Get All Access for $5/mo

Profy - საყოფაცხოვრებო სერვისები ერთ სივრცეში ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებული საუკეთესო სტარტაპი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

Profy ციფრული პლატფორმაა, რომელიც საყოფაცხოვრებო სერვისებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია, მომხმარებელი და ხელოსანი საიტის ან აპლიკაციის მეშვეობით ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდეს. აპლიკაციის გადმოწერის ან საიტზე შესვლის შემდეგ, მომხმარებელი სასურველ სერვისსა და შესასრულებელ სამუშაოს ირჩევს, რის შემდეგაც მას უნიკალური ალგორითმის მიერ პროგრამა შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი ხელოსნების სიას, ასევე მათ რეიტინგს, წინა მომხმარებლების შეფასებებსა და სამუშაოს ღირებულებას სთავაზობს. ამის შემდეგ, მომხმარებელი თითის ერთი დაჭერით ირჩევს სასურველ ოსტატს, სერვისს და შერჩეულ დროში ელის მას. Profy ეხმარება ადამიანებს, დაზოგონ ძვირფასი დრო და მიიღონ მომსახურება ხარისხიანი შედეგით.

Profy-ს მიერ შემოთავაზებული სერვისები სანტექნიკის, მილებისა და დენის გაყვანილობების სამუშაოებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთებას, სახლის მოწესრიგებასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიმართულებებს მოიცავს.

Profy-ის მოქნილი სერვისით სარგებლობა სამ ეტაპს გულისხმობს: 1. ირჩევ სასურველ მომსახურებას და უთითებ მისამართს; 2. ირჩევ Profy-ს, ანუ პროფესიონალ ხელოსანს და უთითებ სასურველ დროს; 3. იხდი ონლაინ და იღებ შესაბამის მომსახურებას.

"გვჯერა, რომ შეგვიძლია შევცვალოთ ინდუსტრიის სპეციფიკა და სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაულაგებელია ჩვენს ქვეყანაში. გავხადოთ ყველასთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი, კომფორტული, გამჭვირვალე და მომგებიანი. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია ხელი შეუწყოს არსებული გამოწვევების სხარტი გზებით გადაჭრას. აპლიკაციის იდეის დამუშავება 2017 წლის ბოლოს დავიწყეთ. დროთა განმავლობაში შევიკრიბეთ ერთი იდეისა და მიზნის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რათა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ხელოსნის გამოძახების სრულიად ახლებური ხედვა და გზა. ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა გამოძახების ინოვაციური და ძალიან მარტივი ფორმა, რომელიც მაღალი ხარისხისა და სრულიად გამჭვირვალე სისტემის გარანტი იქნებოდა. ამის მისაღწევად, გავითვალისწინეთ კვლევის შედეგად მოპოვებული ყველა ის ფაქტორი და რჩევა, რომელიც მივიღეთ როგორც მომავალი მომხმარებლებისგან, ასევე სერვისის მიმწოდებლებისგან. საბოლოო ჯამში, შევქმენით მათზე მაქსიმალურად მორგებული აპლიკაცია", – უყვება Entrepreneur-ს კომპანიის გენერალური მენეჯერი ირაკლი ზანთარაია.

Profy-ის მომხმარებელს ხელოსნის შერჩევა საკუთარი პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეუძლია. სელექციის დროს შესაძლებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა რეიტინგები, კომენტარები და ხელსაყრელი დრო. მეორე მხრივ, ოსტატს აქვს საშუალება, გონივრულ დიაპაზონში თავად დააწესოს ფასი, მართოს საკუთარი გრაფიკი და გამოიყენოს Profy-ის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური შესაძლებლობა, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში ხელს შეუწყობს.

"ჩვენი აპლიკაცია 2019 წლის აპრილიდან უკვე ხელმისაწვდომია. ამ დროის განმავლობაში შევიძინეთ ბევრი ერთგული მომხმარებელი, კვალიფიციური, სერვისული და პროგრესული ოსტატები. უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ აპლიკაციის განვითარებაზე, მაქსიმალურად მიყურადებულები ვართ ორივე მხარეს მაჯისცემას, რათა არ დავკარგოთ კავშირი მოთხოვნისა და მიწოდების სპეციფიკასთან. ბაზრისა და ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, პლატფორმას მალე დალაგების სერვისიც დაემატება. ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დიდი სეგმენტისთვის გავხადოთ ჩვენი აპლიკაციის სიკეთეები ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ყველა საყოფაცხოვრებო მოთხოვნას ერთ სივრცეში დააკმაყოფილებს და ექნება პოტენციალი, გასცდეს საქართველოს საზღვრებს. საერთო ჯამში კი შევქმენით მარტივი და გამჭვირვალე პლატფორმა, სადაც ნდობა, დრო და სამართლიანი განფასება პრიორიტეტია", – ამბობს ირაკლი ზანთარაია და გვაიმედებს, რომ Profy-ის გუნდი გააგრძელებს განვითარებას.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე