გამდიდრდი საფონდო ბირჟაზე ინვესტიციით 2022 წელს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საფონდო ბირჟები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში და გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ამა თუ იმ გზით. მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება მარტივი ჩანს, დამწყებ ინვესტორებს ვურჩევთ, შეისწავლონ ბაზრის მექანიზმი აქციების შეძენამდე.
რა ამოძრავებს საფონდო ბაზარს?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბაზრებზე საცალო ინვესტორების მზარდი რაოდენობა შემოვიდა, რამაც აქციების ფასების არაპროგნოზირებადი ცვალებადობა - ხან ზრდა და ხანაც დაცემა გამოიწვია. შედეგად, განსაკუთრებით 2020 და 2021 წლებში, საფონდო ბირჟამ აჩვენა არასტაბილურობისა და სექტორის როტაციის საგრძნობი დონე.
მაგალითად, სახლიდან გაუსვლელი აქციები 2020 წლის ბოლოს "ყვაოდა", მაგრამ ახლა ბევრმა მათგანმა დაკარგა 50%-ზე მეტი მათი მაღალი მაჩვენებლებიდან.
მეორეს მხრივ, საფონდო ბირჟის ინდექსები ჯერ კიდევ ყველა დროის უმაღლეს დონეზეა, რადგან ისინი წარმოადგენენ საფონდო ბაზრის ინდუსტრიებისა და სექტორების ბუნებრივ ნაზავს.
მიწოდება და მოთხოვნა, სიახლეები, სამომავლო მოლოდინები, სპეკულაციები, საერთაშორისო ტრანზაქციები და ეკონომიკური ტენდენციები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები, გავლენას ახდენს საფონდო ბირჟის ინდექსებზე მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინდივიდუალური აქციების ფასები განაპირობებს ფირმის წარმატებას და მომავალში ხალხის მოლოდინებსა და განწყობებს ამ კომპანიის შესახებ.
"Over 8,000 stocks are listed on U.S. stock exchanges alone. Utilizing the best stock analysis software apps helps identify the best possible investments," აცხადებს ალექსანდრ ვოიგტი, daytradingz.com -ის გენერალური დირექტორი.
მსგავსი საშუალებები ხელს უწყობს კომპანიის ისეთი ფინანსური მაჩვენებლების ანალიზსა და მონიტორინგს, როგორებიცაა: საბაზრო კაპიტალი, EPS, დივიდენდები, მთლიანი მარჟა და ROI.
მიწოდება-მოთხოვნა და კომპანიის ზრდის ხელშეწყობა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა მოკლევადიან პერსპექტივაში, ხოლო ფუნდამენტური ფაქტორები გავლენას ახდენს ბაზრებზე გრძელვადიან პერიოდზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გრძელვადიანი ინვესტიცია ბევრად უფრო მომგებიანი და უსაფრთხოა, ვიდრე მოკლევადიანი.
როგორ უნდა ჩადო ინვესტიცია საფონდო ბირჟაზე?
საფონდო ბაზარი და ანტრეპრენერობა ჩვეულებრივი ხალხისთვის სიმდიდრის მოსაპოვებლად და დასაგროვებლად ორი განსაკუთრებული გზაა. საფონდო ბირჟაზე გრძელვადიანი ინვესტიცია განაპირობებს დამატებით სარგებელს.
ინვესტორებს შეუძლიათ მცირე ძალისხმევით დაიწყონ აქციების, ობლიგაციების, ETF-ების, ინდექსის ფონდების, ურთიერთდახმარების ფონდების და ოფციების ყიდვა-გაყიდვა ლეგიტიმური საბროკერო საშუალებებით.
ზოგიერთი საბროკერო ფირმა გთავაზობთ სატესტო ანგარიშებსაც კი, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ინვესტიცია თანხის დაკარგვის რისკის გარეშე.
ინდექსურ ფონდებში და ETF-ებში ინვესტიცია უფრო დივერსიფიცირებულია და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გრძელვადიანი საინვესტიციო შესაძლებლობაა დაბალი მართვის საკომისიოებითა და ხარჯებით.
გრძელვადიანი ინვესტორების საშუალო საინვესტიციო "ჰორიზონტი" 10-დან 20 წლამდე მერყეობს. ETF ავტომატურად რეგულირდება პროფესიონალების მიერ, ხოლო თავდადებული ინვესტიციები სპეციალურ აქციებში მოითხოვს უფრო ფართო პორტფელის თვალყურის დევნებასა და კორექტირებას.
შესაძლებელია თუ არა საფონდო ბირჟის მიმართულების პროგნოზირება?
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სამომავლო ტენდენციების პროგნოზირება, უფრო რთულია ამის გაკეთება ინდივიდუალური აქციების ფასებით.
ზოგიერთი ინდიკატორი დაგეხმარება სწორი გათლების გაკეთებაში, მაგრამ არა ზუსტ პროგნოზირებაში. ვაჭრობის გაზრდილი მოცულობა ერთ-ერთი ისეთი ტექნიკური მაჩვენებელია, რომელიც, სქემებიდან გამომდინარე, შეიძლება მიუთითებდეს ტენდენციის შესაძლო შეცვლაზე, განსაკუთრებულ ვარდნასა ან აღმავლობაზე. ტექნიკური ანალიზი ასევე შეიძლება გაერთიანდეს ფუნდამენტურ ანალიზთან, რათა მიიღო კარგად ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები ბაზრის წარსულ ქცევაზე დაყრდნობით.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა კომპიუტერები საბაზრო ტრანზაქციების თითქმის 80%-ს ახორციელებენ, ადამიანების განწყობა და სწრაფად ცვალებადი მიდგომები კვლავაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ფასებზე. ეს არ არის რთული სამეცნიერო პრინციპები, რომელთა პროგნოზირებაც ინვესტორებს შეუძლიათ. ადამიანები ირაციონალური არსებები არიან, რაც განმარტავს, თუ რატომ ავლენენ ბაზრები ხშირად უაღრესად ირაციონალურ ქცევას.
2020 წლის დასაწყისში, აშშ-ს საფონდო ბირჟამ დაკარგა ღირებულების დაახლოებით 40%, და სრულად აღდგა მხოლოდ ექვსი თვის ვადაში. იმავდროულად, მაგალითად, S&P 500-ის ღირებულება გაორმაგდა მისივე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით 2020 წელს.
რა უნდა იცოდე ანალიტიკოსების რეიტინგების შესახებ?
ფინანსურ სამყაროში, ზოგიერთი ანალიტიკოსი ფასდაუდებელია მისი უნიკალური გათვლებისა და არაერთხელ გამოჩენილი პროფესიონალიზმის გამო. მიუხედავად ამისა, არავის შეუძლია თანმიმდევრულად ზუსტად განსაზღვროს საფონდო ბაზარი, მათ მხოლოდ ტენდენციების იდენტიფიცირება თუ შეუძლიათ. ვინმეს რომ ნამდვილად შეეძლოს მომავალი აქციების ზუსტი ფასების პროგნოზირება, ის, სავარაუდოდ, ამას საიდუმლოდ შეინახავდა.
Random Walk თეორია, რომელიც აცხადებს, რომ აქციების ფასები შემთხვევითი და არაპროგნოზირებადია, არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული თეორია საფონდო ბირჟის შესახებ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საფონდო ბირჟის ანალიტიკოსების წარმატების საშუალო მაჩვენებელი უტოლდება კერძო ინვესტორების წარმატებას. ინვესტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ანალიტიკოსის რეიტინგები გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ისინი არ უნდა იქნას მიღებული, როგორც ინვესტირების ერთადერთი გამამართლებელი მიზეზი.
საფონდო ბირჟაზე ინვესტიცია შესანიშნავი გზაა გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის დასაგროვებლად. ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბაზრები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ან შემცირდეს. შეუძლებელია ბაზრის მომავლის სრულყოფილად პროგნოზირება. მიუხედავად ამისა, საშუალო დანახარჯის ეფექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას გრძელვადიანი წარმატებისთვის, საინვესტიციო პორტფოლიოში მეტი თანხის უწყვეტი დამატების გზით, ერთი დიდი ინვესტიციის განხორციელების ნაცვლად.