Get All Access for $5/mo

Dresscode - შეარჩიე სამოსი, რომელიც გამოგხატავს ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მდგრადი განვითარების საკითხები დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ბიზნესები ყოველდღიურად ცდილობენ ფეხი აუწყონ მდგრადი განვითარების კონცეფციასა და მიზნებს, მოერგონ არსებულ სტანდარტებსა და პროცესებს. ქეთევან წულუკიძის მიერ დაარსებული Dresscode Group სწორედ ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ბრენდი საღამოს კაბების გაქირავების სერვისს სთავაზობს ქალებს და მათ საშუალებას აძლევს ატარონ სხვადასხვა ბრენდის კაბა ბიუჯეტურ ფასად.

"უკვე გამოყენებული კაბის ხელახლა გამოყენება თავისთავად გვეხმარება შევამციროთ ნარჩენებით მიყენებული ზიანი დედამიწაზე. ისეთი პროდუქტი, როგორიც შეიძლება იყოს კაბა, განსაკუთრებით კი საღამოს კაბა, ხშირად მხოლოდ ერთხელ გამოიყენება და შემდგ წლობით, უფუნქციოდ ინახება კარადაში, სანამ სანაგვეზე არ აღმოჩნდება. ეს გარკვეულწილად რესურსების არამიზნობრივ ხარჯვადაც შეგვიძლია აღვიქვათ", − ამბობს ქეთევან წულუკიძე.

Entrepreneur-თან საუბრისას, ქეთევანი აღნიშნავს, რომ Dresscode-ის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებულმა მსგავსი კონცეფციის შოურუმებმა მოთხოვნასთან ერთად პროდუქტის ფასი ერთიორად გაზარდეს. შედეგად, კაბის ქირაობის მთავარი არსი, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გაქრა. "აქამდე თუ საშუალო და მცირეშემოსავლიან ოჯახს არ შეეძლო კაბის ყიდვა, ახლა ქირაობაც აღარ შეძლიათ. მივიჩნიე, რომ ბაზარი არ იყო საკმარისად კონკურენტუნარიანი, იმისათვის, რათა ფასები დაერეგულირებინა და ძალიან დაბალი ფასებით ოპერირება გადავწყვიტე. მჯერა, ხელახალი გამოყენების იდეა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების პროცესში", − აღნიშნავს იგი.

ბიზნესის დამოუკიდებლად წამოწყება არცთუ მარტივი აღმოჩნდა. თავდაპირველად ქეთევანს დამოუკიდებლად მოუწია განესაზღვრა თითოეული დეტალი − ვინ იყო სამიზნე აუდიტორია, რა სურდა მომხმარებელს, რას სთხოვდა სახელმწიფო, რა იყო მინიმალური ფასები, რითაც თვითგადარჩენა შეეძლო. გაუმკლავდა არაერთ დაბრკოლებას, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ კმაყოფილმა მომხმარებელმა მისცა მას მოტივაცია, განვითარებულიყო და უკან არ დაეხია.

Dresscode-ის პირველი შოურუმი თბილისში, 8 კვ.მ. ფართობში გაიხსნა, რომელიც ქეთევანმა საკუთარი ხელით მოაწესრიგა, რათა მომხმარებლებისთვის ესთეტიკური გარემო დაეხვედრებინა. ახლა ბრენდი განახლებული ფილიალით განაგრძობს მუშაობას, ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებლის კომფორტზე. უახლოეს მომავალში რეგიონებში დამატებითი ფილიალების გაიხსნა იგეგმება, პირველი ფილიალი კი ბათუმში, ქეთევანის მშობლიურ ქალაქში გაიხსნება.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე