GITA-მ და ეჯაილსქულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და ეჯაილსქულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სააგენტოს ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა და გაძლიერება. პარტნიორობის ფარგლებში, ეჯაილსქული GITA-ს დაეხმარება ეჯაილ მეთოდოლოგიების დანერგვასა და პროცესების ოპტიმიზაციაში.
GITA-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ეჯაილსქული გამოიყენებს თავის გამოცდილებას ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების, პროექტების მართვის ოპტიმიზაციისა და ეჯაილ ტრანსფორმაციის მიმართულებით. კომპანია უზრუნველყოფს GITA-ს თანამშრომლების ტრენინგს ეჯაილ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოში ეჯაილ პროცესების უკეთ ადაპტაციასა და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.
ეჯაილსქული საქართველოში ქმნის ეჯაილ ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსფორმაციაში, ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გაზრდასა და პროექტების/პროდუქტების მართვის გაუმჯობესებაში. კომპანია ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს Capacity Building-ის მიმართულებას, რაც გულისხმობს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას შესაბამისი სასწავლო ტრენინგების საშუალებით.