Join our Waitlist for Expert Advice!

"ჯეოპოსტერი" პოსტერებში ასახული საქართველო "გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც ქართველებს და საქართველოს სტუმრებს, საჩუქრად და სამახსოვროდ ჩვენს ქვეყანაში დამზადებული და შექმნილი თანამედროვე სუვენირის წაღების შესაძლებლობას მისცემდა."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

პოსტერები თანამედროვე კულტურისა და გამოხატვის ეფექტური ვიზუალური ფორმაა, რომელიც აქტუალურ ტენდენციებსა და გამოწვევებს საკუთარი გამომსახველობის ხერხებით პასუხობს. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი პოსტერების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში მზარდია. მათ შორისაა საქართველო და კომპანია "ჯეოპოსტერი", რომელიც ბაზარზე უკვე სამი წელია არსებობს და ქვეყნის ტურისტულ თემატიკაზე შექმნილი მრავალფეროვანი პოსტერებით, მის პოპულარიზებასა და საერთაშორისო მასშტაბით ახლებურად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

"გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც ქართველებს და საქართველოს სტუმრებს, საჩუქრად და სამახსოვროდ ჩვენს ქვეყანაში დამზადებული და შექმნილი თანამედროვე სუვენირის წაღების შესაძლებლობას მისცემდა. რაღაც ისეთი, რაც ვიზუალურ გამორჩეულობასთან ერთად, ხარისხიანი და საინტერესო იქნებოდა. ის, რაც მათ საქართველოში გატარებულ დღეებსა და მრავალფეროვან ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სასიამოვნოდ გაახსენებდა. გადავწყვიტეთ აგვერჩია ნიშა, რომელიც ჯერ კიდევ ცარიელი იყო და აკლდა ქართული სუვენირების ხაზს. ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოსტერებით გამოვჩნდით. ასე შეიქმნა ჯეოპოსტერი", - უყვება Entrepreneur-ს "ჯეოპოსტერის" დამფუძნებელი ლიკა ჭალაგანიძე.

კომპანია თანამედროვე, საინტერესო ხედვის ილუსტრატორებთან და დიზაინერებთან აქტიურად თანამშრომლობს. სწორედ მათთან მჭიდრო კოლაბორაციით იქმნება მრავალფეროვანი, კონცეფციური და განსხვავებული რაკურსით დანახული "პოსტერული" საქართველო, მისი კუთხეები და სიმბოლოები. "ჯეოპოსტერი" სრულიად ახლებურად და თანამედროვე ხასიათით გვაცნობს ქვეყანას, მის კუთხეებს, კულტურულ და კულინარიულ მახასიათებლებს.

განსხვავებული ზომისა და ფორმატის პოსტერები, ღია ბარათები, ბლოკნოტები, ჩანთები, მაგნიტები, სტიკერები, ნაჭრის ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარი, მათზე დატანილი ნიშური გამოსახულებებით, საქართველოს შესახებ ვიზუალურად მოგვითხრობენ.

"ჯეოპოსტერის" ნამუშევრები უკვე უამრავი ადამიანისთვის, როგორც ესთეტიკური სიამოვნების წყაროდ, ასევე მოგზაურობისა და ქვეყნის აღმოჩენის მთავარ ინსპირაციად იქცა. ტურიზმის სტიმულირების პარალელურად, კომპანია ღია ბარათების კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს. "ჯეოპოსტერის" ღია ბარათებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მისი ისტორიული და თანამედროვე სტილიზებული სიმბოლოებია ასახული. ამ პროდუქტით განსაკუთრებით უცხოელი მოგზაურები ინტერესდებიან, რომლებიც ბარათების შეძენას სამახსოვროდ თუ სასაჩუქრედ ხშირად მიმართავენ. საქართველოში კი "ჯეოპოსტერის" ნამუშევრებს ხშირად შეხვდებით არაერთ სასტუმროში, სახლსა და კაფეში, სადაც ქართული ელემენტებითა და ხასიათით ავსებენ გარემოს.

"პროდუქტი თავიდანვე მიმზიდველი იყო საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის და ტურისტებისთვის. სწრაფად დაინტერესდა ქართველი მომხმარებელიც. ხშირად გვიყვებიან, რომ საკოლექციოდ აგროვებენ ჩვენს პოსტერებს და საჩუქრებად აგზავნიან ბარათებს. ასევე, გვიკვეთავენ სხვადასხვა კუთხის ილუსტრაციებს. მშობლებისგან გვსმენია, რომ "ჯეოპოსტერის" ანბანის პოსტერით ისწავლეს მათმა შვილებმა წერა-კითხვა, რაც განსაკუთრებით გვახარებს", – ამბობს ლიკა ჭალაგანიძე.

"ჯეოპოსტერის" გუნდისთვის საამაყოა, რომ მათი კომპანია საქართველოში პირველია, რომელმაც ტურისტული პოსტერების ხაზით დაიწყო მუშაობა. არსებობის 3 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შექმნილი პოსტერების სია უკვე საკმაოდ ვრცელია, კომპოზიციები კი მრავალფეროვანი. თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. უახლოეს მომავალში იგეგმება კულინარიული თემატიკით დატვირთული სერიის შექმნა, რომელიც საქართველოს გასტრონომიულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

კომპანია აღებული გეზის გაგრძელებასა და განვითარებას მომავალშიც აპირებს. საქართველოს ბუნებას, ლანდშაფტებს, ქალაქებს, რეგიონებს, კულტურულ მახასიათებლებს "ჯეოპოსტერი" კიდევ უფრო მრავალფეროვნად და მასშტაბურად წარმოგვიდგენს. პოსტერებზე ასახული საქართველო კი ახალი ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ ემზადება.

რაღაც ისეთი, რაც ვიზუალურ გამორჩეულობასთან ერთად, ხარისხიანი და საინტერესო იქნებოდა. ის, რაც მათ საქართველოში გატარებულ დღეებსა და მრავალფეროვან ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სასიამოვნოდ გაახსენებდა. გადავწყვიტეთ აგვერჩია ნიშა, რომელიც ჯერ კიდევ ცარიელი იყო და აკლდა ქართული სუვენირების ხაზს. ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოსტერებით გამოვჩნდით. ასე შეიქმნა ჯეოპოსტერი", - უყვება Entrepreneur-ს "ჯეოპოსტერის" დამფუძნებელი ლიკა ჭალაგანიძე.

კომპანია თანამედროვე, საინტერესო ხედვის ილუსტრატორებთან და დიზაინერებთან აქტიურად თანამშრომლობს. სწორედ მათთან მჭიდრო კოლაბორაციით იქმნება მრავალფეროვანი, კონცეფციური და განსხვავებული რაკურსით დანახული "პოსტერული" საქართველო, მისი კუთხეები და სიმბოლოები. "ჯეოპოსტერი" სრულიად ახლებურად და თანამედროვე ხასიათით გვაცნობს ქვეყანას, მის კუთხეებს, კულტურულ და კულინარიულ მახასიათებლებს.

განსხვავებული ზომისა და ფორმატის პოსტერები, ღია ბარათები, ბლოკნოტები, ჩანთები, მაგნიტები, სტიკერები, ნაჭრის ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარი, მათზე დატანილი ნიშური გამოსახულებებით, საქართველოს შესახებ ვიზუალურად მოგვითხრობენ.

"ჯეოპოსტერის" ნამუშევრები უკვე უამრავი ადამიანისთვის, როგორც ესთეტიკური სიამოვნების წყაროდ, ასევე მოგზაურობისა და ქვეყნის აღმოჩენის მთავარ ინსპირაციად იქცა. ტურიზმის სტიმულირების პარალელურად, კომპანია ღია ბარათების კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს. "ჯეოპოსტერის" ღია ბარათებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მისი ისტორიული და თანამედროვე სტილიზებული სიმბოლოებია ასახული. ამ პროდუქტით განსაკუთრებით უცხოელი მოგზაურები ინტერესდებიან, რომლებიც ბარათების შეძენას სამახსოვროდ თუ სასაჩუქრედ ხშირად მიმართავენ. საქართველოში კი "ჯეოპოსტერის" ნამუშევრებს ხშირად შეხვდებით არაერთ სასტუმროში, სახლსა და კაფეში, სადაც ქართული ელემენტებითა და ხასიათით ავსებენ გარემოს.

"პროდუქტი თავიდანვე მიმზიდველი იყო საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის და ტურისტებისთვის. სწრაფად დაინტერესდა ქართველი მომხმარებელიც. ხშირად გვიყვებიან, რომ საკოლექციოდ აგროვებენ ჩვენს პოსტერებს და საჩუქრებად აგზავნიან ბარათებს. ასევე, გვიკვეთავენ სხვადასხვა კუთხის ილუსტრაციებს. მშობლებისგან გვსმენია, რომ "ჯეოპოსტერის" ანბანის პოსტერით ისწავლეს მათმა შვილებმა წერა-კითხვა, რაც განსაკუთრებით გვახარებს", – ამბობს ლიკა ჭალაგანიძე.

"ჯეოპოსტერის" გუნდისთვის საამაყოა, რომ მათი კომპანია საქართველოში პირველია, რომელმაც ტურისტული პოსტერების ხაზით დაიწყო მუშაობა. არსებობის 3 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შექმნილი პოსტერების სია უკვე საკმაოდ ვრცელია, კომპოზიციები კი მრავალფეროვანი. თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. უახლოეს მომავალში იგეგმება კულინარიული თემატიკით დატვირთული სერიის შექმნა, რომელიც საქართველოს გასტრონომიულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

კომპანია აღებული გეზის გაგრძელებასა და განვითარებას მომავალშიც აპირებს. საქართველოს ბუნებას, ლანდშაფტებს, ქალაქებს, რეგიონებს, კულტურულ მახასიათებლებს "ჯეოპოსტერი" კიდევ უფრო მრავალფეროვნად და მასშტაბურად წარმოგვიდგენს. პოსტერებზე ასახული საქართველო კი ახალი ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ ემზადება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია