Get All Access for $5/mo

''წარმატების სკოლა'' - პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ეკოსისტემა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

არაფორმალური განათლება დღეს საკმაოდ მოთხოვნადი გახდა საქართველოში. სისტემა, რომლითაც ჩვენ და ჩვენი წინა თაობა იზრდებოდა, თითქოს მოსაბეზრებელი გახდა და ხალხმა ახალი პროდუქტის მოთხოვნა დაიწყო. სამწუხაროდ, ჯერ მაინც არ აქვს საზოგადოებას ბოლომდე გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. სწორედ ამ მიმართულების გასაძლიერებლად შეიქმნა "წარმატების სკოლა-Success School".

"მეტი წარმატებული, ბედნიერი, საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი საქართველოსა და მსოფლიოში" − ეს არის "წარმატების სკოლის", არაკომერციული, მისიაზე ორიენტირებული და არაფორმალური განათლების ცენტრის, მისია. მისი მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. "წარმატების სკოლის" პლატფორმა ის იდეალური ადგილია, სადაც თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ პიროვნულ ზრდასა და მუდმივი თვითგანვითარების პროცესს.

"წარმატების სკოლისთვის" მნიშვნელოვანია მოსახლეობის გაძლიერება. "წარმატების სკოლას" სურვილი აქვს, საკუთარი მომხმარებლების წარმატების გზაზე თავისი წვლილი შეიტანოს. "წარმატების სკოლის" წარმატებულ ისტორიას კი მისი დამფუძნებელი, ნინო ეფხოშვილი Entrepreneur-ის მკითხველებს უზიარებს.

როგორ დაიწყო წარმატების სკოლის ისტორია?
2017 წელს აშშ-ში ვიყავი, ამერიკის N1 წარმატების ქოუჩთან − ჯეკ კენფილდთან, რომლის წარმატების პრინციპები ჩამოვიტანე საქართველოში და დავიწყე მისი სწავლება. 2018 წელს გავაკეთე ონლაინპლატფორმა "წარმატების სკოლა" და პიროვნული განვითარების პირველი ონლაინპროგრამა. 2019 წელს მე და ჩემმა მეგობარმა, მაკა სახეჩიძემ დავაფუძნეთ ა(ა)იპ "წარმატების სკოლა" და დავიწყეთ სალონური საღამოებისა და საინტერესო პიროვნული განვითარების ტრენინგების ორგანიზება "ტერაკოტაში", ამაღლების 16-ში, ძალიან საინტერესო სტუმრებითა და ტრენერებით. გარდამტეხი მომენტი იყო პანდემია, ძალიან მალე გადმოვეწყვეთ ონლაინ და დავიწყეთ უკვე ონლაინპროგრამების შექმნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ გუნდის აყვანა და ვფიქრობ, აქედან დაიწყო "წარმატების სკოლის" წარმატების ისტორია...

რა ძირითადი თვისებებით გამოირჩევა "წარმატების სკოლა" სხვა არაფორმალური განათლების ცენტრისგან?
"წარმატების სკოლა" მისიაზე ორიენტირებული, არაკომერციული ორგანიზაციაა − პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ეკოსისტემა, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ბედნიერებაა. ჩვენ ვქმნით გარემოს თქვენი წარმატებისა და ბედნიერებისთვის და გეხმარებით გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. "წარმატების სკოლა" მოწოდებულია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის და ორგანიზაციისთვის გახადოს ხელმისაწვდომი წარმატების პრინციპები და მისცეს ადამიანებს შესაძლებლობები, შექმნან უკეთესი მომავალი, რაც საბოლოოდ, მთელი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი გახდება.

რატომ თქვენ? რა განსხვავებული შეთავაზებები გაქვთ მომხმარებლისთვის?
ჩვენი უპირატესობა ჩვენი გუნდია − ეს არის საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების სინერგია, ჩვენ ვართ ორიენტირებული ადამიანზე. ყველა პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, გამოირჩევა იმით, რომ არის ჰოლისტური თავისი გაგებით და ინდივიდუალური − მიდგომით. ინდივიდებისთვის გამოვყოფ ჩვენს უნიკალური პროგრამას "წარმატების მენტორინგი", რომელიც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია ნებისმიერი, პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული მომხმარებლისთვის. ორგანიზაციებისთვის კი გვაქვს "ემოციური ინტელექტის პროგრამა", რომელიც ტრენინგის გარდა, გულისხმობს თანამშრომლების პრე და პოსტტესტირებას ემოციური ინტელექტის 4 კომპეტენციის შეფასებით. ასევე, კომპანიებს ვთავაზობთ ძალიან პრაქტიკულ ინსტრუმენტს − "ემოციური ინტელექტის ტესტს" მოქმედი თუ მომავალი თანამშრომლების EQ-ს შესაფასებლად.

3 რამ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ თქვენს საქმეში...
ადამიანების დახმარების უნარი. შესაძლებლობა აკეთო კეთილი საქმე და გასცე დადებითი ენერგია, რომელიც ათმაგად გიბრუნდება. ძალიან სასიამოვნოა, როცა სიკეთის კეთება შენი საქმეა, კიდევ უფრო სასიამოვნო კი იმის გათვითცნობიერებაა, რომ შენი მაგალითი სხვებისთვის გადამდები ხდება. ასევე, მუდმივი ზრდისა და სწავლის პროცესი, და ამ პროცესში სხვების მხარდაჭერა. სასიამოვნოა, როცა ხედავ, შენ თვალწინ ადამიანების ცხოვრება როგორ იცვლება უკეთესობისკენ.

რა სახის წინააღმდეგობებს შეხვდით განვითარების გზაზე?
ვინაიდან პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ვქმნით, შედარებით ახალია ქართული ბაზრისთვის, იყო ბევრი დაბრკოლება. ყოფილა შემთხვევები, განსაკუთრებით საწყის წლებში, როცა 5 ადამიანისთვის ჩაგვიტარებია ტრენინგი, თუმცა ამას ხარისხზე არ უმოქმედია. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ შენს შექმნილ პროდუქტს ერთი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება მაინც შეუძლია, მაშინ ის შექმნად და შრომად ღირდა.

რამდენად მოთხოვნადია "წარმატების სკოლა" ბაზარზე?
დღეისთვის ჩვენი მომხმარებლების რიცხვი 5000-მდე გაიზარდა. ძირითადად, პროექტებით ვართ დაკავებული, მათ შორის უნდა გამოვყო მასწავლებლების მხარდაჭერის პროექტი, სადაც 300 მასწავლებელია ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით; ასევე, "ჰოუმთან" ერთად მოზარდების განვითარების პროგრამა "გენიოსების თაობა" სრულიად უნიკალური პროდუქტია, სადაც მოზარდებთან ერთად ვზრუნავთ მშობლების განვითარებაზე; პიროვნული განვითარების მარათონი "წინ", სადაც უკვე 800-მდე მონაწილე გვყავს დღეისათვის და ასევე, მიმდინარე პროგრამები: "ქოუჩინგი პრაქტიკაში", "ცხოვრების დიზაინი", სადაც ჯამში 50-მდე აქტიური მონაწილე გვყავს. ჩვენი უნიკალური პროგრამა "წარმატების მენტორინგი" დღემდე უკვე 5-მა ნაკადმა გაიარა და როგორც გითხარით, ეს პროგრამა მუდმივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, ისევე, როგორც სხვა ჩვენი პროდუქტები.

რა გასწავლათ პანდემიამ?
პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოცემულობა, რომ "ცვლილებები გარდაუვალია" და ნებისმიერი ცვლილება შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ახალი შესაძლებლობა. სწორედ პანდემიის პერიოდში მოხდა "წარმატების სკოლის" გუნდის ფორმირება, რომლის ბევრი წევრისთვის სწორედ პანდემიამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები. პანდემიამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გასულ წელს 5000-მდე ადამიანთან გვქონოდა კომუნიკაცია ინდივიდუალური თუ ჯგუფური სესიებით, პიროვნული განვითარების ტრენინგებითა თუ პროგრამებით. ასე რომ მოქნილობა, მუდმივი განვითარება და ახალი გზების ძიება არის წარმატებისთვის აუცილებელი ის უნარები, რომელიც პანდემიის შემდეგ ყველას გვემახსოვრება.

სამომავლო გეგმები? როგორ ხედავთ "წარმატების სკოლის" განვითარებას?
ვფიქრობ, "წარმატების სკოლას" ჯერ კიდევ არ გამოუვლენია საკუთარი პოტენციალი სრულად. სამომავლო გეგმებზე და ჩვენა განვითარებაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად დაემატება ახალი სასწავლო კურსები, პროგრამები, გაიზრდება სკოლის მეგობრების რიცხვი და გაფართოვდება სფეროების არეალი.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!