დღეს Startup Grind ხუთ ევროპელ ინვესტორს და ანტრეპრენერს უმასპინძლებს სტუმრებს შორისაა AVG კიბერუსაფრთხოების სტარტაპის დამფუძნებელი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, Startup Grind Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა "რესპუბლიკა"-ში გაიმართება. ღონისძების ფარგლებში, თბილისს ხუთი მაღალი რანგის ინვესტორი და ანტრეპრენერი ესტუმრება ევროპის 4 სხვადასხვა ქვეყნიდან:
- Boris Zeleny – AVG კიბერუსაფრთხოების სტარტაპის დამფუძნებელი, NKB ბლოკჩეინ საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი, 70-მდე კომპანიის ინვესტორი;
- Marian Gazdik – Startup Grind Europe-ის კონფერენციის ხელმძღვანელი, IPM Ventures-ის დამფუძნებელი;
- Peter Kulloi - ინვესტორი და ფილანტროპი;
- Martin Sadlacky - კომპანია Baltic Air-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
- Juraj Priecel - Efficio Consulting-ის დამფუძნებელი.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ქართველ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ წარმატებული სტარტაპების მშენებლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიებაზე დაანონსდება Startup Grind Tbilisi-ის რეგიონალური ღონისძიება, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს გაიმართება.
Startup Grind, Google for Startups-თან თანამშრომლობით, ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 125 ქვეყნის, 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წარმომადგენელს აერთიანებს.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Startup Grind-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.