Join our Waitlist for Expert Advice!

TikTok-ის როლი და გავლენა თანამედროვე ბიზნესში

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

TikTok- სოციალური მედიის პლატფორმა, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციია,რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.საკმაოდ მოკლე ვიდეოების შექმნის უნარით მან მიიპყრო როგორც ფიზიკური პირების ასევე სხვადასხვა ბიზნესის ყურადღება.

ამ სტატიაში განვიხილავთ TikTok-ის როლსა და გავლენას თანამედროვე ბიზნესში.

TikTok-მა შეცვალა ბიზნესის დამოკიდებულება სოციალური მედია მარტკეტინგის მიმართ.იგი გახდა პლატფორმა, რომელიც ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს დიდ აუდიტორიასთან საკმაოდ სახალისო და საინტერესო გზით ხმის მისაწვდენად.სწორედ პლატფორმის მოკლე ფორმის ვიდეო ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი პროდუქტი მომხმარებლამდე მივიდეს კრეატიული და ვიზუალურად მიმზიდველი სახით.მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მდგომარეობს იმაში,რომ ნებისმიერ ვიდეოს აქვს შესაძლებლობა გავრცელდეს ვირუსულად და ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლამდე მიაღწიოს.ამ ვირუსული ეფექტის გამოყენება საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ბიზნესისა თუ სხვადასხვა ბრენდებისთვის, ამაღლებს მათ ცნობადობასა და განვითარების პერსპექტივას.შესაბამისად ეს პლატფორმა საკმაოდ ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად იქცა ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის

Ალბათ რთული წარმოსადგენია თუ, როგორ უნდა მოიპოვოს პატარა ვიდეომ პოპულარობა მილიარდობით მომხარებელში და ბევრი ფიქრობს, რომ საკმაოდ დიდი რესურსი იქნება საჭირო იმისათვის, რომ დიდ აუდიტორიამდე მივაღწიოთ. Რეალურად კი ეს ასე არაა. Არ აქვს მნიშვნელობა თავდაპირველი აუდიტორიის ზომას როდესაც გვთავაზობენ ისეთისერვისებს, როგორებიცაა: buy TikTok views, buy TikTok followers და buy TikTok likes.

Შეგვიძლია იგივე საძიებო ფრაზებით მივმართოთ გუგლს და საკმაოდ ბევრ ვარიანტს ვიხილავთ რომელიც დასაწყისში სწრაფ სტარტში დაგეხმარებათ.

Ზოგჯერ გარკვეული მიზეზების გამო ვიდეო ვერ აგროვებს დიდი რაოდენობის ნახვებსა თუ მოწონებებს. Სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა მსგავსი სერვისები, რომლებიც გვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში. Რაც მეტი მოწონება აქვს ვიდეოს მით უფრო საინტერესო ხდება სხვა ადამიანებისთვისაც. Რაც მეტი ნახვა აქვს ვიდეოს მით მეტს აქვს სურვილი რომ თავადაც ნახონ,რადგან ყველას აინტერესებს რა აქვს ვიდეოს ისეთი რაც დიდი რაოდენობის მაყურებელს იზიდავს.შესაბამისად საკმაოდ მცირე დანახარჯებით შეიძლება მიღწევა დიდ აუდიტორიამდე, რაც რათქმაუნდა ბიზნესის განვითარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

Tiktok-ის უპირატესობები სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით

TikTok-ის უპირატესობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მისი უნარი მიმართოს კონკრეტულ აუდიტორიას. პლატფორმის ალგორითმი აანალიზებს მომხმარებლის ინტერესებს, ქცევებსა და სურვილებს, რაც საშუალებას იძლევა ბიზნესმა რეკლამა გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისა თუ დემოგრაფიისკენ მიმართოს. ეს ფუნქცია კი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათთვის ვისთვისაც სურს მომხარებლები ახალგაზრდა აუდიტორიაში გაზარდონ, რომლებიც მეტად იყენებენ TikTok-ს.

Შეიძლება ითქვას რომ TikTok-მა საფუძველი ჩაუყარა საკმაოდ დიდი გავლენის მქონე მარკეტინგის ახალ ფორმას, რომელსაც არა მხოლოდ სხვადასხვა ბრენდები არამედ ინფლუენსერებიც იყენებენ. სწორედ ამ პლატფორმის დამხარებით ახდენენ საკუთარი თავის პოპულარიზაციას, რომელთაც მილიონობით მაყურებელი ჰყავთ, რაც აქამდე ასეთი მარტივი არ ყოფილა.

Ამ პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ ძალიან მარტივი ინსტუმენტები, რომელსაც TikTok სთავაზობს. Ვიდეოს Მარტივი რედაქტირება კიდევ უფრო ამარტივებს ცხოვრებას და ზოგავს დროს.მომხამრებლებს თავისუფლად შეუძლიათ შექმნან და გააზაიარონ საკუთარი ვიდეობი, წამოადგინონ ბიზნესის პროდუქტები ან თუნდაც სხვა სერვისები. მომხარებლის მიერ შექმნილი ეს კონტენტი კი საკმაოდ ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტია, რადგან მას აქვს შესაძლებლობა პროდუქცია წარმოადგინოს მეტად ავთენტური და რეალისტური გზით. TikTok გახდა აუცლებელი პლატფორმა მომხმარებლისთვის პროდუქტის გასაცნობად. Საკმაოდ ბევრი ბიზნესი იყენებს მას პროდუქციის გარშემო ინტერესის გასაღვივებლად და მოლოდინების შესაქმნელად. Ვირუსული ეფექტის უნარი კი ყველაფერს ამარტივებს. მილიონობით ნახვების მოპოვება და მომხარებლის დადებითი რეაქცია ზრდის რეალიზაციას,რაც პატარა მაგრამ საკმაოდ გასართობი ვიდეოების დამსახურებაა.

Თუ დავაკვირდებით იმ ბიზნესებსა და ბრენდებს, რომლებმაც დაიწყეს TikTok-ის გამოყენება შევამჩნევთ მათი ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას. პლატფორმის გამოყენებით. პროდუქტის მიმზიდველი ვიზუალის შექმნით მათ შეძლეს ახალი მომხარებლის მოხიბვლა და მიზიდვა, რაც შესაბამისად გაყიდვების ზრდას იწვევს.

Მიუხედავად იმისა,რომ TikTok-ზე პოპულარიცაზია ბიზნესისთვის საკმაოდ მომგებიანია ის ასევე ხელს უწყობს სხვა ვებგვერდებზე ცნობადობის ამაღლებას.

Გავეცნოთ რამდენიმე გზას თუ როგორ ახერხებს TikTok სხვა სოციალურ ქსელებში ბიზნესის ცნობადობის ამაღლებას.

Ჯვარედინი პოპულარიზაცია

TikTok გვთავაზობს პოპულარიზაციას ჯვარედინი მარკეტინგის დახმარებით.ის საშუალებას აძლევს ბიზნესს პროდუქტი გაავრცელონ სხვადასხვა პლატფორმებზე მათი სხვა სოციალური მედიის ბმულების დამატებით TikTok-ის პროფილში ან თუნდაც ვიდეოს აღწერებში.ასეთი მიდგომა ერთგვარ წამახალისებელ როლს თამაშობს,რადგან მომხარებელს უჩნდება სურვილი შეამოწმოს სხვა სოციალური ქსელები,რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ბიზნესს.

Ჰეშთეგ გამოწვევები

TikTok-ის კიდევ ერთი პოპულარული გზაა აუდიტორიის მოსაპოვებლად ჰეშთეგ გამოწვევებია.უნიკალური ჰეშთეგების შექმნა მომხმარებლისთის ერთგვარი წამახალისებელი საშუალეებაა,რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ შექმნან და გააზიარონ ვიდეოები ბიზნესის მიერ შექმნილი უნიკალური ჰეშთეგებით,რაც მეტი გამოყენება აქვს ჰეშთეგს მით უფრო მეტად იზრდება მომხმარებლის ჩართულობაც.ამავე ჰეშთეგების გამოყენება შესაძლებელია სხვა პლატფორმებზე რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ბიზნესის პოპულარობა.

TikTok ტრენდები

Კიდევ ერთი გზა პლატფორმაზე პოპულარობის მოსაპოვებლად არის TikTok ტრენდები.ტრენდები ხშირად გვხვდება გარკვეული ვიდეოს შინაარსით ან კონკრეტული მელოდიების სახით,რომელსაც საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს.თუ ბრენდი შექმნის ისეთი კონტენტს,, რომელიც მიმდინარე ტრენდებს შეესაბამება ის მოახერხებს ვიდეოს ხილვადობის გაარდას, რაც მას უფრო ფართო აუდიტორიამდე გაიყვანს.

TikTok Community შექმნა

Ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების შექმნაა.TikTok საზოგადოება ეს არის იმ მომხმარებლების ჯგუფი რომლებიც გამოირჩევიან ბრენდის ერთგულებით და დიდი ჩართულობით.თუ ბრენდი შეძლებს ერთგული და აქტიური საზოგადოების შექმნას მომხმარებლები თავადვე შეუწყობენ ხელს ბრენდის ცნობადობას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

Ალბათ სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ TikTok გახდა აუცილებელი პლატფორმა თანამედროვე ბიზნესისთვის.მისი მოკლე ფორმატის ვიდეობი ვირუსულად ვრცელდება,რაც მას ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად აქცევს ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის.TikTok აგრძელებს პოპულარობის ზრდას, ის ბიზნესები კი რომლებიც ჯერ არ უერთდებიან ამ პლატფორმას შესაძლოა დაკარგონ განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს