Get All Access for $5/mo

Aptos-ის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება - ქართული ბრენდი ბრაზილიურ ბაზარზე გადის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ბრენდის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე − ესთეტიკური მედიცინის ლიდერი Aptos მალე ბრაზილიურ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, დიდხანს ეძებდნენ სანდო და გამოცდილ პარტნიორს ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე, ხოლო ბრაზილია ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია − ქვეყანაში ინდუსტრიას 15-მილიარდიანი ბაზარი აქვს.

ბრაზილიურ ბაზარზე გასვლა კომპანიას ბრენდის უნიკალური განვითარების შანსს აძლევს და შესაძლებლობებს უჩენს. კომპანიის დამფუძნებელი და მედიცინის დოქტორი გიორგი სულამანიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ Aptos-მა სამწლიანი მუშაობისა და ლეგალური საკითხების მოგვარების შემდეგ წელს მოიპოვა ბრაზილიაში ოპერირების უფლება. მომდევნო ეტაპი კი ექიმების აქტიური გადაკვალიფიცირება და მომხმარებლისთვის ბრენდის აქტიური გაცნობა იქნება.

ქართული ბრენდის პარტნიორი ბრაზილიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი იქნება ამ სექტორში − Ilikia Brasil LTDA უმსხვილესი სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პოპულარული ფილერი, როგორიცაა UP.

"ბრაზილია ესთეტიკური მედიცინის 15-მილიარდიანი ბაზრის მფლობელია, რაც ნიშნავს დიდ პოტენციალს და ბრენდის უნიკალური განვითარების შანსს. დაახლოებით 3 წელია ჩვენ პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, რათა მოგვეპოვებინა რეგისტრაცია "აპტოსის" პროდუქციაზე. 2023 წლის ოქტომბერში მივიღეთ გაყიდვის უფლება. კომპანია Ilikia Brasil LTDA-სთვის ჩვენთან პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. Aptos მათ პორტფელში წამყვან წილს დაიკავებს", − გვიყვება გიორგი სულამანიძე.

Aptos ესთეტიკური მედიცინისა და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას − ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, Aptos გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად მათი პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

ამავდროულად, კომპანია მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებლებს უნიკალურ და ინოვაციურ პროდუქტებს. ასეთია, მაგალითად, ძაფი ჰიალურონის მჟავით, რომელიც გლობალურ ბაზარზე პირველი და ერთადერთი ძაფია მსგავსი კომპოზიციით/ ტექნოლოგიით.

"Aptos წარმატებულად იკავებს გლობალურ ბრენდებს შორის წამყვან პოზიციებს. ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ესთეტიკური მედიცინის ძაფების მიმართულებით კომპანია ლიდერი და ინოვატორი ბრენდია როგორც გაყიდვების მაჩვენებლით, ისე პროდუქციის პრემიუი და მაღალი ხარისხით. კომპანია და მისი გუნდი მუდმივად ორიენტირებული რიან შექმნა მომავლის პროდუქტი, რომელიც დანერგავს ახალ ტენდენციებს ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით", − ამბობს Entrepreneur-თან გიორგი სულამანიძე.

გიორგი სულამანიძე ინტერვიუში ამბობს, რომ Aptos-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვან ინოვატორად პოზიციონირებენ, არამედ ისიც, რომ კომპანია ქართული ხარისხიანი ბრენდია. როგორც Aptos-ის დირექტორი გვიყვება, კომპანიას გადამზადებული ჰყავს 30 000-ზე მეტი ექიმი მსოფლიო მასშტაბით, რომლებსაც ექიმის ქუდზე ქართული დროშა აქვთ ბრენდირებული − ეს კი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს − "მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი პროცედურა გულისხმობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას". კომპანიის მსგავსი მიდგომა კი ქვეყანაში სილამაზის ინდუსტრიისა და ესთეტიკის მედიცინის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.

"ვფიქრობ, მსგავსი დიდი, გლობალური მოთამაშის არსებობა ბაზარზე ხელს შეუწყობს ესთეტიკური მედიცინის მიმართულების განვითარებას და სხვა მწარმოებლების დაინტერესებას ქვეყნითა და მისი პოტენციალით", − ამბობს გიორგი სულამანიძე.

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ ''უმკლავდებიან'' ქართული კომპანიები Big Data-ს?

რა არის ის ძირითადი მიდგომები, რომელსაც ორგანიზაციები წარმატებით ახორციელებენ?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი