Get All Access for $5/mo

"ფელიჩე" - ხარისხსა და ესთეტიკაზე ორიენტირებული ავეჯის ქართული ბრენდი ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენს ქვეყანაში ავეჯის წარმოების დიდი არჩევანია, თუმცა საკუთარი გამოცდილებით მივედი დასკვნამდე, რომ ინდივიდუალიზმის არქონა და ერთფეროვნება დიდი პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი რამ შემექმნა, რაც ახალ სიცოცხლეს შემოიტანდა, ჩარჩოების გარეშე. იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ახალი სახლი შევიძინეთ და გადავწყვიტეთ სამომავლოდ მოგვეწყო. სახელიც ამიტომ შევარჩიე, "ფელიჩე" იტალიურად "ბედნიერებას" ნიშნავს", - სოფი გოგოლაშვილი, "ფელიჩეს" დამფუძნებელი.

როგორც სოფი გვიყვება, თავიდან ბიზნესის მართვის საკითხებში გამოცდილება არ ჰქონია, ამიტომ ეს მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ყველა საქმეს თავად ითავსებდა. ქმნიდა კონტენტს სოციალური არხისთვის, ასრულებდა საბუღალტრო საქმეს, შესყიდვები, რემონტი, გამწვანება, ბანკები, ინტერიერის მოწყობა და სხვა დანარჩენი საკუთარ თავზე აიღო.

"ვიდრე ფილიალს გავხსნიდი, 1 დღეში ვისწავლე, თუ რა სახის ინტერიერის დიზაინის სტილი არსებობს როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნებში. რა უნდა გამეთვალისწინებინა, როცა მომხმარებელს პროდუქტს შევთავაზებდი. შევისწავლე როგორ მუშავდება ნატურალური ხე ნიგვზის მეშვეობით და 2 თვეში გავხსენი ფილიალი ისე, რომ ყველა პროდუქტი და დეტალი ვიცოდი. სილამაზესთან ერთად "ფელიჩე" ხარისხზეც პასუხისმგებელია", - ამბობს სოფი.

როგორც თავად გვიყვება, საკუთარმა საქმემ უფრო დისციპლინებული გახადა. ისწავლა პირადი ურთიერთობების საქმისგან გამიჯვნა.

"საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული ეგოისტური სულაც არ არის, ეს გაბედული ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება. კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ჩემი შთაგონების წყარო და მთავარი მოტივატორია".

"ფელიჩე" მალე საკუთარ ვებსაიტს აამუშავებს, რაც აუდიტორიასთან კომუნიკაციას კიდევ უფრო გაამარტივებს.

"მინდა მომსახურეობის სტანდარტი გავაუმჯობესო. ეს არის ერთ-ერთი სუსტი წერტილი ამ სფეროში. მსურს ვისწავლო და სხვებს ჩემი ხედვა გავუზიარო. ვაპირებ სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადო, თუნდაც ერთი ღუნღულა სავარძლით, რომელსაც "ფელიჩეს" ემოცია აუცილებლად გაჰყვება".

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე