Get All Access for $5/mo

Omno - გადახდის სერვისების ორკესტრატორი Omno ციფრულ ბიზნესს გადახდების მიღებისა და მართვის პროცესს უმარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Omno საერთაშორისო გადახდების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ციფრულ ბიზნესს გადახდების მიღებისა და მართვის პროცესს უმარტივებს. ის სხვადასხვა გადახდის სერვისის პროვაიდერებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ბრენდი უკვე 1 წელიწადია რაც დაარსდა. მმართველი პარტნიორის, კახა გელაშვილის სტარტაპმა, უკვე 50-მდე გადახდის სისტემასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ონლაინ კომერციის პლატფორმებთან ინტეგრირება შეძლო.

ბრენდის წარმატების ისტორია აქ არ სრულდება. თებერვალში, ომნო ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე იყო წარდგენილი, სადაც პოტენციური პარტნიორებისა და მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. Omno მკვლევარია ონლაინ გადახდების სისტემაში, მისი დამფუძნებელი კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: ,,დღეს საგადახდო სერვისების ბაზარზე დიდი ქაოსია, რაც Omno-ს პროცესების ორკესტრირების შესაძლებლობას აძლევს, ეს კი ფულის მოძრაობას უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის. ჩვენი გუნდის სულისკვეთებასა და თავდაჯერებულობას გამოხატავს სლოგანი"It will."

ბრენდის არსი ლოგოშიც მკაფიოდ იკითხება. Omno-ს მთავარ სიმბოლოს, გახვრეტილი მონეტა წარმოადგენს. სწორედ ასეთ მონეტებს იყენებდნენ ძველად ჩინეთსა და იაპონიაში, სადაც მონეტის შუა ნაწილს ძაფს უყრიდნენ და ისე ინახავდნენ. ამ მეთოდით აკინძული მონეტები პირდაპირ უკავშირდება Omno-ს საქმიანობას - როგორც ზემოთ ხსენებული ძაფი აერთიანებდა მონეტებს, ასე კინძავს Omno სხვადასხვა საგადასახადო ინსტრუმენტს, რაც ბრენდს საგადასახადო სერვისების დირიჟორად აპოზიციონირებს. ამ წარმატების უკან საქართველოს საფინანსო-ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებული საუკეთესო სპეციალისტები დგანან. ამ ეტაპზე Omno-ს გუნდი 20 ადამიანისგან შედგება, თუმცა, მათ უკვე შეძლეს და ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქტი შექმნეს, ეს კი მომავალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.

სტარტაპი აქ არ აპირებს გაჩერებას. Omno-ს, საბარათე გადახდებთან ერთად, საკუთარი მომხმარებლებისთვის ღია ბანკინგისა და კრიპტო გადახდების შეთავაზებაც სურს. ხოლო, მის გრძელვადიან გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე თავის წამყვან საგადახდო აგრეგატორად დამკვიდრება შედის.