Get All Access for $5/mo

Skillwill Academy – ადგილი, სადაც 7 თვეში დეველოპერი გახდები!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, Software Development-ი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. სექტორი მაღალანაზღაურებადია, სფეროსადმი დაინტერესება დიდია, ხოლო კადრების მოთხოვნა ხშირად ვერ აკმაყოფილებს მიწოდებას. ამიტომ, ხშირად გვესმის კითხვები: როგორ გავხდე დეველოპერი? საიდან უნდა დავიწყო? რა ვისწავლო?

ამ ყველაფერს, უკვე მარტივი პასუხი აქვს: Skilwill academy – ადგილი, სადაც 7 თვეში გახდები დეველოპერი.

Skillwill Academy, Sweeft-ის მიერ შექმნილი პროექტია, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა. სწავლის დასაწყებად არ არის საჭირო საბაზისო ცოდნა, აკადემიაში ისწავლით ყველაფერს ნულიდან. ჩართულობა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან სწავლა არის ონლაინ.

Sweeft ქართული, საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე 400 – ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და 2023 წლისთვის ამ რიცხვს 1200-მდე გაზრდის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, Sweeft–ის დამფუძნებლებმა, ვაკო თურნავამ და გიორგი მარიამიძემ შეექმნათ Skilwill academy.

"ჩვენი მიზანია, ნებისმიერი მსურველი, ასაკის და პროფესიის მიუხედავად, იქნება ექიმი, მსახიობი თუ სხვა, 7 თვეში გახდეს დეველოპერი. აკადემიის კურსდამთავრებულებს მივცეთ მაღალანაზღაურებად სექტორში გარანტირებული დასაქმების შესაძლებლობა. მინიმალური გადასახადით, 7 თვეში აკადემიის სასწავლო პროგრამით და სტუდენტის მხრიდან მაღალი მოტივაციით, გარანტირებულად დასაქმდებიან ინტერნის/ჯუნიორის პოზიციაზე. გაუჩნდებათ კონკურენტული ანაზღაურება და წარმატების უალტერნატივო შესაძლებლობა" – განაცხადა skillwill academy-ის დამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ.

7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე, ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს, სტუდენტები მიიღებენ ყველა საჭირო მასალას, დაესწრებიან საინტერესო მასტერკლასებს და ჩაუტარდებათ რბილი უნარების ტრენინგები. ასევე, ყველა სტუდენტს ექნება წვდომა ჩატარებული ლექციების ჩანაწერებზე.

ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდებიან როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

სქილვილ აკადემიაში რეზიუმეების მიღება უკვე დაწყებულია, პირველი ნაკადი სწავლას 1 ივლისს დაიწყებს.

აკადემიაში სწავლის დასაწყებად აუცილებელია რეზიუმე გადააგზავნოთ მისამართზე info@skillwillacademy.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე