Get All Access for $5/mo

ძიძობით შეგროვებული ფულით გადაღებული მუსიკალური ვიდეოს ამბავი Lua ახალი თაობის ნიჭიერ ქართველ მუსიკოსთაგან ერთ-ერთია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ის ახალი თაობის ნიჭიერ ქართველ მუსიკოსთაგან ერთ-ერთია, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი თავისი სიმღერებით (სიმღერებისთვის მუსიკასაც და ტექსტსაც თვითონ ქმნის), დაიპყროს არამარტო ქართული მუსიკალური სცენები, არამედ გახდეს საერთაშორისო დონეზე ცნობადი და პოპულარული არტისტი" - ასე ახასიათებს "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია Lua-ს, იგივე ქეთათო ნერგაძეს, რომლის კლიპის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ კაფე "მზიურში" გაიმართა.

"მთელი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა საავტორო სიმღერა "Hip Hip" ,,ბრავო რექორდსში" ალექს ბერძენიშვილთან ჩავწერე. რეალურად, ეს ჩემი პირველი პროფესიონალური ჩანაწერი იყო. შესაბამისად, გამიჩნდა მუსიკალური ვიდეოს გადაღების სურვილი, თუმცა, ბიუჯეტის არარსებობის გამო გადაღება თვეების განმავლობაში ვერ მოვახერხე. სპონსორებისგან მრავალი უარის მიუხედავად, მუსიკალური ვიდეოს დაფინანსების ძიებას მაინც ვაგრძელებდი. ყველაფერთან ერთად მოვლენები პანდემიას დაემთხვა, რამაც ლაივების არარსებობა გამოიწვია." - გვიყვება ქეთათო ნერგაძე.

იმისათვის, რომ შეეგროვებინა ვიდეოს გადასაღებად საჭირო თანხა, შემოსავლის ალტერნატიული წყაროს ძიება დაიწყო. მიაგნო ონლაინპლატფორმას "მაი ნენი" და რამდენიმე ოჯახში ძიძობას შეუდგა. ძიძად 7 თვიანი მუშაობის შემდეგ მოგროვებული თანხით და მეგობრის ლისა ღლონტის (მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი) დახმარებით ვიდეოს გადასაღებად ყველაფერი მზად იყო.

"ასევე შემოგვიერთდა დამდგმელი ოპერატორი თემო მაჭარაძე და მასთან ერთად ბევრი კეთილი, ენთუზიაზმით სავსე ადამიანი.

სიმღერა "Hip Hip" ბავშვობაზე, ოცნებებზე და რუტინაზეა. როგორც ლისა ამბობს, მისთვის ძალიან სიმბოლური იყო სიმღერის ტექსტის და იმ რეალობის ბმა, რომელშიც ვცხოვრობდი. იმდენად სიმბოლური, რომ როდესაც მან სცენარის ახალი იდეა შემომთავაზა, ის გაჟღერებისთანავე ძალიან მომეწონა.

კლიპში მოწყენილს, პატარა ბავშვები ფერადი საღებავებით მღებავენ. გაფერადებული ტელეპორტაციის კარით გადავდივარ სამყაროში, სადაც ჩემს ბავშვობას ვხვდები და ხელჩაკიდებულები ვიძიებთ იქაურობას. სიმღერის კულმინაციაში მე და ჩემი ბავშვობა ფერად პიანინოზე "Hip Hip"-ს ვუკრავთ და ვმღერით.''- ამბობს Lua.



""Hip Hip' ჩემთვისაც პირველი მუსიკალური ვიდეოა. აქამდე რეჟისორობის გამოცდილება არ მქონია და მიუხედავად იმისა, რომ პროცესი არც ისე ადვილი აღმოჩნდა, თითოეული მომენტი ძალიან ლამაზი იყო.

ჩემთვის "Hip Hip-ის' მესიჯი განსაკუთრებულია. ზრდასრულ ცხოვრებაში, საკმაოდ ხშირია რუტინული დღეები, მითუმეტეს იმ დაძაბულობების ფონზე, რომლებიც მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშია. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის ემოციები, რომლებიც ბავშვობაში დავტოვეთ, რადგან სწორად აქ იმალება ჭეშმარიტება.

იმედი მაქვს, ეს სიმღერა და კლიპი სულ მცირე რამოდენიმე წამით მაინც გააღვიძებს ამ შეგრძნებებს და შეგვახსენებს, რომ ბავშვურ ემოციებს მონოქრომული დღეების გაფერადება შეუძლია." - ლისა ღლონტი

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!