''ვაპირებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას'' - WiFi-ს შემქმნელი საქართველოშია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

WiFi-ის, wiMax-ისა და LTE-ის გამომგონებელმა, Hatim Zaghloul-მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) შეხვედრა სტუდენტებისთვისა და სტარტაპერებისთვის გამართა.

სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება და აგრეთვე, აღნიშნა, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს ბაზარზეც დაიწყება, რისთვისაც მოიწვია ყველა დაინტერესებული პირი თანამშრომლობისთვის:

  • Inovatian არის მისი კომპანია, რომელიც საქართველოში აპირებს კვლევითი ცენტრის დაარსებას რათა, არსებულ ოპერატორებთან თანამშრომლობით, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესთავაზოს მათ სატელეკომუნიკაციო სერვისები იმ ადგილებში, სადაც მათზე წვდომა არ არის;
  • დააფუძნა კომპანია FUTIRA საქართველოში არსებული უძრავი ქონების სააგენტო OTI-სთან ერთად. სამომავლოდ, FUTIRA აპირებს Inovatian-ის ქსელების დასაფინანსებლად კრიპტო ვალუტის გამოშვებას, რომელიც იქნება საკრედიტო საშუალება ქსელებში.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები სტუდენტებსა და სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი მსოფლიო დონის გამომგონებლებთან და მათთან პარტნიორობით წამოიწყონ საერთაშორისო მასშტაბის პროექტები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

Business News

ქართული ზღაპრების ჯადოსნური სამყარო "რტოს" თამაშებში

Extra-სა და საქართველოს ბანკის მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი ინიციატივა

სიახლეები

10 ქართული პროდუქტი ქალებისთვის

შეარჩიე სასურველი საჩუქარი Entrepreneur Shop-ზე!