ვინ არ დაისვენა? - Fitland გაიცანით ივანე და რატი კოტორაშვილები!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იდეა პანდემიის დაწყებამდე გაჩნდა, პანდემიამ კი უფრო მეტად დაგვაფიქრა, რომ ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასურველი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, არამედ ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, და მას უაღრესად დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმზე.
"ფიტლენდის" მისია მეგობრული და მყუდრო სივრცის შექმნაა ადამიანებისთვის, ვისაც სურს ვარჯიში და მშვიდ გარემოს ეძებს. მსგავსი კონცეფციის დარბაზის ძიებაში გაგვიჩნდა იდეა, რომ თავად შეგვექმნა ასეთი ოჯახური და მშვიდი გარემო სავარჯიშოდ, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდით ჩვენც და ჩვენი მომხმარებლებიც.
10 წელია ვვარჯიშობთ, ჯანსაღ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობას და ამ სფეროში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე გადავწყვიტეთ "ფიტლენდის" იდეის განხორციელება.
მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, "ფიტლენდის" იდეა მაინც განხორციელდა სწორედ ასეთ რთულ პერიოდში. აღნიშნული ვითარება გვაძლევს მოტივაციას, რომ ჯანსაღი ცხოვრებითა და აქტიურობით დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლაა ჩვენ გარშემო და რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით, საშუალებას ვაძლევთ ადამიანებს ივარჯიშონ და აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების სტილი.
"ფიტლენდის" მისია სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაა, ასევე ისეთი მეგობრული და მყუდრო გარემოს შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმაღლებს აქ მოსულ ადამიანებს მოტივაციას, რომ რამდენიმე საათი საკუთარ სხეულზე ზრუნვასა და ჯანსაღ ცხოვრებას დაუთმონ.
დარბაზი პეკინის N5-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებელს დახვდება მაღალი ხარისხის ტრენაჟორები და კვალიფიციური მწვრთნელები.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის გარემოა, რომელსაც ვუქმნით მომხმარებელს. აქ მოსული ადამიანი თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც შინ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ "ფიტლენდში" შეუძლია წვდომა ჰქონდეს უახლეს ტრენაჟორებზე და მიიღოს კვალიფიციური მწვრთნელების რჩევები. ბევრ ადამიანს დამღლელი დღის შემდეგ ვარჯიში უნდა, მაგრამ ამასთანავე, სიმშვიდესა და მყუდრო გარემოს ეძებს. "ფიტლენდი" სწორედ ასეთი ადგილია.
ამ ეტაპზე, დარბაზში 10 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ეს ციფრი უახლოეს მომავალში გაიზრდება. საწყისი ინვესტიცია 120 000 ლარს შეადგენს, რაც აქ წარმოდგენილი გარემოს შექმნასა და საოპერაციო ხარჯებზე იყო გათვლილი.