"ბიზნეს მარათონი" საბაუნიში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს მარათონი დაიწყო!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს მარათონი დაიწყო, რომლის მიზანია ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების აღმოჩენა.
- სამეწარმეო იდეების კონკურსი;
- სტუდენტთა სამეწარმეო იდეების კონკურსი.
სასკოლო სამეწარმეო იდეების კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის უფროსკლასელს (მე-10, მე-11 და მე-12) ან უფროსკლასელებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო სტუდენტური კონკურსის შემთხვევაში, აპლიკაცია ღიაა მხოლოდ საბაუნის სტუდენტებისათვის. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ბიზნესგეგმის წარდგენა უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მოთხოვნების მიხედვით.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აწესებს 1300 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს სასკოლო (I ადგილი 800 ლარი; II ადგილი 500 ლარი), 1500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს (I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი 500 ლარი) სტუდენტური იდეების დასაფინასნებლად.
"ჩვენი მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დავეხმაროთ ახალგაზრდებს. სწორედ ამიტომ, პროექტი, რომელიც უკვე მესამედ ტარდება "საბაუნის" ორგანიზებით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების საშუალებაა. მათ აქვთ შესაძლებლობა დაფიქრდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა და მარტივად შეძლონ საკუთარი იდეის რეალობად ქცევა"- თამთა მიქაბერიძე, "საბაუნის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
• ბიზნეს პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი;
• ჩატარების თარიღი: 26 მაისი.