Ending Soon! Save 33% on All Access

Nexia Georgia: მხარდამჭერი გარემო, სადაც თანამშრომლები თავს დაფასებულად და მოტივირებულად გრძნობენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის, Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდი სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Entrepreneur-ი "ნექსიას" წარმომადგენლებს ესაუბრა.

თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ გვიამბეთ, როდის შეიქმნა, ვინ იყო ინიციატორი, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი მიზანი და მოტივაცია?

დავითი ლომიძე, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი: "ნექსიას" საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მეგობრების მიერ წარმოწყებულ ბიზნესს უკავშირდება, რომელსაც დასაწყისშივე ჰქონდა მკაფიო ხედვა და მიზანი: ბიზნესსექტორისთვის ყოვლისმომცველი, სანდო და ინოვაციური აუდიტორული მომსახურების მიწოდება. წლების განმავლობაში სწორედ ამ პრინციპებისადმი ერთგულებამ განაპირობა "ნექსიას" რეკორდული ზრდა და წარმატება. დაარსებიდან 1 წლის თავზე გავხდით საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში; ამ პერიოდისთვის ადგილობრივ აუდიტორულ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, თუმცა მოვახერხეთ და საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ აუდიტორული კომპანიების ათეულში შევედით; გავხდით ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორული კომპანია EMEA-ს (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) რეგიონში; განსაკუთრებით სწრაფად განვავითარეთ ბუღალტრული მიმართულება, იმდენად სწრაფად, რომ დაარსებიდან მეხუთე წელს ბაზრის ლიდერის პოზიცია დავიკავეთ. წელსაც 10 წლის იუბილეს მნიშვნელოვანი მიღწევით - აუდიტორული კომპანიების რეიტინგის ხუთეულში შესვლით აღვნიშნავთ.

ამ დროის განმავლობაში რა მიმართულებით განვითარდა თქვენი რეპუტაცია საერთაშორისო ბაზარზე და როგორ მოიპოვეთ აუდიტორული ნდობა?

დავითი: აუდიტორულ სფეროში რეპუტაციას ქმნის მაღალი ხარისხის სერვისი, პროფესიონალების გუნდი, სტრატეგიული პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამ კომპონენტებისა და ჩვენი ძირითადი ღირებულებების მთლიანობამ შექმნა Nexia-ს რეპუტაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

არაერთხელ დავსახელდით Nexia-ს ქსელის საუკეთესო კომპანიად 700-ზე მეტ ოფისს შორის და დღეს უკვე სხვა ქვეყნების ოფისებს ვეხმარებით სერვისების დახვეწასა და ინოვაციების დანერგვაში.

ასეთი ნდობისა და აღიარების მოპოვება მარტივი ნამდვილად არ არის და საკმაოდ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს ბაზარზე, სადაც 300-მდე აუდიტორული კომპანია ოპერირებს. ჩვენი წარმატება განაპირობა სტრატეგიამ და მთელმა რიგმა ღონისძიებებმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელეთ, დაწყებული ხარისხის კონრტოლის მექანიზმების დანერგვით, კლიენტებზე ორიენტირებული მიდგომითა და თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნით.

შედეგად, 10 წლის განმავლობაში 2 000-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მოგვანდო ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ბუღალტერია, გადასახადები, აუდიტი, კონსალტინგი, იურიდიული, ციფრული ტექნოლოგიები და სხვ. დღეისთვის 600-მდე კომპანიას ვუჭერთ მხარს და უწყვეტად ვინარჩუნებთ წამყვანი კორპორაციების, უმსხვილესი ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის უმაღლეს საპარტნიორო სტატუსებს.

წლების განმავლობაში რამდენად გარდაიქმნა თქვენი თავდაპირველი მიზანი, რა ახალი გამოწვევები დაისახეთ ან რაზე მოგიწიათ უარის თქმამ, როგორ შეიცვალა კომპანიის ხედვა და პერსპექტივა?

დავითი: როგორც აღვნიშნე, ჩვენი კომპანია დღემდე იმ ღირებულებებისა და საერთო ხედვის ერთგულია, რომელიც დასაწყისშივე დაისახა, თუმცა თანამედროვე ბიზნესსამყაროში ახალი გამოწვევების შესაბამისად, მუდმივად იცვლება და ვითარდება სტრატეგიები.

ყველა სფეროში და განსაკუთრებით ჩვენს ინდუსტრიაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ცვალებად ბიზნესგარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარი, რადგან ბიზნესგარემოს განვითარებას თან ახლავს კლიენტების საჭიროებების ცვლილებაც. ამის შესაბამისად, წლებთან ერთად გავაფართოეთ და განვავითარეთ ჩვენი შეთავაზებები და მიმართულებები; შევქმენით სრულიად ახალი პროექტები ბიზნესების მხადასაჭერად; დავნერგეთ ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები.

ბორის მეგრელიშვილი - Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი: ციფრული სერვისების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდა მონაცემთა კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვა და მიმდინარე წელს საკმაოდ დიდი რესურსი და ინვესტიცია ჩავდეთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001-ის დანერგვაში. სხვათა შორის, საქართველოში მხოლოდ 20-მდე კომპანიას აქვს ეს სტანდარტი და ერთ-ერთი ჩვენ ვართ.

დღეს როგორია საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობა და თქვენი კომპანია რა როლს თამაშობს სფეროს განვითარების საკითხში?

ბორისი: ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა დასაქმების კუთხით და ალბათ ყველა კომპანია ინდივიდუალურად ცდილობს გაუმკლავდეს მათ წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თანამშრომლებისთვის შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე და მივცეთ კარიერული ზრდის შესაძლებობა. აღსანიშნავია, რომ კომპანაიში ყველა მიმართულებით გვყავს მენეჯერული რგოლი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა. თითოეული მათგანი ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარება მათი გუნდის წევრებს როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესში, ისე პროფესიულ განვითარებაში.

ყოველწლიურად ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას ჩვენი გუნდისთვის. წელსაც, 10 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თანამშრომლებისთვის რამდენიმე დიდი ღონისძიების ორგანიზება მოხდა, მათ შორის გალა მიღება და განტვირთვისთვის გასვლითი ტურიც, რომელიც აგვისტოშია დაგეგმილი.

ელენე სმაგლიუკი - Nexia Georgia-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ნექსიას" თანამშრომლების მამოძრავებელი ძალა ყოველთვის არის განვითარება. ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში Nexia Academy-ში შევქმენით სხვადასხვა სასწავლო პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხელს ვუწყობთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე, აქტიურად ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამებს და კომპანიაშიჩვენ მიერ გადამზადებულ სტაჟიორებს ვასაქმებთ. ჩვენი მიზანია, ჩვენი თანამშორმლები პასუხობდნენ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება იყოს საუკეთესო.

მოგვიყევით კომპანიისა და თანამშრომლების ურთიერთობის შესახებ, რას სთავაზობთ დასაქმებულებს, როგორ გარემოს ქმნით მათთვის და რა როლი აქვს გუნდის ეფექტურ მუშაობას ბრენდის განვითარების პროცესში?

ბორისი: ჩვენი კომპანიისა და თანამშრომლების ურთიერთობა აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და საერთო პაუსიხმგებლობაზე. ჩვენთვის, როგორც წლების განმავლობაში უმსხვილესი დამსაქმებლის სტატუსის მქონე კომპანიისთვის, გუნდი არის საყრდენი ძალა, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი და ვფიქრობთ, დღეს კომპანიაში ნამდვილად გვაქვს მხარდამჭერი გარემო, სადაც თანამშრომლები თავს დაფასებულად და მოტივირებულად გრძნობენ.

ელენე: აუდიტორულ კომპანიებზე არაერთი სტერეოტიპი არსებობს. ნექსიაზე შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობთ ყოველდღიურად განვვითარდეთ და ერთად შევქმნათ ისეთი კომპანია, რომელიც წარმატებული იქნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ წარმატებას ვქმნით ჩვენ, დასაქმებულები, რომლებიც ჩვენს ცოდნასა და უნარებს ვიყენებთ კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის. პირადად ჩემი, როგორც HR-ის, მიზანს წარმოადგენს ბალანსის დაცვა თანამშრომლებისა და კომპანიის ინტერესებს შორის. მიხარია, რომ ხშირად ეს ინტერესები თანხვედრაშია.

"ნექსია" გამორჩეულია მეგობრული გუნდით. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულთან თანამშრომლობა არის შესაძლებლობა, განვითარდე პროფესიული კუთხით და ყოველდღიურად იმუშაო ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენი საქმე მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულოთ. ჩვენს კომპანიას გამოარჩევს ხელმისაწვდომი კომუნიკაცია ყველა რგოლთან და "ღია კარის" პრინციპი, რომელსაც ყველა პატივს ვცემთ.

რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს აუდიტორიასთან, როგორ ამყარებთ კომუნიკაციას მომხმარებელთან და რა სარგებელს სთავაზობთ მათ?

ბორისი: საქმიანობის დაწყებიდან პირველივე წლებში ჩვენი პრიორიტეტი იყო, შეგვექმნა ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გამოცდილება.

ჩვენი მოტივაცია მაშინაც იყო და ახლაც არის ყველა ზომის ბიზნესისა და ორგანიზაციის დახმარება ფინანსური მთლიანობის შენარჩუნებაში, საქმიანობის რეგულაციების შესაბამისად წარმართვასა და მდგრად განვითარებაში, სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვისები და შეთავაზებები უნიკალური და კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული თითოეული კლიენტისთვის.

Nexia-ს მომხმარებელთან დამოკიდებულებას ყველაზე კარგად გადმოსცემს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი Closer To You, რაც კლიენტებთან სიახლოვესა და პარტნიორულ ურთიერთობას მოიაზრებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"