5 გაკვეთილი, რომლის სწავლაც ანტრეპრენერებს ათლეტებისგან შეუძლიათ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყველა ათლეტი, ვინც წარმატებას მიაღწია, გეტყვით, რომ სპორტი იმ გაკვეთილს გასწავლით, რომელიც სათამაშო მოედანს სცილდება. თუ გსურთ კონკურენტულ ბიზნესგარემოში წარმატებას მიაღწიოთ, მათზე უკეთეს მაგალითს ვერ მოძებნით.
როგორ აღწევენ ისინი დიდებას? რა აქცევს ადამიანს ჩემპიონად? ამ კითხვებზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ეს სხვადასხვა კომბინაციაა, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ.
აჩვენე თავდაჯერებულობა
ჩემპიონებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა აძლიერებთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გამარჯვებას მარტივად მოელიან. წვრთნა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.
ჩემპიონებს უწევთ "სისხლი, ოფლი და ცრემლები" გაიღონ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ.
ისინი, ვისაც ეჭვები იპყრობთ, მოგზაურობას ეთიშებიან. საიდუმლო იმაშია, რომ არასდროს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. ეს ყოველთვის გადაგარჩენს და დაგეხმარება, გაიმარჯვო იმ მოწინააღმდეგეებზე, რომლებსაც თავდაჯერებულობა აკლიათ.
უნარი, რომ ისწავლო და განვითარდე, ჩემპიონის მთავარი იარაღია.
მუდამ ეცადე, განვითარდე
მიუხედავად თავდაჯერებულობისა, ათლეტებმა იციან, რომ თვითგანვითარება მუდმივი პროცესია. როდესაც ისინი მარცხდებიან, პრობლემის სათავეს ეძებენ და მის გამოსწორებაზე მუშაობენ. მაშინაც კი, როცა იმარჯვებენ, იმაზე ფიქრობენ, რა გააკეთონ უკეთესად. ისინი სხვებისგან შთაგონებასაც იღებენ.
იღებენ შენიშვნებს და მუშაობენ უფრო მეტს. სწავლობენ როგორც თანაგუნდელების, ასევე ოპონენტებისგან.
როგორც ანტრეპრენერი, ღია უნდა იყოთ სიახლეების მიმართ. თქვენი კონკურენტებისგან ისწავლოთ.
ყურადღება გაამახვილე იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლია
ათლეტები აკეთებენ ყველაფერს, რისი კონტროლიც მათ შეუძლიათ. ანტრეპრენერებიც იმავეს აკეთებენ, როცა საქმე მარკეტის ანალიზსა და პოტენციური მომხმარებლის მოზიდვას ეხება.
თუ მომხმარებელთან შეხვედრას აპირებთ, მასზე ყველა საჭირო ინფორმაცია მოიძიეთ, რათა მომზადებული შეხვდეთ და კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
მიმართე იმპროვიზაციას
ჩემპიონებმაც იციან, რომ მათ ყველაფრის კონტროლი არ შეუძლიათ. საუკეთესოები ადაპტირდებიან და არც იმპროვიზაციის ეშინიათ. რაღაც ყოველთვის შეიძლება გასცდეს გეგმას, ასეთ დროს ჩემპიონები თავდაჯერებულობას ინარჩუნებენ. ასეა სპორტშიც და ბიზნესშიც.
იყავი მოქნილი
ჩემპიონები თავდაჯერებულები არიან, მაგრამ იციან, რომ უნდა განვითარდნენ. ისინი კონცენტრირდებიან იმაზე, რისი კონტროლიც შეუძლიათ. კიდევ ერთი გასაღები ცნობიერების გადაწყობაა იმ გარემოებების შესაბამისად, რასაც მოცემულობა გვთავაზობს. ზოგჯერ საჭიროა კერძი გემოვნების შესაბამისად მომზადდეს და არა რეცეპტის.