Get All Access for $5/mo

Silver 34 - ბუტიკური ტიპის სასტუმრო ძველ თბილისში "ტერაბანკის" ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერის პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ENTREPRENEUR აგრძელებს იმ ბიზნესკლიენტების გაცნობას, რომლებსაც "ტერაბანკმა" პანდემიის სირთულეებთან გასამკლავებლად დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები შესთავაზა. როგორც ბანკში ამბობენ, გასული წლის გაზაფხულზე, მოულოდნელად დაწესებული შეზღუდვების დაწყებისთანავე, არ გასჭირვებიათ პროგნოზირება, რომ როგორც თავად, ისე მათ ბიზნესკლიენტებს ახალი გამოწვევები და საჭიროებები გაუჩნდებოდათ. ეს კი სწრაფ და მოქნილ რეაგირებას მოითხოვდა.

"მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", ‒ აღნიშნავენ "ტერაბანკში".

გაგაცნობთ Silver 34-ს - ბუტიკური ტიპის სასტუმროს, რომლის კონცეფციის თითოეული დეტალი სტუმრებისთვის ძველი თბილისის ატმოსფეროს გაზიარებასა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებას ემსახურება.

სწორედ ეს იყო თავიდანვე ნინო ბარისაშვილის ჩანაფიქრი, რომელმაც ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, 2018 წელს, საინტერესო, ახლებური სივრცის შექმნა განიზრახა და ეს იდეა მალევე სრულყო.

"სასტუმრო თავისი მდებარეობით, ინტერიერითა და ექსტერიერით გიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს დროში მოგზაურობ და წარსულში ხვდები. როგორც კი ზღურბლს გადმოკვეთ და აქ შემოაბიჯებ, მაშინვე საინტერესო კონცეფციის მონაწილე ხარ. თბილისი, როგორც მცხოვრებლებით, ასევე სტილით, ყოველთვის ეკლექტური ქალაქი იყო. დასავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის გავლენა აქ მუდამ იგრძნობოდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, სასტუმრო ბუტიკური, მისი თითოეული სივრცე კი ინდივიდუალური ყოფილიყო, თანაც, რა თქმა უნდა, თბილისისთვის სახასიათო ელემენტებით. ჩვენი მიზანია, სტუმარი მოხიბლული დარჩეს არა მხოლოდ სასტუმროთი, არამედ თბილისითა და მთელი საქართველოთი", − ამბობს ნინო ბარისაშვილი.

2020 წელი მძიმე გამოდგა Silver 34-ისთვისაც. საბანკო ფინანსური ვალდებულებები და თანამშრომლების უსამსახუროდ დატოვების საფრთხე მარტივი არ ყოფილა, თუმცა როგორც ნინო აღნიშნავს, Silver 34-ის პატარა გუნდი ამ საკითხს მაღალი შეგნებით მიუდგა და მას მხარში დაუდგა. ფინანსური ვალდებულებების დაძლევაში კი ნინოს "ტერაბანკი" და სახელმწიფო დაეხმარა. თუმცა, "ტერაბანკის" მხარდაჭერა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ახალბედა ბიზნესმა მისგან საჩუქრად ციფრული მომსახურებებიც მიიღო.

"მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ციფრული სისტემების გარეშე ბიზნესის მართვა ძნელია, მით უმეტეს − სასტუმრო ბიზნესის. მომხმარებელი, რომელიც დანაზოგს შენთან ხარჯავს, რათა სტრესსა და მონოტონურ ყოველდღიურობას თავი დააღწიოს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თუნდაც 5 000 კილომეტრის დაშორებით იმ გარემოში მოხვდება, სადაც ბედნიერი იქნება. სწორედ ამაში გვეხმარება სოციალური მედია და ციფრული პლატფორმები, სადაც ფოტოები თუ ვიდეოები მუდმივად ახლდება. მათი მეშვეობით, მანძილის მიუხედავად, გარემოთი აღფრთოვანება კარგად იგრძნობა და თან თავგადასავლების გაზიარებაც შესაძლებელია. "ტერაბანკის" დახმარებით, სოციალურ მედიაში ჩვენი იმიჯი გავაძლიერეთ და სხვადასხვა სისტემის უკეთ გამოყენება ვისწავლეთ", − ნინო ბარისაშვილი.

Silver 34-ის, ნინოსა და მისი გუნდის ამჟამინდელი გეგმები, რომელთა განხორციელებაც 2020 წელმა შეაფერხა, ძველ, აქტიურ რიტმთან დაბრუნებასა და უსაფრთხო გარემოში სტუმრების გულითად მასპინძლობას გულისხმობს. ხოლო შემდეგ, Silver 34 და მისი კონცეფცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც შეიძლება ვიხილოთ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე