Get All Access for $5/mo

რედო - შანსი ახალი ცხოვრების დასაწყებად "რედო" არის ერთი დიდი ოჯახი და სივრცე თვითრეალიზებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

სოციალური საწარმოების რიცხვს, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში რეინტეგრაციასა და მათ სრულფასოვან რეალიზებას უჭერს მხარს, ცოტა ხნის წინ "რედო" შეემატა. საწარმო 2019 წელს გურიაში დაარსდა და მის მისიას კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეინტეგრაცია და საზოგადოებაში რესოციალიზაცია წარმოადგენს. ასევე, იმ სტიგმის დანგრევა, რომელიც ამ პიროვნებების მიმართ არსებობს და მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელს უშლის.

"რედოს" დამფუძნებლები, ცოლ-ქმარი − ხათუნა ცერცვაძე და ცოტნე საჯაია არიან. ხათუნა Entrepreneur-თან საუბრისას საწარმოს დაარსების პირველ მოტივაციას იხსენებს:

"საწარმო "რედოს" დაარსების იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავიწერეთ ჯვარი. ამ ადამიანების მხარდაჭერის სურვილმაც იმ დღიდან აიღო სათავე. ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა მათი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისაკენ. რთულია ცხოვრების დაწყება სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ და დაბრუნება იმ საზოგადეობაში, სადაც შენი არ სჯერათ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ერთმანეთი, რომ შევძლოთ და გზა გავუკვალოთ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ შევქმენით სოციალური საწარმო და დავარქვით საწარმოს "რედო", რაც ნიშნავს ხელახლა დაწყებას. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ადამიანებს გადავცეთ ანთებული ჩირაღდანი, რომელიც ცხოვრების ახალ გზას გაუნათებს".

"რედოში" უკვე ექვსი ადამიანია დასაქმებული. ისინი ეზოს მოსაპირკეთებელი დეკორატიული ფილების წარმოებაში არიან ჩართულნი. ამჟამად სოციალური საწარმო 12 სახის პროდუქტს აწარმოებს. ამ ტიპის საწარმო გურიის რეგიონში ჯერჯერობით ერთადერთია. აქ დასაქმებული ადამიანები უპირველესად გუნდური მუშაობის გამოცდილებას იღებენ, რის შემდეგაც ადვილად იმკვიდრებენ თავს საზოგადოებაში. ისინი საწარმოს განვითარების ყველა ეტაპსა და პროცესში არიან უშუალოდ ჩართული, ეს კი მათ სამუშაო მოტივაციას ერთიორად ზრდის.

"რედო" არის ერთი დიდი ოჯახი და სივრცე თვითრეალიზებისთვის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!