Get All Access for $5/mo

ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა მარნებისთვის მაინც რა არის ღვინის ტურიზმი?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

WineNews

ტურიზმი შემოსავლიანი და მზარდი ეკონომიკური მიმართულება გახდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ მდიდარი ფენისთვის, არამედ საშუალო ფენამაც დაიწყო ფიქრი ხარისხიან დასვენებაზე, განტვირთვასა და მოგზაურობაზე. მე-20 საუკუნის დასასრულისკენ კი გაჩნდა ცალკე მდგარი ღვინის ტურიზმი, რომელიც რა თქმა უნდა, დიდწილად ჩვეულებრივ ტურიზმს მიეკუთვნება, მაგრამ აქვს თავისებური მახასიათებლები, რომლებსაც გააზრება სჭირდება. შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ ინფორმაცია ღვინის ტურიზმის შესახებ.

თუ ახლა ამ სტატიას რომელიღაც მცირე ან საშუალო მარნის წარმომადგენელი კითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ მე მზად ვარ დაგეხმაროთ მარკეტინგული და ტურისტული სტრატეგიის შემუშავებაში, გავცე თქვენს კითხვებს პასუხები და მოგცეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ განვითარებაში. ამისთვის უბრალოდ მომწერეთ ელ.ფოსტაზე და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.

გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ყველას არ სურდეს თქვენს მარანში წახემსება ან უბრალოდ ვერ შეძლოს ეკონომიკური მდგომარების გამო. საქართველოში ყველა მარანს აქვს ეზო, მინდორი, ჩერო, გამწვანება, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ საპიკნიკე ზონა და ამით საკმაოდ გაზარდოთ თქვენი პროდუქტის გაყიდვები მარნის ტერიტორიაზე. შეუქმენით ტურისტს/ ვიზიტორს გარემო, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა წაიხემსონ, დაისვენონ და თქვენი ღვინო დააგემოვნონ.

რისი შეთავაზება შეუძლია მარანს ტურისტისთვის? ეს შეიძლება იყოს დაგეგმილი ღონისძიება/ივენთი, მუსიკალური, კულინარიული − სრულიად თავისუფალია იდეების ჰორიზონტი.

ტრანსპორტირება − ღვინის ტურიზმი და მარანში ვიზიტი ტურისტისთვის აუცილებლად ასოცირდება რამდენიმე ჭიქის მირთმევასთან, ამიტომ თუ მათ ექნებათ უზრუნველყოფილი ტრანსპორტირება, სიამოვნებისა და ზრუნვის განცდა საგრძნობლად მოიმატებს. შესაბამისად, გახდებიან მეტად ლოიალურები პროდუქტისა და კომპანიის მიმართ. ტრანსპორტირება შესაძლებელია დამატებითი საფასურის შემთვევაში ან უფასოდ − ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

სპორტი − შესაძლოა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ ალკოჰოლისა და სპორტის ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ეს მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა მეღვინეობის რეგიონში. მაგალითად, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია და ღვინის წარმოებით განთქმული სხვა ქვეყნები ჰარმონიულად უთავსებენ ერთმანეთს ველოსპორტსა და ღვინის ტურიზმს, ვინაიდან მარნების ძირითადი ბირთვი მდებარეობს ქალაქგარეთ, სოფლებში, სუფთა გარემოში, წყნარ და უსაფრთხო ატმოსფეროში. შესაძლებელია ველოსიპედისტთა ჯგუფმა გადაწყვიტოს თქვენს მარანში შესვენება, წახემსება და ღვინის გასინჯვა. ამ შემთხვევაში, მათი თავგადასავალი მეტად მრავალფეროვანი ხდება. გარდა იმისა, რომ ისინი ვარჯიშობენ და ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ათვალიერებენ რეგიონის ლამაზ პეიზაჟებს, ამ ყველაფერს კი ძალიან თავისუფლად შეიძლება დაემატოს ენოტურიზმი და გასტროტურიზმი. ეს უკანასკნელი შეიძლება განხილულ იქნას ტრანსპორტირების ჯგუფშიც.

კულტურა/მემკვიდრეობა − საინტერესო იქნება სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება თქვენს მარნებში. ამით შესაძლებლობა მოგეცემათ, საზოგადოებას უკეთ გააცნოთ თქვენი პროდუქტი, ისაუბროთ კულტურასა და მემკვიდრეობაზე (აირჩიეთ რომელიღაც კონკრეტული თემა, რომელიც ზემოხსენებულს უკავშირდება), გაყიდოთ ღვინო, დაამყაროთ ახალი კავშირები და შეუხამოთ ეს ღვთიური სასმელი კულტურულ ძეგლს, ისტორიას, ლეგენდას, გარემოს, ბუნებას და ა.შ.

ღვინის ტურიზმის განვითარებით, შესაძლებლობა მოგეცემათ გაყიდოთ იმაზე მეტი ღვინო, ვიდრე ამას უტურიზმოდ ახერხებდით, მიიღოთ მეტი მოგება (რადგან პროდუქტს გაყიდით პირდაპირ მომხმარებელზე და შუამავალი/გადამყიდველი არ გეყოლებათ), შემოსავალი გაზარდოთ არა მხოლოდ ღვინისგან მიღებული სარგებლით, არამედ სხვადასხვა პროდუქტის განვითარებით და რაც

ყველაზე მთავარია, ხორცი შეასხათ თქვენს სამომავლო გეგმებს.

ძალიან მნიშვნელოვანია კოლექტიური მუშაობა, რადგან როგორც წესი, ენოტურისტი ვიზიტისთვის რამდენიმე ლოკაციას/მარანს ირჩევს, და ხშირად არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი, რომელიღაც კონკრეტული მეღვინეობით − კოლექტიური მუშაობა ხელს შეუწყობს ორგანიზებულ, ხარისხიან და ფართომასშტაბიან ვიზიტებს. ასევე მარტივი იქნება კავშირების გაცვლა, რჩევების მიცემა, და ერთიანი გეგმის შექმნა. მაგალითად, თუ რომელიღაც X რეგიონში არის 8 მარანი, და ტურისტი დაუკავშირდება ერთ-ერთ მარანს ვიზიტისთვის, მაშინ იმ მარნის წამომადგენელი უნდა გახდეს გიდიც, ტუროპერატორიც, ხმის გამავრცელებელიც, მრჩეველიც. ის უნდა შეეცადოს სწორად მიაწოდოს ტურისტს ინფორმაცია რეგიონის შესახებ და ასევე ურჩიოს სხვა მარნებში ვიზიტი, მათი ღვინის დაგემოვნება. შედეგად, დარჩენილ 7 მარანს გაუჩნდება ტურისტი და მომდევნო ჯერზე, როდესაც ღვინის ენთუზიასტი არა თქვენ, არამედ იმ შვიდიდან რომელიღაც სხვას დაუკავშირდება, ისიც თქვენთან გამოუშვებს ტურისტს. საბოლოო ჯამში, ასეთი კოლექტიური და მეგობრული დამოკიდებულებით არის შესაძლებელი, გაიზარდოს ტურისტის გატარებული დრო რეგიონში. ის შესაძლოა ერთი ღამითაც კი დარჩეს, თუ შესთავაზებთ საოჯახო სასტუმროს, და აი, ეს კი უკვე სხვა საქმეა − აქ ვიზიტორი სიამოვნებით, იძულებული ხდება მეტი დახარჯოს და მეტი დრო გაატაროს კონკრეტულ ადგილას, შედეგად კი მიირთვას მეტჯერ, დალიოს მეტი ღვინო და უკეთესად გადაგიხადოთ. ცოტა ბევრი ვისაუბრე, მაგრამ იდეა ასეთია: დაეხმაროთ ერთმანეთს, რათა ტურიზმი გახდეს უფრო მომგებიანი თითოეული თქვენგანისთვის.

რამდენიმე რჩევა:

  • სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ ტურიზმის განვითარებაში, მოუფიქრეთ მათ სწორი ფორმა და დიზაინი.
  • ღვინისა და კულინარიის პორტფოლიო, რათა დაეხმაროთ მომხმარებელს არჩევანის მიღებაში.
  • ისტორიის თხრობის/ სთორითელინგის იდეაზე.
  • სხვადასხვა სემინარი ღვინისა და გასტრონომიის შესახებ.
  • ღვინისა და გასტრონომიის რუკები, რათა უფრო მარტივი გახდეს მომხმარებელთან კომუნიკაცია.
  • სურს ტურისტს? − მათ სურთ თავი იგრძნონ ადგილობრივებად, მათ სურთ თავგადასავალი, ოცნებობენ იმაზე, რომ თქვენთან გატარებული ყოველი წამი იყოს დასამახსოვრებელი, შემეცნებითი და განსამუხტი; მათ სურთ დაივიწყონ ც ხდებოდა წარსულში და შეიგრძნონ ის, ც ახლა ხდება თქვენს ეზოში; მათ სურთ თავი იგრძნონ განსაკუთრებულად.
  • , რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი ვიზიტორების პროფილი (ქვეყანა, ასაკი, სქესი, პროფესია, ვიზიტის მიზანი). ამ მონაცემების ცოდნა და შემდგომ დამუშავება/გააზრება, მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ დეტალებზე, მაგალითად: ჰოლანდიელ ტურისტზე შეგროვებული მონაცემი და ზოგადი წარმოდგენა ჰოლანდიელებზე, დაგეხმარებათ მომავალ ევროპელ და ჰოლანდიელ სტუმრებთან კომუნიკაციაში და არა მარტო ტურიზმის მიმართულებით, არამედ გეცოდინებათ მათი გემოვნება, გაეცნობით იმ ტრენდებს, რომელიც მოცემული მდგომარებით არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან კარგი იქნება, თუ შექმნით კითხვარს, მაგრამ არა მომაბეზრებელს, უბრალოდ, ლაკონურს და ისეთს, რომ საჭირო ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე დროში მოიპოვოთ მომხმარებლისგან. მათი გაანალიზება და შეგროვება დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ სერვისი და უკეთ გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი.
რევაზ ცეცხლაძე

ენოლოგი, ღვინის მცოდნე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის "ვინტური" სტუდენტი (ბორდოს, პორტოსა და ტარაგონას უნივერსიტეტები) - ღვინოს ვხედავ, როგორც მტკიცე ჯაჭვს და ვცდილობ დეტალურად შევისწავლო მასთან დაკავშირებული, თითოეული რგოლის მნიშვნელობა. 

ღვინოს აღვიქვავ, როგორც ხელოვნებას

ჰობი: ფოტოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კულინარია, მოგზაურობა. 

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!