ქვისკი - ახალი გემო ალკოჰოლურ სასმელებში! ვისკით შთაგონებული ღვინის პროდუქტი!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ქვისკი" ქართული, პრემიუმკლასის სასმელის ბრენდია, რომელიც ქვევრში ღვინისა და ვისკის ტექნოლოგიების სინთეზით შექმნილ სასმელს წარმოგვიდგენს. "ქვისკი" სრულიად ახალი სიტყვაა ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში. მისი წარმოება ნინი ჭაჭიას, გიგი თევზაძის, ალიკო ბაკურიძისა და გიორგი ბარისაშვილის ერთობლივი წამოწყებაა.
"სამი წლის წინ ჩემმა მეუღლემ, გიგი თევზაძემ დასვა შეკითხვა: რატომ არ შეიძლება ვისკი დაამზადო ღვინისგან, ისევე, როგორც მზადდება ლუდისგან? ამ შეკითხვას ჩვენი მეღვინე მეგობრები ცოტა სკეპტიკურად შეხვდნენ, რამაც მეტი მოტივაცია მოგვცა. აი, სწორედ ამ დროს დაიწყო ჩვენს სახლში ექპერიმენტების დიდი თავგადასავალი. ღვინო და ქვევრი განუყოფელი ნაწილები არიან, ამიტომ ყოველი მიღებული სასმელი თავსდებოდა თიხის დოქში, ილუქებოდა და იწყებოდა დიდი მოლოდინი. დღეს ექსპერიმენტებში მონაწილე თიხის დოქი ჩვენს სახლში საგულდაგულოდ ინახება. ექსპერიმენტების დასაწყისში მთლად კარგი შედეგები არ იყო, თუმცა ეს ფაქტორი ფრუსტრაციას არ იწვევდა.
გრძელდებოდა ექსპერიმენტები. დაახლოებით 1.5 წელიწადში მივიღეთ სასმელი, რომელიც საკმაოდ უცხო და სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა. დაიწყო მეგობრებისათვის დეგუსტაციები და უკუკავშირის მიღება. შემდეგ კი, მეტი დახვეწისა და სრულყოფილების ექსპერიმენტები. დაახლოებით 2 წლის თავზე, გიგიმ მიიღო სასმელი, რომლის მიღებასაც ცდილობდა. თუმცა ეს სასმელი მიიღო სახლის პირობებში და საჭირო გახდა უკვე გამოცდილი ადამიანების ექსპერტიზის ჩართვაც. გიგი დაუკავშირდა თავის მეგობრებს – ალიკო ბაკურიძეს, ფარმაკოლოგს, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, სააფთიაქო ქსელისა და სააფთიაქო საწარმო "ნეოფარმის" დამფუძნებელს, და გიორგი ბარისაშვილს – მეღვინეს და ეთნოგრაფს, გააცნო თავისი იდეა. ასე დაიწყო "ქვისკის" ტექნოლოგიური დახვეწის ახალი ეტაპი", – უყვება ნინი ჭაჭია ENTREPENEUR-ს "ქვისკის" სამწლიანი ისტორიის შესახებ.
გამოჩენისთანავე, სასმელმა დიდი ინტერესი გამოიწვია. დღეს "ქვისკის", როგორც ალკოჰოლური სასმელის, შექმნაში აქტიურად ჩართულები არიან ალიკო ბაკურიძე – ფარმაკოლოგი, გიორგი ბარისაშვილი – მეღვინე, ქვევრის ღვინის წარმოების ექსპერტი, ეთნოგრაფი; გიგი თევზაძე – სოციოლოგი, ფილოსოფიის მასწავლებელი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. "ვფიქრობ, ამ სამი ადამიანის სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილების გაერთიანება განაპირობებს "ქვისკის", როგორც ახალი ალკოჰოლური სასმელის, წარმატებას. "ქვისკის" ბრენდინგის, კომუნიკაციისა და გაყიდვების მიმართულებით კი მე – ნინი ჭაჭია და ჩემი პარტნიორი – ვერიკო ხარბედია ვმუშაობთ", – გვეუბნება ნინი ჭაჭია.
"ქვისკის" წარმოება ამ ეტაპზე ალიკო ბაკურიძის ქარხნის ბაზაზე ხორციელდება. სამომავლოდ კი, განვითარებასთან ერთად, დაგეგმილია თავად "ქვისკის" საწარმოს გახსნაც.
"ქვისკი", ანუ ქვევრის ვისკი, ღვინის სრულიად ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაში 40% ალკოჰოლია. ის ტრადიციების შერწყმით, უძველესი ღვინისა და ვისკის დაყენების ტექნოლოგიების სინთეზით, გემოს ბუკეტების სრულიად ახალი სიმფონიას წარმოგვიდგენს.
ბრენდი ამჟამად ორი სახის პროდუქტს გვთავაზობს:
"ქვისკი" თეთრი – 2018 წლის მოსავლის, რქაწითელის ღვინისგან დამზადებული პროდუქტია.
თეთრი "ქვისკის" გახსნისთანავე, ჰაეროვანი გემოს ბუკეტი გამოიფრქვევა. მისი ძირითადი არომატული ნოტი ჭიქაში ჩამოსხმის შემდეგ ყალიბდება და მრავალფეროვნებით, სასიამოვნო ჟღერადობითა და ელფერით ხასიათდება, რაც მას განუმეორებელ ხასიათს ანიჭებს.
"ქვისკი" წითელი – 2018 წლის მოსავლის საფერავის ღვინისგანაა დამზადებული. გამორჩეულია მდიდარი, ჰარმონიული ბუკეტით, განსხვავებული ბაცი მეწამულისებრი ფერით. დაგემოვნების შემდეგ, ის სრულიად ახალ ემოციასა და განწყობას აღძრავს, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება ყველას.
ვინაიდან "ქვისკი" ვისკის ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება და ქვევრში დავარგებული ღვინის პროდუქტია, 100%-ით ნატურალურ, სუფთა სასმელს წარმოადგენს. "ქვისკი" სრულიად სუფთაა ღვინის მჟავის, ეთერზეთებისა და დანამატებისგან. მისი მირთმევის შემდეგ კი ნებისმიერი ადამიანი ნაბახუსევზე უსიამოვნო მდგომარეობისგან დაცულია.
"კოქტეილების მოყვარულთათვის "ქვისკი" განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან თეთრი ქვისკის გამოყენება ამ ტიპის სასმელში შესაძლებელია. ის ფაქტობრივად კოქტეილში ნებისმიერ ვისკის პირდაპირ ანაცვლებს. რაც შეეხება წითელ "ქვისკის", ეს უფრო პრეტენზიული სასმელია, ძალიან უხდება შოკოლადს და ისიც, შოკოლადის შემცველ კოქტეილებში ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს შესანიშნავად ანაცვლებს", – ამბობს ნინი ჭაჭია.
ქართული ალკოჰოლური სასმელის პრემიუმბრენდს განვითარების დიდი გეგმები აქვს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ექპორტიორებთან, რათა "ქვისკის" შეძენა არაერთ ევროპულ ქვეყანაში გახდეს შესაძლებელი. აქტიური მოლაპარაკებებია ასევე ადგილობრივ ბაზარზე. "ქვისკი" მალე საქართველოს არაერთ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის გუდაურში, სადაც დამსვენებლებს ცივ სეზონზე "ქვისკის" დაგემოვნება თამამად შეეძლებათ.
"ბევრი საინტერესო და არაორდინარული ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ. იმდენად საინტერესო უკუკავშირს ვიღებთ პარტნიორებისა და მომხმარებლებისგან, რომ განვითარების ახალ-ახალი იდეები თავისთავად მოდის. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დიდი გამოწვევაა მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში შესვლა. არ ვიცოდი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სივრცე ძალიან მამაკაცურია და ქალის ამ ბაზარზე შესვლა, ცოტა არ იყოს ეუცნაურებათ. ამის გამო, ზოგისგან სკეპტიციზმი იგრძნობა, ზოგისგან – არასერიოზული დამოკიდებულება, თუმცა "ქვისკი" და მე აუცილებლად შევცვლით ამ დამოკიდებულებას", – გვპირდება ნინი ჭაჭია.
საუკეთესო ტრადიციების შერწყმით შექმნილი ქართული სასმელის ბრენდი "ქვისკი" კი წარმოების გაფართოების, განვითარებისა და მსოფლიოსთვის თავის გასაცნობად ემზადება.
პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე!