციას კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგაწვდით.
თუ რა იყო Isurve.ge-ის შექმნის მთავარი მოტივი და მიზანი, ამის შესახებ Entrepreneur-ს, მისი თანადამფუძნებელი, ბექა ჯღარკავა ესაუბრა:
"კომპანია სამმა თანაკურსელმა დავაფუძნეთ, მანამდე კი თითოეულს სხვადასხვა მსხვილ ქართულ კომპანიაში, ტოპმენეჯმენტში მუშაობისა თუ საკუთარი სტარტაპსაქმიანობების წამოწყების საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა. ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს და სამომავლო განვითარების პოტენციალს მკაფიოდ ვხედავდით, რადგან ის ქმნის დამატებით სარგებელს ერთი მხრივ პროცესების ავტომატიზაციის, მეორე მხრივ კი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტის შეთავაზების გზით. სწორედ ამ საფუძველზე შეიქმნა 2017 წელს Isurve.ge. მას შემდეგ სამივე პარტნიორმა დაუღალავი შრომით ავითვისეთ ამ საქმის კეთებისთვის საჭირო მიმართულებები და ის საფუძვლები, რაზეც კომპანია დღეს მყარად დგას".
პლატფორმაზე Isurve.ge სტუმრობის შემდეგ, მომხმარებლის თვალწინ მრავალფეროვანი პროდუქციის სპექტრი იშლება: სხვადასხვა საჭიროების ხელსაწყოები და ინსტრუმენტები, ავტომობილის აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, ჭურჭელი, თავის მოვლისა და ჰიგიენური საშუალებები, მობილურები და სხვადასხვა სეზონის შესაბამისი ნივთები. ამ ჩამონათვალთაგან სასურველი პროდუქტის არჩევისა და შეძენის შემდეგ, მათ თბილისში 1-2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ. აღსანიშნავია, რომ არსებულ მკაცრ რეგულაციურ პირობებშიც კომპანია ახერხებს, მომხმარებლებს სერვისი უწყვეტად შესთავაზოს. პანდემიის პირობებში თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. კომპანიამ ახალ პროგრამულ გადაწყვეტებსაც მიმართა, რათა თანამშრომელთა ფიზიკური დაშორების მიუხედავად, შიდა პროცესები მუდმივ რეჟიმში სრულფასოვნად განხორციელდეს.
პლატფორმის უფრო მეტად განვითარებასთან დაკავშირებით, დამფუძნებლებს და გუნდს დიდი გეგმები აქვთ. მით უმეტეს, რომ ელექტრონული კომერცია დღითი დღე უფრო აქტუალური და მზარდი სფერო ხდება.
"მომხმარებლის ნდობა ელექტრონული კომერციის მიმართ იზრდება, რაც მის პოზიტიურ პერსპექტივებს მნიშვნელოვნად განაპირობებს. ამას ეხმარება ისიც, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა რეგულაციებმა ნეგატიური გავლენა იქონია ბაზრის ზრდაზე, თუმცა 2020 წლის დასაწყისიდან ეს კურსი შეიცვალა და მოსალოდნელია პროცესების კიდევ უფრო გამარტივება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზარზე უკვე რამდენიმე ძირეული მოთამაშე იკვეთება და ახალი მოთამაშეებისთვის შემოსვლა ამჯერად გარკვეულ ბარიერებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კონიუქტურა შეიძლება ითქვას უკვე გამოკვეთილია, მას და მის მოთამაშეებს განვითარების საკმაოდ საინტერესო პერსპექტივა ელით მომავალში", − ბექა ჯღარკავა.