Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Google-ის პირველი გვერდიდან თქვენს სამზარეულომდე: ევროპროდუქტის წარმატების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საქართველოში საყიდლებზე სიარულის კულტურაც თანდათან იცვლება. სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ონლაინ შოპინგს - ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო წლებში. წლების წინ სწორედ ამ ცვლილებებზე დაკვირვებამ უბიძგა სუპერმარკეტების ქსელ "ევროპროდუქტს" დაეწყო ფიქრი ecommerce მიმართულების განვითარებაზე.

თუმცა, როგორც ნებისმიერ ახალ პროექტს, ამ გზასაც თავისი გამოწვევები ახლდა. საინტერესოა, რომ ევროპროდუქტის ვებ-გვერდი თავდაპირველად საძიებო სისტემებში საერთოდ არ ჩანდა - მიზეზი კი ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი იყო: no-index თეგი.

სწორედ ამ პრობლემის აღმოჩენით დაიწყო ევროპროდუქტის თანამშრომლობა SEO სააგენტო ალპაკასთან. ურთიერთკოლაბორაციით შეიქმნა ბრენდის მიზნებზე მორგებული SEO სტრატეგია, რომელიც მოიცავდა კონკრეტული ტექნიკური SEO კომპონენტების, On-page, Off-page და ლოკალურ SEO ოპტიმიზაციას. თანამშრომლობის პერიოდში მიღებული შედეგები შთამბეჭდავია და ზრდის ტენდენცია დღემდე გრძელდება (SEMrush-ის მონაცემები):

  • ორგანული ტრაფიკი ნულიდან 26,000-მდე გაიზარდა
  • დომენის ავტორიტეტი 0-დან 22-მდე ავიდა
  • საიტი 4,000-ზე მეტ საკვანძო სიტყვაზე ჩანს Google-ში

SEMrush-ის მონაცემები აჩვენებს საიტის განსაკუთრებულ პროგრესს ბოლო ორი წლის განმავლობაში. საინტერესოა, რომ საკვანძო სიტყვებიდან დაახლოებით 190 პირველ სამეულშია, 410-ზე მეტი კი პირველ ათეულში. ეს ციფრები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, იმის გავითვალისწინებთ, რომ პროექტი ნულოვანი მაჩვენებლებიდან დაიწყო.

ყველაზე მაღალი პოზიციები (Top 3) უკავია კომპანიისთვის მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა მოჩი, ტუნა, ულაქტოზო პროდუქტები, უგლუტენო პროდუქტები, ზეთი, შოკოლადები, ბერძნული იოგურტი და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპროდუქტის წარმატება საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობის კუთხით. კომპანიამ ქართულ საძიებო ბაზრაზე წამყვანი პოზიციების მოპოვება მოახერხა ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა ფინური Valio-ს რძის პროდუქტები, პოლონური Oshee-ს სპორტული სასმელები, მაღალი ხარისხის ცეილონური ჩაი Dilmah და ესპანური ElPozo-ს ხორცპროდუქტები.

SEMrush-ის მონაცემებით, საიტის წარმატება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს პერიოდი ემთხვევა ონლაინ შოპინგის მზარდ პოპულარობას საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სწორ სტრატეგიულ ხედვას.

ევროპროდუქტის მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ტექნიკური გამოწვევების დაძლევა და წარმატების მიღწევა ციფრულ სივრცეში, როცა კომპანია მზადაა ინოვაციებისთვის და პროფესიონალებთან თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება მიღწეულ იქნა თანმიმდევრული და მიზანმიმართული მუშაობით, რომელიც დღესაც აქტიურად გრძელდება.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი