Join our Waitlist for Expert Advice!

Stack - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Stack-ი ის სტარტაპკომპანიაა, რომელმაც პირველი ქართული სმარტბრაუზერი შექმნა და ინტერნეტთან მუშაობა ახალ გამოცდილებად გადააქცია. ბრაუზერს უკვე იცნობენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურ საქმიანობაში მას აქტიურად მიმართავს და სამუშაო პროცესს უფრო პროდუქტიულს ხდის. Stack ხელმისაწვდომია როგორც MacOS-ის, აგრეთვე უკვე Windows-ის ოპერაციული სისტემებისთვის. ბრაუზერი ადაპტირებულია ქართულ ენაზეც და მომხმარებლებს ამ ვერსიით სარგებლობა უკვე თავისუფლად შეუძლიათ.
ალტერნატიული ინტერნეტბრაუზერი ვებაპლიკაციების ერთგვარ გამშვებ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტთან მუშაობის გამოცდილებას გაცილებით საინტერესოსა და ეფექტიანს ხდის, ვიდრე ეს სტანდარტული ბრაუზერების გამოყენებას ახლავს.
Stack-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სამუშაო ინტერნეტგარემო საკუთარ საჭიროებებს მოარგოს და გაცილებით ორგანიზებულ სივრცედ აქციოს. ის ყველა ვებაპლიკაციის შესახებ ინფორმაციას ერთ სივრცეში იღებს, რაც სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მოქნილობა და სისწრაფე ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც Stack-ს სხვა ინტერნეტბრაუზერებისგან გამოარჩევს. აგრეთვე, მორგებადობა იმ მრავალფეროვან ვებაპლიკაციებთან, რომელსაც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტს ვიყენებთ. ბრაუზერი აპლიკაციებს ე.წ. "სთექებში" აჯგუფებს და მათ გამოყენებას გაცილებით ორგანიზებულს ხდის. შესაძლებელია ერთ დასტაში თემატურმა რამდენიმე აპლიკაციამაც კი მოიყაროს თავი, აგრეთვე სხვადასხვა დასტაში სხვადასხვა საჭიროების მქონე ფაილები გადანაწილდეს და განცალკევდეს.
Stack-ის დამფუძნებლები გიორგი ლალიაშვილი, დაჩი გუბაძე, ზვიად სიჭინავა, ირაკლი ფხაკაძე და დავით გავაშელი არიან, რომლებმაც აღნიშნული ბრაუზერი თანამედროვე ინტერნეტმომხმარებლებზე ინტენსიური დაკვირვებისა და მათთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე შექმნეს. ის თანამედროვე, გადატვირთული ადამიანის საჭიროებებს ეფექტიანად პასუხობს და ქაოსურ ინტერნეტსამყაროში საქმიანი ფოკუსის გასწორებაში ეხმარება. აღსანიშნავია რომ Stack-ის მომხმარებელთა საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს წარმატებით ერგება.
სტარტაპმა 12 საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციასა და კონკურსზე უკვე შეძლო დიდი წარმატებების მოპოვება, თუმცა გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ის Stack-ის ხელმისაწვდომობისა და ფუნქციურობის ზრდის გლობალურ მიზნებს ისახავს. ბრაუზერის მიზანია, ინტერნეტმოხმარების ყოველდღიური პროცესი და აპლიკაციებთან მუშაობა გაცილებით ეფექტურ და პროდუქტიულ გამოცდილებად გადააქციოს ყველასთვის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი