ნამაი ვაკე - ახალი სტანდარტი დეველოპერულ სფეროში ვინ როგორ აშენებს?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიუხედავად ბოლოდროინდელი მრავალი ცვლილებისა, მათ შორის ბიზნესსამყაროში, სამშენებლო და დეველოპერული სექტორი კვლავაც ის სფეროა, რომელიც უწყვეტად ვითარდება და ადამიანებისთვის უსაფრთხო, მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნავს. უსაფრთხოება და სიმშვიდე კი ის ცნებებია, რომელიც უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში სულ სხვაგვარად დაფასდა. ხოლო, გარემო, რომელიც მცხოვრებელში ამ განცდას ბადებს, საგულდაგულოდ, პროფესიულად უნდა იყოს გადაწყვეტილი. ჩვენს ეპოქაში ეს არც ისე მარტივია და შეიძლება ითქვას, რომ დეველოპერული კომპანიები ამ მხრივ საინტერესო მარათონში არიან ჩართული, თუ რომელი მათგანი უფრო სრულყოფილ და ჰარმონიულ პროექტს შესთავაზებს ბაზარს.
Entrepreneur ამჯერად საქართველოში მომუშავე დეველოპერულ კომპანია "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპსა" და შთამაგონებელ პროექტ "ნამაი ვაკეს" გაგაცნობთ, რომელიც გამორჩეული სტილისა და ქართულ-ევროპული მიგნებების კომბინაციით, ახალი ტიპის საცხოვრებელ აპარტამენტებს შუაგულ თბილისში გვთავაზობს, თანაც ისე, რომ ქალაქის ხმაურსა და დამღლელ ტემპს სრულიად აქრობს.
საქართველოში ცოტა ხნის წინ მსხვილი ლიეტუვური კომპანია – "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი" შემოვიდა, რომლის დამფუძნებელი როლანდას ზახარევიჩუსია.
კომპანია დიდი ლიეტუვური ფინანსური კომპანიების ჯგუფ Praslas-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც მუშაობს ხე-ტყის წარმოებისა და ვაჭრობის, ლოგისტიკის, ასევე IT და დეველოპმენტის მიმართულებებით.
"შესაძლოა, უცნაურად და არასტანდარტულად ჟღერდეს, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება, ქართულ ბაზარზე შემოსვლის თაობაზე, უპირველესად, ემოციებს ეფუძნებოდა. 2013 წელს როდესაც პირველად ვესტუმრეთ საქართველოს, სამუდამოდ შევიყვარეთ ეს ქვეყანა. თანაბარ აღფრთოვანებას იწვევდა, როგორც ბუნების სილამაზე, ისე ადამიანების კეთილმეგობრული დამოკიდებულება. აგრეთვე, ჩვენი ახალი მეგობრების სწრაფვა პროგრესისა და სრულყოფისაკენ, რამაც აღგვიძრა სურვილი ამ პროცესის მონაწილე გავმხდარიყავით და შემოგვეთავაზებინა ის, რაც ყველაზე უკეთ ვიცით და გამოგვდის – ჩვენი ბიზნესის წარმოების გამოცდილება და ევროპული ხარისხის პროდუქტი. ამ გადაწყვეტილებაზე პოზიტიურად იმოქმედა თბილისის სამშენებლო ბაზრის დინამიკურმა ზრდამ, სადაც ჩვენი პროდუქტისათვის პერსპექტივა დავინახეთ. სხვა ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ყოველთვისაა დაკავშირებული რისკთან და გამოწვევებთან. განსხვავებული ბიზნესგარემო, სექტორში რეგულაციებს შორის სხვაობები, ადამიანების მენტალობა – როგორც პერსონალის, ისე მომხმარებლის, ხარისხის აღქმა და მრავალი სხვა. ეს ყოველივე უნდა გაგვევლო, შეგვესწავლა, შეგვეტანა ცვლილებები ადამიანთა აღქმაში და გვეპოვნა ყველაზე სწორი გადაწყვეტები, რომ შეგვექმნა ისეთი კომპანია და ისეთი დონის პროდუქტი, რომელიც თავიდანვე გვქონდა ჩაფიქრებული. ეს ნამდვილად რთული პროცესი იყო, რომელიც დღემდე ინტენსიურად გრძელდება, თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება წარმატებით შევძელით", – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს როლანდას ზახარევიჩუსი.
კომპანიამ საგულდაგულო დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ, აქტიური სამუშაოებისთვის დედაქალაქი აირჩია და სამუშაო ზონად ზემო ვაკე, სიმწვანეში ჩაფლული ტერიტორია მონიშნა. სწორედ აქ, ნუცა ღოღობერიძის 9 ნომერში შენდება "ნამაი ვაკე", ანუ სხვაგვარად პრემიუმკლასის აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც მცხოვრებლებს სრულიად ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ემოციებს ჰპირდება. საგულისხმოა, რომ სიტყვა"ნამაი" ლიეტუველებისთვის ასოცირდება სითბოსთან, კომფორტთან, სახლის სიმყუდროვესთან და ახლო ადამიანებთან.
"საქართველოში საცხოვრებელი სახლების დეველოპმენტის ბაზარზე, ჩვენ ახალი არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტებისა და ხარისხიანი მშენებლობის შემოტანის იდეით მოვედით. ჩვენს კომპანიაში ხარისხი სამი ძირითადი ფაქტორის ერთობლიობად აღიქმება და ესენია:
- საპროექტო გადაწყვეტები
- მასალების შერჩევა
- შესრულებული სამუშაოს ხარისხი
კომპლექსის არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტები, ევროპულ სტანდარტს სრულად შეესაბამება და ლიეტუვაშია შემუშავებული. ჩვენი პროექტი მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა კი ენერგოშემნახველი საინჟინრო გადაწყვეტებით: გათბობისა და გაგრილების ცენტრალური სისტემა მთლიანი კომპლექსისათვის, ინდივიდუალური აღრიცხვიანობა და ტემპერატურის რეგულირება თითოეულ ოთახში. ბინებს აქვს იატაკის გათბობაც. საერთო მოხმარების ენერგიის მოთხოვნას შენობების სახურავებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურები აკმაყოფილებს. შენობის კედლები და სახურავები დათბილულია ბელგიური მწარმოებლის – Unilion-ის ახალი თაობის PIR-მასალით, ხოლო ფანჯრები Rayners-ის და Saint Gobain-ის მზის დამცავი მინებისგანაა დამზადებული. ყველა ეს გადაწყვეტა მცხოვრებლებისათვის, კომუნალურ მომსახურებაზე ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალ გადასახადს უზრუნველყოფს",– გვიხსნის როლანდას ზახარევიჩუსი.
კომპლექსის არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტები, ევროპულ სტანდარტს სრულად შეესაბამება და ლიეტუვაშია შემუშავებული. ჩვენი პროექტი მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა კი ენერგოშემნახველი საინჟინრო გადაწყვეტებით: გათბობისა და გაგრილების ცენტრალური სისტემა მთლიანი კომპლექსისათვის, ინდივიდუალური აღრიცხვიანობა და ტემპერატურის რეგულირება თითოეულ ოთახში. ბინებს აქვს იატაკის გათბობაც. საერთო მოხმარების ენერგიის მოთხოვნას შენობების სახურავებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურები აკმაყოფილებს. შენობის კედლები და სახურავები დათბილულია ბელგიური მწარმოებლის – Unilion-ის ახალი თაობის PIR-მასალით, ხოლო ფანჯრები Rayners-ის და Saint Gobain-ის მზის დამცავი მინებისგანაა დამზადებული. ყველა ეს გადაწყვეტა მცხოვრებლებისათვის, კომუნალურ მომსახურებაზე ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალ გადასახადს უზრუნველყოფს",– გვიხსნის როლანდას ზახარევიჩუსი.
ცნობილია, რომ როდესაც შენობის კედლები და ფანჯრები ენერგოეფექტურია, ბინაში იქმნება ე.წ. "თერმოსის ეფექტი". სწორედ ამიტომ, "ნამაი ვაკეში" კარგი კლიმატის შესაქმნელად, თითოეულ ოთახში გერმანულ მწარმოებელ – Vents-ის რეკუპერატორები დამონტაჟდა, რომელიც ჰაერის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ასევე, საგანგებოდ შეირჩა გარე და შიდა მოპირკეთებისათვის მაღალი ხარისხის ეკოლოგიური მასალები კომპანია Caparol-ისა და Knauf-ისაგან. ფასადის ნაწილი და ასევე, ტერასებისა და აივნების იატაკები კი მაღალი ხარისხის, თერმულად დამუშავებული იფნისა და ნეკერჩხლის მასალებითაა მოპირკეთებული.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ნამაი ვაკე" ევროპულ B კლასის ენერგოეფექტური ნაგებობების რიცხვს მიეკუთვნება, რაც მას გამორჩეულ ღირებულებას სძენს. ენერგოეეფქტური შენობები და სახლები დღეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ტრენდი და გამოწვევაა, რაც სარგებლიანი როგორც საკუთრივ შენობის მესაკუთრისა და მცხოვრებლისთვის, ასევე გარემოსა და ეკოლოგიისთვისაც უნდა აღმოჩნდეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ხედი, რომელიც "ნამაი ვაკეს" კომპლექსიდან ერთი მხრივ დედაქალაქზე, მეორე მხრივ კი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება და ხევიდან მოტანილ სუფთა ჰაერს ერწყმის.
ტერიტორიაზე შებიჯების შემდეგ, თითქოს სულ სხვა განზომილებაში ხვდები. სასიამოვნო განცდას ისიც ბადებს, რომ "ნამაი ვაკე" არ არის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ის სულ 76 ბინას ითვალისწინებს და სივრცულობის განცდა აქ კიდევ უფრო მეტია. კორპუსებს შორის ინტენსიურად გამწვანებულ ეზოში 600 სახეობის სხვადასხვა მცენარე ირგვება და ლამაზ ფერთა გამას ქმნის. ყველაფერს ეტყობა, რომ თითოეული დეტალი ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის მინიჭებაზეა გათვლილი. საგანგებოდაა გათვალისწინებული ფართო ფანჯრები, გამწვანებული ვრცელი დიდი ტერასები და აივნები, რათა ბინის მცხოვრებლებს გარესამყაროსთან მჭიდრო კონტაქტი მუდმივად ჰქონდეთ. არც ეს ჩანაფიქრია შემთხვევითი. გარედან შინ, ბუნებასთან სიახლოვისა და ჰარმონიის განცდა უნდა იღვრებოდეს და საცხოვრებელ სივრცეს ახალი ენერგიით ავსებდეს. კომპლექსში ვხვდებით ე.წ. პენტჰაუსებსაც, რომელსაც ინდივიდუალური საცურაო აუზები ექნება და მისი მესაკუთრე ცურვით განტვირთვას კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებს.
და მაინც, საცხოვრებელ კორპუსებში გამორჩეული ყურადღება ეთმობა ტერასებს, აივნებს, და ურთიერთობის იმ კულტურას, რომელიც მათი საშუალებით ჩაღდებოდა თბილისში. საუკუნეების განმავლობაში, აივნები თბილისური კულტურისა და არქიტექტურისთვის არა მხოლოდ კონსტრუქციულ თავისებურებას, არამედ გაცილებით მეტს წარმოადგენდა. აქ გამართული შეხვედრები, საუბრები და ლხინის სუფრები განსაკუთრებულ ფასეულობას ქმნიდა. სწორედ ამ თბილისური კოლორიტის ახალ, თანამედროვე სივრცეში გადმოტანა გადაწყვიტეს "ნამაი ვაკეს" ავტორებმა, რომელიც აქაურობას სულ სხვაგვარ ცოცხალ ურთიერთობებსა და ხალისს შესძენს, ცხოვრებას კი თბილისური და თანამედროვე ევროპული დიზაინის ფონზე, გაცილებით სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
"ნამაი ვაკეში" ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტიც მძლავრადაა გათვალისწინებული და მოაზრებული. მდებარეობიდან გამომდინარე, კომპლექსის ირგვლივ ამისათვის მრავალი პირობა ბუნებრივადაა შექმნილი: მთები, გორები, მწვანე სივრცეები, ქალაქის ცენტრისგან მკვეთრად განსხვავებული სუფთა ჰაერი და სხვა. აქ ბუნებასთან კიდევ უფრო ახლოს შეგიძლიათ იყოთ და ახალი ენერგიით დაიმუხტოთ.
თავად საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე კი მრავალფუნქციური სპორტდარბაზია მოწყობილი, რომელიც როგორც დებისთვის, ასევე პატარებისთვისაა გათვლილი. ეს ყველაფერი ერთად "ნამაის სტანდარტს" ქმნის, რაც კომპლექსში თითოეულ ნაბიჯზე იგრძნობა ანუ საიმედოობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფრის სრულყოფისთვის კი კომპანიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ძალისხმევას კვლავაც არ ზოგავს.
"ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი" – ეს დიდი ლიეტუვური ჯგუფია, რომელიც საფინანსო, სამშენებლო მასალების საწარმოო და სავაჭრო, IT და დეველოპმენტ სფეროებში ოპერირებს. აქ მუშაობენ მრავალი მიმართულების პროფესიონალები. კონკრეტულად "ნამაი ვაკეს" პროექტის შემთხვევაში
კი ჩვენს გუნდში შეხვდებით ლიეტუველი და ქართველი პროფესიონალების მრავალპროფილურ პროდუქტიულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ დეველოპმენტის მიმართულებით, არამედ ფინანსური, იურიდიული და სხვა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გვყავს საერთო ღირებულებების მქონე გუნდის წევრები, რომლებსაც არა მხოლოდ ერთიანი პროფესიული ხედვა, არამედ ისეთი ადამიანური ფასეულობებიც თანაბრად აქვთ, როგორიცაა, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, გუნდური მუშაობა, პარტნიორისა და კლიენტის პატივისცემა და პოზიტიურობა. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ გვინდა ასეთ ადამიანებს კომპანიაში საუკეთესო გარემო შევუქმნათ უწყვეტი ზრდისა და განვითარებისთვის", – როლანდას ზახარევიჩუსი.
ფაქტია, რომ "ნამაი ვაკეს" გუნდი და კომპანია "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი" საკუთარ ცოდნას, უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს "ნამაი ვაკეში" აერთიანებს, რომელიც გრძელვადიანად მრავალი თვალსაზრისით დამზოგავ პროექტს წარმოადგენს. მომხმარებლებისა და მცხოვრებლების ამ მოლოდინის გასამართლებად კი ყველა დეტალი ერთმანეთთან ზედმიწევნითაა დაბალანსებული და საერთო ჯამში, ერთიან სისტემას და საცხოვრებელ ორგანიზმს ქმნის. თუ რა ელოდება მცხოვრებელს ახალი სივრცეში ბინის შეძენის შემთხვევაში, როლანდასი დეტალურად გვიხსნის:
"ბინის ღირებულებაში შედის:
- 1-დან 3-მდე საპარკინგე ადგილი
- ინდუქციური ელექტროქურა
- ავტოსადგომთან არსებული სასაწყობე ფართი
- ყველა ოთახში დამონტაჟებული და გაყვანილი:
- რეკუპერატორი
- კონდენციონერი
- იატაკქვეშა გათბობის სისტემა
- სავარჯიშო დარბაზი
- Concierge
- ბიზნესშეხვედრების ოთახი მულტიმედია მხარდაჭერით
- დაცული, გამწვანებული და კეთილმოწყობილი შიდა ეზო
- სველ წერტილებში ჩაშენებული ავზი
- სრულად მოწყობილი საზაფხულო სივრცეები: აივანი, ვერანდა
- კიდევ ბევრი სხვა ბენეფიტი.
ჩემი აზრით, პროექტი "ნამაი ვაკე" ხარისხისა და ფასის საუკეთესო თანხვედრაა. ამიტომ, ეს პრემიუმკლასის ბინის შეძენის მსურველთათვის, ოპტიმალური არჩევანია. ამ ეტაპზე ჩვენი პირველი პროექტი თბილისში წარმატებულ დასასრულს უახლოვდება. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, ყველაფერს რასაც ლამაზ მაკეტებზე ვუყურებთ, რეალობაში ვიხილავთ, ჩვენი მყიდველები კი განსაკუთრებულ კომფორტსა და კეთილდღეობას იგრძნობენ. "ნამაი ვაკე" ყალიბდება ძალიან საინტერესო და ინტერნაციონალურ გაერთიანებად, და ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ცხოვრება ამ სივრცეში იყოს არა მხოლოდ მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული, არამედ მნიშვნელოვნად დამზოგველი ჩვენი მცხოვრებლების ფინანსებისთვისაც", – ამბობს როლანდას ზახარევიჩუსი და სულ მალე კიდევ ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს, რომლის საფუძველი "ნამაი ვაკეს" ფილოსოფიის გაგრძელება იქნება. ეს კი ეკოლოგიურ მიდგომას, მაღალხარისხიან ეკომასალებს, პროგრესულ საინჟინრო და არქიტექტურულ გადაწყვეტებს, მაღალ ენერგოეფექტურობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და კიდევ მრავალ სხვა ცხოვრებისეულ ასპექტს გულისხმობს - "ასე რომ, დაელოდეთ გაგრძელებას – მის შესახებ ახლო მომავალში შეიტყობთ", – ამატებს როლანდას ზახარევიჩუსი და ქართულ-ლიეტუვური კოლაბორაციის ახალ პრეცედენტებს გვპირდება.