ამბოლი ENI-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა ENI წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ გიგანტ ენერგეტიკულ კომპანიას, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რომში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ამბოლი საცხებ-საპოხი მასალების იტალიური ბრენდის ENI ოფიციალური პარტნიორი გახდა.
კომპანიის ისტორია ექვს ათეულ წელზე მეტს ითვლის და ის 1953 წელს დაარსდა უკვე არსებული კომპანია AGIP-ისგან, რომელიც თავის მხრივ 1926 წლიდან იღებს სათავეს, რომლის მთავარი დანიშნულება, ნავთობის საბადოების შესწავლა, ნავთობპროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია იყო.
1953 წლის მარტში ახლადშექმნილი კომპანიის პირველ თავჯდომარედ აირჩიეს Enrico Mattei. თავდაპირველად ENI-ის სახელწოდება შემდეგნაირად იშიფრებოდა, Ente Nazionale Idrocarburi, რაც ნიშნავდა ნახშირწყალბადების ეროვნულ საბჭოს.
ყველასათვის კარგად ცნობილი ლოგო, ,,ექვსფეხა ძაღლი", რომელიც პირიდან ცეცხლს უშვებს, ცოტათი უფრო ადრე 1952 წელს შეიქმნა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ლოგო, წარმოსახვითი ცხოველი, თავის თავში აერთიანებს ავტომობილსა და მის მძღოლს. კონკრეტულად კი, ექვსი ფეხიდან ოთხი ავტომობილის ბორბლებს, ხოლო დანარჩენი ორი კი მისი მძღოლის ფეხებს აღნიშნავს.
დღესდღეობით ENI წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ გიგანტ ენერგეტიკულ კომპანიას, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რომში. ის საკუთარ საქმიანობას აწარმოებს 69 ქვეყანაში და მისი საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 2022 წლის 11 აპრილის მდგომარეობით 54.08 მილიარდი აშშ დოლარია.
კომპანიის ღირებულებები დაფუძნებულია, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და მდგრადი მომავლის ინვესტირებაზე. კონკრეტულად კი ესენია:
- მთლიანობა
- ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა
- გამჭირვალობა
- განვითარების ხელშეწყობა
- გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
- ინოვაცია
სხვადასხვა ნავთობპროდუქტთან ერთად, კომპანია მრავალი წელია აწარმოებს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საავტომობილო საპოხ მასალებს, როგორებიცაა ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთები.
ENI მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ზრუნავდა და ითვალისწინებდა მისი ერთგული მომხმარებლების მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საპოხი მასალების ფართო არჩევანით, ასევე სკუტერების, მოტოციკლებისა და საზღვაო ხომალდების ზეთებითაც.
კომპანიამ 2020 წლის თებერვალში წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც აერთიანებს, როგორც გრძელვადიან, 2050 წლამდე, ასევე 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა მოიცავს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას, რაც კომპანიას მსოფლიო ბაზარზე ლიდერობის საშუალებას აძლევს. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანია ENI-მ მომდევნო 30 წლის მანძილზე მსოფლიოს შესთავაზოს მაქსიმალურად დეკარბონიზებული პროდუქცია.
"ENI-ს ბრენდთან თანამშრომლობა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტეთ:
პირველი არის ის , რომ წარმოების კუთხით ENI აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნასა და სტანდარტს, რომლებიც საავტომობილო ზეთს პრემიუმად აქცევს. მაგალითად: მაღალი კლასის საბაზისო ზეთი, თანამედროვე და უახლესი მისართების (დანამატების) პაკეტები, რომლებიც პასუხისმგებელია, საბოლოო ჯამში, ძრავის რესურსის შენარჩუნებაზე.
მეორე - მოქნილი და დროული წარმოება, რაც უზრუნველყოფს დროულ ლოჯისტიკას და ასევე პასუხისმგებლიანი და დროული რეაგირება ნებისმიერ საკითხზე.
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი - პრაქტიკულად არსებული ყველა მოდელისა და მარკის ავტომობილის შესაბამისი დაშვებისა და კლასიფიკაციის შესაბამისი საცხებ-საპოხი მასალები ასორტიმენტში ნებისმიერი აგრეგატისთვის," - ზურაბ ძინძიბაძე, ამბოლის საცხებ-საპოხი მასალების ბრენდ მენეჯერი.