"სამზეოს" უნიკალური სერვისებით სარგებლობა ამჯერად ყვარელშიც იქნება შესაძლებელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს უნიკალურ და მრავალფეროვან მხარეებს შორის თუშეთი ერთ-ერთი განსაცვიფრებელი და გამორჩეული რეგიონია. მისი ხელუხლებელი პეიზაჟები, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და უნიკალური არქიტექტურა მიმზიდველ ადგილად აქცევს იმ დამთვალიერებლებისთვის, ვინც ავთენტურ და განსაკუთრებულ თავგადასავალს ეძებენ.
"სამზეო თუშეთი" გახდა ჩვენი შთაგონების წყარო, გვინდოდა სტუმრებისთვის კომფორტთან ერთად ადგილობრივი გამოცდილება შეგვეთავაზებინა. აქ სტუმრობა ნიშნავს ყველაზე დაუვიწყარ და ნაყოფიერ სტუმრობას მხარეში", - ქეთო რუხაძე, "სამზეოს" მარკეტინგის დირექტორი.
ურბანულ ყოველდღიურობაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც დამღლელი რუტინისგან გასაქცევად დასვენებაში ეძებენ სულიერ საზრდოს, "სამზეო" არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომფორტული ადგილი.
წელს "სამზეო" უკვე ყვარელშიც გიმასპინძლებთ. ეს უნიკალური ქალაქი გამოირჩევა ლამაზი ბუნებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გასტრონომიული მრავალფეროვნებით.
"სამზეო ყვარელი" ახალშექმნილი, ჰარმონიული და კომფორტული გარემოა დამსვენებლებისთვის. ადგილი, სადაც ავთენტური კახეთი და თანამედროვე საქართველო თავს ერთად იყრის.
"სამზეო ყვარლის" კომპლექტი სამი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება, ორი იდენტური პატარა კოტეჯი და შატო. ოთახები ძალიან მყუდრო და სრულად აღჭურვილია. ეზოში განლაგებულია ტყე, ღია აუზი, საუნა, ღია თონე და სამზარეულო, რესტორანი და ულამაზესი ვარდების ბაღი. დამსვენებლებს შეუძლიათ "სამზეოს" რესტორანში საუკეთესო ქართული კერძები და არომატული ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნონ.
"სამზეო ყვარელი" ასევე დამსვენებლებს სხვადასხვა ტურს სთავაზობს, როგორიცაა მუზეუმების თუ სხვა კულტურული ძეგლების მონახულება-დათვალიერება.
მოგზაურობისას შეიცნობთ კახეთის ისტორიას, ნახავთ საუკუნეების წინანდელ ნასახლარს, ციხე-კოშკებს, ტაძრებსა და სხვა უძველეს ნაგებობებს. გაივლით აყვავებულ ვენახებში, რომელიც ქართული ღვინის დამზადების ცნობილ ტრადიციებში გამოგზაურებთ, დააგემოვნებთ კახურ სამზარეულოს და თქვენს თავზე გამოცდით ქართულ სტუმართმოყვარეობას.
ტერიტორია საკმაოდ დიდია და დაგეგმილია ეტაპობრივი განვითარება, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ.
"სამზეოს" სტუმარს შეუძლია ეზიაროს ყველაფერს, რაც ადგილობრივი იდენტობის მოზაიკას ქმნის. ჩვენი სასტუმროები ისეთია, როგორიც თვითონ ის ადგილი, სადაც ეს სასტუმროა. კარგად არის ნაფიქრი ყველა დეტალზე, რომ სტუმრებს ჰქონდეთ კომფორტი და შესაძლებლობა, არ გამოტოვონ ის, რაც ადგილობრივი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. "სამზეო" მოგანდომებს და მოგეხმარება, სრულად შეიგრძნო კულტურა და მხარე, რომელსაც სტუმრობ, შემდეგ კი მოგივლის და მოგასვენებს, რომ მეორე დღეს ახალი ძალებით გადაეშვა თავგადასავლების მორევში.
ჩვენ თითოეულ სტუმარს ვთავაზობთ უმოკლეს და კომფორტულ გზას, აღმოაჩინონ და შეიგრძნონ რეგიონის უნიკალურობა. ჩვენი გუნდის დაუღალავმა შრომამ და საქმისადმი სიყვარულმა მოგვაპოვებინა ნდობა და ნაბიჯ-ნაბიჯ "სამზეო" სტუმარმასპინძლობის სფეროში განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს", - ამბობს ქეთო.
ეს განსაკუთრებული მოგზაურობა კი თუშეთში დაიწყო. სადაც 40-ნომრიანი სასტუმრო ტრადიციულ თუშურ სტილში ძველი ფიქლით აგებული შენობის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა აწყობილი და ჩუქურთმებიანი აივნები ამშვენებს. სასტუმროს ორ ბლოკს ერთმანეთთან ვიტრაჟიანი ანტრესოლი აკავშირებს, რომლის მინებიც მოზაიკასავით ირეკლავს ადგილობრივ პანორამას და მშვენიერების გაორმაგებულ ეფექტს ქმნის. ანარეკლის ცენტრში წელიწადის დროს, ამინდის და განწყობის მიხედვით ხან თოვლით დაფარული მწვერვალები, ხან კი ფერადი და ჭრელი მთებია, ხასხასა მწვანე მინდორ-ველებითა და განუყრელი ფერადსაფრიანი მინდვრის ყვავილებით.
თვალუწვდენელი მთაგრეხილი, კრიალა ცა აქა-იქ ნისლის მიმოფანტული ნარჩენებით და გზის ბოლოს ფორთოხლისფერ მზის გულზე გაშლილი ომალო, კესელოს კოშკების გადაღმა კი მზით გამთბარი სასტუმრო "სამზეო". მისი ინტერიერი მყუდრო და ამავდროულად ენერგიულად დამუხტულია. ხასიათისა და სიღრმის შესაქმნელად გონივრულადაა შეხამებული ლითონების კომბინაცია –თითბრის (ლატუნი) და სპილენძი სითბოსა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს, შავი ლითონები კი თითქოს აწყნარებს და ჩარჩოში სვამს მათ ენერგიას.
თანამედროვე ესთეტიკით მოწყობილი სასტუმროს დიზაინი ჰარმონიულად ითავსებს ეროვნულ მოტივებს. გემოვნებით და ფრთხილად შერჩეული ხის ელემენტები და თბილი ფაქტურის ტექსტილი მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნის.
"სამზეო თუშეთი" თავისი ყველა კომპონენტით უნიკალურია ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და თუშური ავთენტური ატმოსფეროსა და შეგრძნებების გასაღვივებლად. კომფორტული ნომრები, მყუდრო ჰოლი დახვეწილი აქსესუარებით, ქართულ მოტივებზე შექმნილი ხის ავეჯის ცალკეული ნივთებით, ფარდაგებითა და ნოხებით, აივნებითა და ტერასებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "სამზეოს" დახმარებით, გაგაცნოთ საქართველოს კუთხეები მთელი უნიკალურობით".