Get All Access for $5/mo

"ერთ მუშტად" მერაბისთვის - Setanta Sports-მა ქართველი მანქანის საჩემპიონო ბრძოლის საჯარო ჩვენებებს უმასპინძლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა და საქართველოს უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს! ქართველი მანქანის გამარჯვება განსაკუთრებულად აღინიშნა თბილისსა და ბათუმში სადაც Setanta Sports-მა, მერაბის საჩემპიონო ბრძოლის საჯარო ჩვენებებს უმასპინძლა!

თბილისში, ქართველი მანქანის ბრძოლისთვის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გულშემატკივრები შუაღამიდან იკრიბებოდნენ და სულმოუთქმელად ელოდნენ მერაბის გამოსვლას. უშუალოდ ღონისძიება დილის 7 საათზე დაიწყო და შეკრებილმა საზოგადოებამ სათანადოდ გასახურებლად Main Card-ის ბრძოლებს უყურა. Setanta Sports-ის ერთ-ერთი მიზანი სპორტის ყურების განსხვავებული გამოცდილებების შექმნაა. ქართველი ჩემპიონის ბრძოლის საჯარო ჩვენების მოწყობა კი სწორედ, გულშემატკივრებისთვის "ერთ მუშტად" გაერთიანებას და რაც მთავარია, საყვარელი მებრძოლის შორიდან, თანამოაზრეებთან ერთად გამხნევებას ემსახურებოდა! განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად, ფილარმონიასთან შეკრებილ ადამიანებს ბრძოლამდე UFC-ის კომენტატორი, გიორგი ბუჩუკური და Setanta Sports-ის კრეატორი, მურთაზ ჩიქოვანი, სპეციალური გათამაშებებით და შეძახილებით აერთიანებდნენ. თბილისიდან ათასობით ადამიანი ერთად ამხნევებდა მერაბს!

ხალხმრავალი და არანაკლებ ემოციური იყო მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლის ჩვენება ბათუმში, Ad Black Sea-ის ფესტივალზე სადაც რეგიონის მარკეტინგის და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები მერაბის საგულშემატკივროდ გაერთიანდნენ.

Setanta Sports-მა ფესტივალის სტუმრებს ბათუმის Mono Hall-ში უმასპინძლა, სადაც მათ წლების მანძილზე მერაბზე შექმნილი პოსტერები, ფაფახები, ხინკალი, გათამაშებები და სხვადასხვა აქტივობები დახვდათ.

Setanta Sports მსგავსი ტიპის ჩვენებების გაგრძელებას და გულშემატკივრებთან ერთად, ქართველი სპორტსმენების გამხნევებას აქტიურად გეგმავს!

შეგახსენებთ რომ, Setanta Sport ევრაზიის ნომერ პირველი სპორტული მაუწყებელია, რომელიც მომხმარებლებს როგორც სატალევიზიო, ასევე OTT სერვისებს 13 სხვადასხვა ქვეყანაში სთავაზობს. Setanta Sports-ის არხებსა და პლატფორმებზე შეგიძლიათ უყუროთ ისეთ ტოპ ლიგებს როგორიცაა: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, UFC, NBA, Formula 1, ჩოგბურთის ATP ტურნირები და სხვა. მომხმარებლებს მათთვის საყვარელი სპორტის ყველა სახეობის ყურება ერთი გამოწერით, Setantasports.com-ზე შეუძლია.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?