Get All Access for $5/mo

მეორადი ავტომობილების ბუმი – ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კორონავირუსული ბაზარი მომხმარებლებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNBC

Covid-19-ის პანდემიამ მეორადი ავტომობილების გაყიდვების ზრდა გამოიწვია. მიზეზი კი ის არის, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ადამიანები ტრანსპორტირებას არიდებენ თავს და რეცესიის დროს ავტომობილების ღირებულების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

მსხვილი ავტოდილერების, Autonation-ის და CarMax-ის აქციების ფასები,მარტში დაცემის შემდეგ, ისევე როგორც IPO Carvana- სი, მნიშვნელოვნად გაიზარდა საფონდო ბირჟაზე. ხოლო მათი მთავარი კონკურენტი ავტომობილების ონლაინ გაყიდვების სფეროში, Shift Technologies თავის დებიუტს გეგმავს.

მომხმარებლები ინტერნეტში დიდი რაოდენობით მეორად ავტომობილებს ნახავენ, და არც დილერები დაიშურებენ ციფრულ ძალისხმევას, მაგრამ ეს შეიძლება ძვირი აღმოჩნდეს, მოთხოვნა ფასების ზრდას იწვევს.

მეორადი ავტომობილების გაყიდვების ტემპი ელვის სისწრაფით იზრდება მთელ შეერთებულ შტატებში, და ამის გამო სხვადასხვა კომპანიები მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, Autonation იქნება ეს, CarMax, Carvana და Buffalo თუ ნიუ - იორკში ბაზირებული მეორადი ავტომობილების სტარტაპი ACV Auctions.

Covid-19-ის პანდემიის ყველაზე ცუდი პერიოდისას, სულ მცირე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ACV Auctions ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ვერც ერთი სტარტაპი ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ მის მოგვარებას შეძლებდა: ბიზნესის წარმოების უფლება მის არც ერთ ძირითად მომხმარებელს აღარ ჰქონდა. შეერთებული შტატების მასშტაბით ყველა ავტოსალონი დაიბლოკა, და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნიუ -იორკში მდებარე მეორადი ავტომობილების ბაზრის ტექნოლოგიური კომპანია Buffalo, რომელიც ფრანჩაიზებთან და ავტომობილების დამოუკიდებელ დილერებთან მუშაობს, რომ როგორც მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჩამუნმა განაცხადა, ეს ყველაფერი, "ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი იყო".

პანდემიასთან წარმატების მრავალი გასაოცარი ისტორიაა დაკავშირებული, და ამ გაურკვევლობამ და ეგზისტენციალურმა კრიზისმა მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ნამდვილ ბუმსაც გაუხსნა გზა. აპრილსა და მაისში, საავტომობილო ქარხნები ნაკლებ ახალ ავტომობილებს აწვდიდნენ ბაზრებს და შესაძლოა, ამან მოახდინა დილერებზეც გავლენა. გარდა ამისა, მომხმარებლები უფრო ფრთხილად ხარჯავდნენ ფულს დიდ ნივთებზე, და ამის გამო, მეორადი ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ეს მდგომარეობა მთელ ზაფხულსა და შემოდგომას გაგრძელდა: Edmunds.com– ის მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, აგვისტოსა და სექტემბერში, მეორადი ავტომობილების მარაგების ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

"ეს არ იყო მხოლოდ Covid-ის წინა ხანაში დაბრუნება," - განაცხადა ჩამუნმა CNBC-ის ვირტუალურ ღონისძიებაზე, რომელიც საშუალო ბაზრის კომპანიებზე იყო ორიენტირებული. "დღეს ჩვენ გაცილებით მეტს ვყიდით, ვიდრე Covid-ის წინა პერიოდში ვყიდდით".

საკონსულტაციო კომპანიამ, AlixPartners- მა ივნისში შეაფასა, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევდა უახლოეს მომავალში კარანტინი. კერძოდ, ავტომობილების მწარმოებელი ქარხნების სრული გადატვირთვის და მთელ მსოფლიოში მომხმარებელთა ნაკლები ნდობის გამო, 2022 წლისთვის ახალი ავტომობილების გაყიდვები გლობალური მასშტაბით 2019 წლის დონესთან შედარებით, 36 მილიონით შემცირდება. ის პროგნოზირებს, რომ ახალი ავტომობილების ბაზარი აშშ-ში, წელიწადში დაახლოებით 3.5 მილიონი ავტომობილით შემცირდება. ამასთან, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ რეცესია დიდხანს არ გაგრძელდება. ავტომწარმოებლები, მათ შორის GM, ბევრად ოპტიმისტები გახდნენ Covid-19 პანდემიის ყველაზე წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარი Covid-19- მდეც კი, ახალზე ორჯერ მეტი მოცულობის იყო.

Autonation და CarMax უფრო აქტიურად ცდილობენ მეორადი ავტომობილების გამოყენებას და მათი აქციების ფასმა საფონდო ბირჟაზე მარტის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან სერიოზულად იმატა. ხოლო Carvana-ს აქციების ფასები, რომელიც ACV Auctions-ისგან განსხვავებით, პირდაპირ მომხმარებლებზე გადის და დილერების გარეშე ყიდის მეორად ავტომობილებს, მარტის მაჩვენებლის შემდეგ, რაც $30-დან $200-ზე მეტადაც კი გაიზარდა. მათი კიდევ ერთი ონლაინ კონკურენტი, Shift, აქციების გამოშვებას გეგმავს სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის საშუალებით. ეს კერძო კომპანიებისთვის აქციების განთავსების ყველაზე გავრცელებული გზა გახდა მას შემდეგ, რაც ბაზარმა აღდგენა დაიწყო. Cars.com-მა კი, მოგების შესახებ გააკეთა განაცხადი, რამაც მისი აქციების ფასი 25% -ით გაზარდა.

სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური ტენდენციები შეიმჩნევა, სულ ახლახანს ორჯერ გაიზარდა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ავტომობილების კერძო ონლაინ კომპანიის, Cazoo-ს ღირებულება.

მეორადი ავტომობილების ონლაინ ბაზარმა - Carvana-მ, საერთოდ გამორიცხა გაყიდვებიდან დილერების როლი და მარტის კარანტინების შემდეგ მასთან გაყიდვების ნამდვილი ბუმი იყო. მაგრამ ამავე დროს, ACV Auctions დილერებთან ერთად მუშაობს მეორადი ავტომობილების გაყიდვაზე და მისი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ აქაც გაყიდვების ბუმია.


შეფასებების მიხედვით, შეერთებული შტატების მეორადი ავტომობილების ბაზარი ყოველწლიურად 41 მილიონ ერთეულს უდრის და ჩამუნი ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული ზოგიერთი ცვლილებები კიდევ უფრო დაჩქარდება. მეორადი ავტომობილების ბაზარზე იმდენი მომხმარებელია, ერთი დასკვნის გაკეთება თავისუფლად შეიძლება, "ამერიკელებს კვლავაც სურთ საკუთარი ავტომობილები", – ამბობს იგი , "დამოუკიდებლად იმისა, ბავშვებს წაიყვანენ ფეხბურთზე თუ თვითონ ივლიან სამსახურში". ავტომობილი, ფასის მიხედვით მეორე ყველაზე ძვირადღირებული აქტივია, რომელსაც ჩვენ, მომხმარებლები ვყიდულობთ, ამიტომ ის ნამდვილად მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის".

ACV Auctions-ს 700 ინსპექტორიანი გუნდი ჰყავს და 100 რეგიონალური მენეჯერი, რომლებიც აშშ - ის მთელ ტერიტორიაზე ავტოდილერებთან მუშაობენ მეორადი ავტომობილების შესაძენად და გასაყიდად. კომპანია იძულებული გახდა ისინი სწრაფად აეყვანა სამსახურში, როდესაც Covid-19- ის პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა და დილერებისთვის ფიზიკურ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლებელი გახდა.

ბიზნესის სამყაროში იმდენად დაჩქარდა ციფრული აქსელერაცია, რომ წლებიდან თვეებამდე შემცირდა და კორონავირუსის ეკონომიკის მთავარი თემა გახდა ყველა სექტორში და ავტომობილების ბაზარზე. ციფრულ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტი დილერები გადადიან, განაცხადა ჩამუნმა, რაც სერიოზული ცვლილებაა ბაზრისთვის.

"დილერები რა ხანია ფიზიკურ აუქციონებში იღებდნენ მონაწილეობას, ბიზნესში კი ცვლილებები უეცრად არ ხდება", – ამბობს ჩამუნი, მაგრამ როდესაც დილერებმა მოულოდნელად დაკარგეს ფიზიკურ აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ამან მათი ქცევა შეცვალა და გაცილებით მეტი ბაზარი დათანხმდა გაყიდვის ციფრულ ფორმატზე გადასვლას, და ასევე ფსონების ონლაინ რეჟიმში დადებასა და ავტომობილების გაყიდვას. "დილერების რაოდენობას, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადიან, მიწოდებაც ზრდის და მოთხოვნაც", – თქვა ჩამუნმა. "მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გავხდებით მოწმე თუ როგორ გადავა ყველაფერი ციფრულ ტექნოლოგიებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილები ფიზიკურად ავტოსადგომზე აღარ იდგებიან, მაგრამ დილერებს ონლაინ სურთ შეძენა და ონლაინ სურთ ფსონების დადებაც",– თქვა მან.

ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოგონება მოუწია სტარტაპს, რომელიც Buffalo-ს პირველი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომპანია გახდა 2019 წლის ბოლოს, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარზე ამ ცვლილებების განხორციელება ყოფილიყო შესაძლებელი.

მან შექმნა ინსტრუმენტი, რომლითაც ავტომობილის ბრენდის სახელწოდების სკანირება და დოკუმენტების ელექტრონული აღიარებაა შესაძლებელი, ავტომობილის გასაფორმებლად მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, და მის რეალურად შესაფასებლად ციფრულ გარემოში.

მან სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილის სკანირების საშუალებაც გამოიგონა - ვირტუალური ლიფტი, რომ ავტომობილების სავალი ნაწილისთვის ათასობით სურათის გადაღება ყოფილიყო შესაძლებელი, და მეორადი ავტომობილების შემოწმების პროცესი ვირტუალურ გარემოში გამჭვირვალე გამხდარიყო.

მისი AMP ინსტრუმენტი, შეიძლება მეორადი ავტომობილის ძრავას მიემაგროს ძრავის აუდიო პროფილის დასადგენად, და როგორც ACV აუქციონის წარმომადგენელს, ისე დილერს მისცეს შესაძლებლობა ძრავას მოუსმინოს, და დარწმუნდეს, რომ რაიმე პოტენციური პრობლემა არ არსებობს.

როგორც ჩამუნი ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი მოვალეობა იყო, ყველას მშვიდად ეგრძნო თავი, რადგან არავინ იცოდა შემდეგ რა მოხდებოდა, რა განწყობა ექნებოდათ დილერებს ან მომხმარებლებს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. "ჩვენ ნამდვილად დავინახეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ძალაა".

როგორ უნდა მოიქცნენ მომხმარებლები მეორადი ავტომობილების ბუმის დროს

ავტომობილების ონლაინ გაყიდვა ახალი სულაც არ არის. სპეციალიზებული ავტომობილები წლების განმავლობაში იყიდებოდა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა eBay და დილერების ცენტრებს ჰქონდათ შესაძლებლობა Covid-19-ის პანდემიამდე ისინი ონლაინ, უკონტაქტო გზით გაეყიდათ. მაგრამ Edmunds.com- ის უფროსი მენეჯერის ივან დრურის კვლევების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პანდემია "შემდეგი დონის" მოვლენა გახდა. ზოგიერთი მომხმარებელი სავარაუდოდ, უწინდებურად პირად ურთიერთობებს მიანიჭებს უპირატესობა ავტომობილის შეძენისას და შეძენამდე 10-მდე ავტომობილს მაინც გამოცდის. Carvana და CarMax კი, eBay-ს გამოცდილებას იყენებენ მეორადი ავტომობილების გაყიდვების სფეროში, საგარეუბნო ავტომობილები უფრო მეტად ამ გზით გაიყიდება.

"ეს A-დან B პუნქტში მიმავალი ავტომობილებია", – ამბობს დრური. "ეს სტაბილური ტენდენციაა. კიდევ გაიზრდება თუ არა ონლაინ გაყიდვები ისე, როგორც 2020 წლის მეორე კვარტალში იყო? არა. ამავე დროს, ამ მოვლენებმა ყველა დილერული ცენტრის ძალისხმევა დააჩქარა ბიზნესის ამ სფეროს ნამდვილად დასახმარებლად".

სუსტი ეკონომიკის პირობებში გაცილებით მეტი მომხმარებელი ინტერესდება მეორადი ავტომობილებით და ახალი ონლაინ მოდელები იმას გვთავაზობს, რაც ადგილობრივ დილერებს ხშირად არ შეუძლიათ: ეს ავტომობილების სხვადასხვა მოდელებია და მათი მიწოდების უზრუნველყოფა სხვადასხვა შტატებში. "ავტომობილებიც გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა და მათი გადაზიდვებიც ბევრად მარტივი შტატების მასშტაბით", – თქვა დრურიმ. "მეორადი ავტომობილების ინვენტარიზაციაში დიდ პრობლემები მაშინაც კი იყო, როდესაც ადგილობრივი დილერისგან მინდოდა შეძენა".

ონლაინ რეჟიმის გამოყენებისას აღარც დაძაბულობა იქმნება დილერებთან ურთიერთობის გამო და აღარც პრობლემები, რომელთა თავიდან აცილება ბევრ მომხმარებელს ურჩევნია. "ნაკადს ინტერნეტით თქვენ თვითონვე აკონტროლებთ ", – ამბობს დრური. ეს კონტროლის საშუალებაა და დიდ უპირატესობა ნებისმიერისთვის, ამაში შედის ავტომობილების ყიდვისა და გაყიდვის პროცესების ნაწილებად დაყოფაც. მაგალითად, პარალელურად მიმდინარე ავტომობილზეც შეიძლება ვაჭრობა და მისი დამატებაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე". ამის გაკეთება ინტერნეტით ახლავე შეგიძლიათ და სულაც არ მოგიხდებათ ვაჭრობა დილერების ცენტრის დახმარებით ... თვითონ დაინახავთ თუ რას შემოგთავაზებთ დილერი და რას გთავაზობენ ონლაინ რეჟიმში, ასე რომ თითოეულ კომპონენტს მეტად გააკონტროლებთ", – თქვა მან.

ადამიანებს ნამდვილად სურთ ავტომობილების უფრო იაფად შეძენა, ამიტომ ეძებენ ფასების უფრო დაბალ დიაპაზონს, იქ კი უფრო ნაკლები ავტომობილებია და თქვენ ძველ, ძველ მოდელებში უნდა ეძებოთ, რომ იაფად წააწყდეთ მეორად ავტომობილებს.

ივან დრური

EDMUNDS.COM უფროსი მენეჯერი

მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ონლაინ ბიზნესები, როგორიცაა Carvana და Shift Technologies, შედარებით პატარაა მეორადი ავტომობილების ბაზრის საერთო მოცულობასთან შედარებით. 2019 წელს Carvana-მ რამდენიმე ასეული ათასი ცალი ავტომობილი გაყიდა, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ 55 000-ით ოდნავ მეტი. აი, ასეთი მონაცემებია მეორადი ავტომობილების ბაზარზე, რომელზეც ყოველწლიურად 40 მილიონ ავტომობილზე მეტია.

"ისინი ახლა იწყებენ სიჩქარეების განვითარებას და მათ დიდი ბაზარი აქვთ გარიგებების დასადებად, მაგრამ ამას ყველა არ აკეთებს", – თქვა დრურიმ. მისი შეფასებით Carvana-სი და Shift-ის გაყიდვები ერთად, ბაზრის 1% -ზე ნაკლებს შეადგენს.

ის ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს იმის თაობაზე, რომ ფასების მიხედვით ონლაინ კომპანიები ყოველთვის ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან. ონლაინ კონკურენცია ძალიან კარგია, ზოგადად იმის გამო, რომ ფასების მხრივ დიდი არჩევანია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ონლაინ გამყიდველები თანხებს ამატებენ თავიანთი მომსახურების და ავტომობილის სხვადასხვა შტატებში მიწოდების სანაცვლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ინტერნეტით ყოველთვის უნდა შეამოწმონ, იგივე სატრანსპორტო საშუალებები ადგილობრივი დილერების ცენტრში უფრო დაბალ ფასად ხომ არ არის ხელმისაწვდომი.

ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მარაგების ნაკლებობაა, და იმის შემოწმების შესაძლებლობა, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს მეორადი ავტომობილების ბაზარი თუნდაც მაღალი მოთხოვნის პირობებში. ახალი ავტომობილების გაყიდვების 45 პროცენტი იმაზეა დამოკიდებულია, თუ რამდენად ხელსაყრელი იქნება გარიგება ორივე მხარისთვის, ძველი ავტომობილის გაცვლა ხდება ახალზე თანხის დამატებით. მეორადი ავტომობილების ბაზარზე გაყიდვები მთლიანად იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორი ვითარებაა გაყიდვების სფეროში და როგორ ხდება მარაგების შევსება. მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის შესაცვლელად არ არის საკმარისი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საიჯარო სააგენტოებისა და დილერებისგან შემოდის იჯარის ვადის დასრულების შემდეგ, იმ დროს როდესაც მომხმარებლები ზოგადად სულ უფრო ნაკლებ ავტომობილებს ყიდულობენ.

რა გავლენას ახდენს დიდი მოთხოვნა მეორადი ავტომობილებზე ფასებზე

"ქსელის გაფართოვება შესაძლოა დაგეხმაროთ და უკეთეს ფასად ნახოთ ავტომობილი", – ამბობს ბრაიან მუდი, Autotrader-ის აღმასრულებელი რედაქტორი.

მისი თქმით, მეორადი ავტომობილების ბაზრის დიდი პრობლემა ის არის, რომ აქ დიდი მოთხოვნაა. ბოლო დროს მეორად ავტომობილებზე ფასები გაიზარდა, დრო გადის და დაკლებას არ აპირებს და ასეთ რამ იშვიათად თუ ხდება ბაზარზე. მართალია, ზაფხულის შემდეგ ფასებმა ოდნავ დაიკლო, მაგრამ მუდი ამბობს, რომ მყიდველებმა "გარიგებების ძებნა კი არ უნდა დაიწყონ", უფრო მეტად იმაზე უნდა ჰქონდეთ ყურადღება გამახვილებული, რომ ის მიიღონ, რაც სურთ. "მე მაგალითად კიდევ ერთხელ მიმოვიხედავდი გარშემო ... მაგრამ არც ის გაგიკვირდეთ, თუ საბოლოოდ უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ თქვენთვის სასურველი ავტომობილის შესაძენად ", – ამბობს იგი.

ბევრ ადგილობრივ დილერს, რომელიც ონლაინ გაყიდვებს გთავაზობთ, ვირტუალური ტექნოლოგია აქვს, რომელიც ავტომობილის სახლიდან გამოცდაში დაგეხმარებათ, და ამასთან ერთად, მის მოწოდებაშიც. მათი უპირატესობააა ისიც, რომ მომსახურების დეპარტამენტთან დაგაკავშირებენ. "ასე რომ, აშკარაა, რომ ადგილობრივი დილერები სულაც არ არიან თამაშიდან გამოსულები", – ამბობს მან.

თუ მომხმარებლებს, ერთიდან ოთხი წლის ბოლო მოდელების შეძენა სურთ, მარაგები დილერებს უფრო მეტი ექნებათ და ისინი სერტიფიცირებულ მეორად ავტომობილებს შემოგთავაზებენ, და ზოგიერთ შემთხვევაში, დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთითაც კი.

ადამიანებს ნამდვილად სურთ ავტომობილების უფრო იაფად შეძენა, ამიტომ ეძებენ ფასების უფრო დაბალ დიაპაზონს, იქ კი უფრო ნაკლები ავტომობილებია და თქვენ ძველ, ძველ მოდელებში უნდა ეძებოთ, რომ იაფად წააწყდეთ მეორად ავტომობილებს. "ამ შემთხვევაში ნურც ადგილობრივ დილერებს დაივიწყებთ", - დასძენს იგი.

ავტომობილების ექსპერტები ხედავენ, თუ რამდენად რთულია მეორადი ავტომობილების ამჟამინდელ ბაზარზე ნავიგაცია.

დრური ცოტა ხნის წინ იყო მეორადი ავტომობილების ბაზარზე, მაგრამ საბოლოოდ ახალი იყიდა. როგორც მან განაცხადა, იმ მოდელების ფასები, რომლებიც აინტერესებდა, მაღალი იყო და ხოლო ახალი ავტომობილების მფლობელმა კი კარგი შეღავათები შესთავაზა. 2020 წლის მოდელების ფასები შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს წლის ბოლოსთვის, როდესაც ბაზარზე 2021 წლის მოდელები გამოჩნდება.

ახალი ავტომობილის შეძენა ყოველთვის უფრო ბევრ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვეულებრივ, ზოგიერთი მეორადი მოდელის შეძენისას $12,000-დან $15,000-მდე დაზოგვა შეიძლება. მაგრამ თუ მომხმარებელს მოქნილი ბიუჯეტი აქვს, ახალი მანქანის შეძენა სწორი გადაწყვეტილება იქნება. "მე იმ თანხაზე $10,000-ით მეტი გადავიხადე, რომელიც განსაზღვრული მქონდა, მაგრამ გარანტიები და სხვა შეღავათებით მივიღე და ახალი ტექნოლოგიებიც, ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა Edmunds.com-ის ექსპერტმა. "ადრე მარტივად შეიძლებოდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ახლა ძნელია განსაზღვრა კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ვარიანტი აჯობებს".

მუდის (Autotrader.com, Inc) თქმით, მისი ავტომობილების საიჯარო ხელშეკრულებას ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა, და ეს ძალიან კარგია ახლანდელი მეორადი ავტომობილების ბაზრისთვის. "შვებით ამოვისუნთქე, რომ ამ მშფოთვარე დროს არ მჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ადამიანები მეორად ავტომობილებში გაცილებით მეტს იხდიან ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ