Join our Waitlist for Expert Advice!

რესტორანი "თევზის სახლი" - უგემრიელესი თევზი და ზღვის პროდუქტები "ტერაბანკი" ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტერაბანკი" საკუთარი ბიზნესკლიენტების მხარდაჭერას, Entrepreneur კი თქვენთვის მათ გაცნობას ამჯერადაც განაგრძობს. როგორც ჩვენს წინა სტატიებში მოგიყევით, არცთუ მარტივ 2020 წელს "ტერაბანკმა" 50 ბიზნესკლიენტის დასახმარებლად ახალი პროექტი წამოიწყო და თითოეული მათგანი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მომსახურებების პაკეტებით დაასაჩუქრა. ბანკმა განსაკუთრებით მომხმარებელთა საქმიანობების გაციფრულებაზე იზრუნა, რაც დღეს ნებისმიერი ბიზნესის სრულფასოვანი ოპერირებისთვის პრაქტიკულად აუცილებლობას წარმოადგენს.

"როცა გაზაფხულზე პირველი შეზღუდვები დაწესდა, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ ბიზნესს, და მათ შორის ჩვენს კლიენტებსაც, არაერთი გამოწვევა ელოდათ. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", − ამბობენ "ტერაბანკში".

50 ბიზნესკლიენტს შორის რესტორანი "თევზის სახლი" მოხვდა, რომელიც საკუთარ სივრცეში თევზისა და ზღვის პროდუქტებით მრავალ ადამიანს გემრიელად მასპინძლობს.

რესტორანი "თევზის სახლი", რომელიც 2019 წელს გაიხსნა, კომპანია "ალგის" ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. თავად "ალგმა" კი საქმიანობა ჯერ კიდევ 2003 წელს, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცისარტყელა კალმახისა და ზუთხის მოშენებით დაიწყო.

"ჩვენს სტუმრებს დაახლოებით 50-მდე სახეობის თევზისა და ზღვის პროდუქტის კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული თონეში შებრაწული ზუთხი და ორაგულია. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის პიონერები საქართველოში სწორედ ჩვენ ვართ", − ამბობს "ალგის" დამფუძნებელი ალექსანდრე დადიანიძე.

2020 წელი მსოფლიოსა და მთლიანად ბიზნესისთვის რთული იყო, თუმცა სარესტორნო სექტორი ამ პერიოდში განსაკუთრებული გამოწვევებისა და დილემების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის თანმდევი შეზღუდვების გამო, რესტორნები თვეობით დაიკეტა, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ კი მათ სპეციალური გრაფიკისა და წესების დაცვით მოუწიათ მუშაობა. შექმნილი მძიმე ფონის მიუხედავად, "თევზის სახლმა" როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების სრული მობილიზებითა და მენეჯმენტით, კრიზისის გადალახვა შეძლო და სტუმრების მასპინძლობას ახლაც აგრძელებს, თანაც − ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენებით.

"ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, მნიშვნელოვან როლს ციფრული მარკეტინგი ასრულებს. კომპანია Facebook, Instagram, tripadvisor-გვერდებს წარმატებით მართავს და მომხმარებელს სიახლეებს აცნობს. "ტერაბანკის" დახმარებით კი შევქმენით ვებგვერდიც, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას", − გვიყვება ალექსანდრე დადიანიძე.

ციფრული მარკეტინგის სტრატეგიასთან ერთად, რესტორან "თევზის სახლსა" და მის გუნდს კიდევ მრავალი გეგმა და მიზანი აქვს. ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა დამთავრების შემდეგ, რესტორანი მნიშვნელოვნად გაფართოვდება და დამატებით კიდევ 50-60 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია