6 საიდუმლო, რომელიც თქვენს სილამაზის სალონს და სპა ცენტრს უფრო შემოსავლიანს გახდის გაიგეთ, როგორ უნდა გახსნათ სილამაზისა და დღის სპა სალონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur Press-ის გუნდი და მწერალი ეილინ ფიგუ სანდლინი წიგნით, "გახსენი საკუთარი სილამაზისა და სპა სალონი" საფუძვლიანად გაგარკვევენ, როგორ უნდა გახსნათ სილამაზისა და დღის სპა სალონი, რომელშიც სრული მომსახურება იქნება და როგორ გახადოთ იგი წარმატებული. ბიზნესი პირადად თქვენთვისაც სასარგებლო იქნება, ბევრ ადამიანსაც გააბედნიერებს და შესაძლოა, ძალიან მომგებიანიც იყოს. წიგნის ნაწყვეტებით შედგენილ რედაქტირებულ სტატიაში ავტორები ექვს ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც თქვენს სალონს ან სპა ცენტრს შემოსავლიანს გახდის.
რაც ადრე დაიწყებთ საოპერაციო საკითხების მოგვარებაზე ფიქრს, რომლებიც თქვენს ბიზნესზე მოახდენენ გავლენას და მის წარმატებას შეუწყობენ ხელს, მით უკეთესი იქნება. დასაწყისისთვის, სალონის მუშაობის საათებზე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება − რამდენი დრო დაგჭირდებათ სამუშაო დღის განმავლობაში, რომ მაქსიმალური რაოდენობის კლიენტს მოემსახუროთ.
სავარაუდოდ უკვე გეცოდინებათ, რომ სილამაზის ბიზნესი არ არის ინდუსტრია, რომელიც 9-დან 5 საათამდე მუშაობს. როგორც წესი, დიდ ქალაქებში თმის მოვლის სალონები კვირაში შვიდი დღე, დილის 10-დან საღამოს 9-მდე მუშაობენ. პატარაში კი, დილის 10-დან საღამოს 6-მდე. კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში აქაც ისევე, როგორც საცალო მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებსა და მარკეტებში − ჩვეულებრივ, შუადღიდან საღამოს 5 საათამდე. ყველაზე მეტად დატვირთული სადილისა და საღამოს საათებია. თქვენც დაგჭირდებათ გარკვეული დრო საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად. თუ საქორწილო ვარცხნილობებს აკეთებთ, შაბათ დილით ადრე უნდა გახსნათ სალონი, სავარაუდოდ, დილის 7 საათზე, რომ პატარძალმა ეკლესიაში დილის 10 საათზე მოასწროს მსახურებაზე მისვლა.
თუ სალონის მფლობელები დროის მართვას შეძლებენ და მეტ თანხას გამოიმუშავებენ, სულ მალე საკუთარი თვალით დაინახავენ, რომ მათი ბიზნესი სწრაფად იზრდება და თანაც ყვავის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რომელ პროცედურებს მოაქვს მეტი შემოსავალი. როგორც ახალ მფლობელს, აუცილებლად გაგიჩნდებათ ცდუნება, ყველაფერი თქვენი ხელით გააკეთოთ − თმაც შეჭრათ, ბუღალტერიაც აკეთოთ და თანამშრომლებსაც მიაქციოთ ყურადღება. ნაცვლად ამისა, ყოველდღიური სამუშაოებისთვის კვალიფიციური პერსონალი დაიქირავეთ (როგორც ბიზნესის, ისე სალონის პროფესიონალები) და თქვენი მოვალეობები გადაუნაწილეთ. თქვენ კი ისეთი ამოცანების შესრულებას დაუთმეთ დრო, რომლებიც ბიზნესის განვითარებასა და მეტი თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
მსგავსი სტატია: ნუ შეგეშინდებათ თქვენი ბაზრის გიგანტების, დაადგინეთ ვინ არის თქვენი ნამდვილი კონკურენტი
თქვენი სალონის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მომსახურების ადეკვატური შეფასებაა. თუ მეტისმეტად მაღალ ფასებს დააწესებთ, გარკვეული რაოდენობის ადამიანები შეძლებენ თქვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ მეტისმეტად დაბალს − შემოსავლის პოტენციალი შემცირდება და შესაძლოა, თქვენი ბიზნესი რისკის წინაშე დააყენოთ.
ფასების დასადგენად სრულიად არ არის საკმარისი სამიზნე ბაზრის სხვა სალონებში ვიზიტები, არც მომსახურების ფასების ფურცლების შეგროვება და არც საკუთარ სალონში კონკურენტუნარიანი ფასების დაწესება. გაცილებით უკეთესი იქნება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც თქვენს ფასებზე მოახდენს გავლენას: შრომის ანაზღაურება და მარაგები, ზედნადები ხარჯები და მოგება.
1. სილამაზის/სპა სალონის თანამშრომლების ხარჯში თქვენი სტილისტის/სპასალონის ინსტრუქტორისა და ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასები და პრემიალური თანხები შედის. თქვენი ხელფასიც ამ ხარჯების ნაწილია. აქ, როგორც წესი, საათობრივი ანაზღაურება იგულისხმება, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დროს მოითხოვს კლიენტის თმის შეჭრა ან სხვა მომსახურება.
2. ზედნადები ხარჯები, რომელშიც სამუშაო ძალის გარდა, ბიზნესის საწარმოებლად აუცილებელი ყველა ხარჯი შედის. ეს იპოთეკური და ქირის გადასახადებია, კომუნალური ხარჯები და ა.შ. სავარაუდოდ, ზედნადები ხარჯები თქვენი სამუშაო ძალის ღირებულებისა და მასალების 40-დან 50 პროცენტს უნდა შეადგენდეს.
3. მოგება. სალონების მფლობელთა სუფთა მოგება, როგორც წესი, 11-დან 15 პროცენტის დიაპაზონში მერყეობს (თუმცა, შეგიძლიათ მოგების ეს მაჩვენებელი თქვენი შეხედულებისამებრ, გაზარდოთ ან შეამციროთ). თქვენთვის სასურველ სუფთა მოგებას რომ მიუახლოვდეთ, დარიცხვის პროცენტული კოეფიციენტი უნდა დაუმატოთ და სავარაუდო მთლიან თანხას მიიღებთ, რომლის გამომუშავებასაც შეძლებთ.
თქვენი სალონის იმიჯის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რეგულარული ტექნიკური მომსახურებაა. მხოლოდ იატაკის მოსუფთავება თმის შეჭრის შემდეგ, ნარჩენების გატანა, პირსახოცების გარეცხვა და დაკეცვა საკმარისი არ არის. თქვენს სალონში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი უნდა ტრიალებდეს, სუფთა და მოვლილი უნდა იყოს − არ აქვს მნიშვნელობა, დღეში რამდენ ადამიანს ემსახურებით და როგორი ამინდია გარეთ.
სალონის ზოგიერთ მფლობელებს ურჩევნიათ, მთელი გუნდი მოდიოდეს და იატაკის დასუფთავებისა და პირსახოცების დაკეცვის გარდა ყველაფერს აწესრიგებდეს. ერთი ასეთი ვიზიტის ღირებულება შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ ამას ისეთი უპირატესობა აქვს, რომ ამ თანხას ნამდვილად გადაწონის. გარდა ამისა, ერთი ადამიანის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც სალონსაც დაალაგებს, სარეცხსაც გარეცხავს და სხვა ყველაფერსაც მოაწესრიგებს. ბევრი მფლობელი სალონს ყოველდღიურად ფუნდამენტურად ალაგებს, ყველა ნივთს მტვერსასრუტით ამუშავებს. ეს ნებისმიერი თანამშრომლის მოვალეობაა − არ აქვს მნიშვნელობა, თმას ჭრით თუ პირსახოცებს კეცავთ, ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
როგორ გირჩევნიათ თქვენს სალონს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ყოველთვიურად დამატებითი თანხის გამომუშავებაში დაეხმაროთ? ამ დარგის ექსპერტების აზრით, თქვენს მოგებას საცალო პროდუქცია გაზრდის, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვნადაც. ამიტომ სასურველი პროდუქცია უნდა შეუკვეთოთ, მისაღებ ზონაში თაროებზე მიმზიდველად განალაგოთ ისე, რომ ადვილად მისაწვდომი იყოს, და მარაგები აკონტროლოთ − სულ ეს არის, რაც საცალო გაყიდვისთვის დაგჭირდებათ. ამავე დროს, თქვენს თანამშრომლებსაც უნდა ასწავლოთ იმ პროდუქტების გაყიდვა, რომლებსაც თავიანთი კლიენტებისთვის იყენებენ. მეტი კლიენტის მოსაზიდად კი ასორტიმენტზეც უნდა იზრუნოთ.
სალონური გაყიდვების ერთ-ერთი ასპექტი, რომელსაც სერიოზული შემოსავლის მოტანა შეუძლია, სასაჩუქრე სერტიფიკატებია. ბევრ სალონს პლასტიკური სასაჩუქრე ბარათები ან ჩვეულებრივი ქაღალდის სერტიფიკატები აქვს დღესასწაულებზე მეტი თანხების გამოსამუშავებლად − ეს საშობაო პერიოდი იქნება, წმინდა ვალენტინის თუ დედის დღე. როგორც წესი, სასაჩუქრე სერტიფიკატების გაყიდვების დონე მთლიანი გაყიდვების 10 პროცენტს შეადგენს.
სასაჩუქრე სერტიფიკატები იმითაა კარგი, რომ მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ, დიდი თანხა მოაქვს. ყურადღებით შეადგინეთ სასაჩუქრე სერტიფიკატების ბიუჯეტი, ასე გაცილებით მარტივი იქნება გაზრდილი საოპერაციო ხარჯების გაკონტროლება, რომლებიც შესაძლოა მათი დაფარვისას წამოიჭრას.
მსგავსი სტატია: თქვენი პირველი პროდუქტი წარმატებულია. მეორეც ხომ არ უნდა გაიტანოთ ბაზარზე?