ZORBA & BOND – სტუმართმოყვარეობის ახალი სტანდარტი თბილისში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Zorba & Bond-ის სახელი ქართულ სასტუმრო სექტორში ნელ-ნელა იმკვიდრებს თავის ადგილს. მყუდრო და თანამედროვე სივრცის შექმნის მიზანია, სტუმრებს უნიკალური გამოცდილება შესთავაზოს. სასტუმრო არის ქართულ-ისრაელური პარტნიორობით შექმნილი პროექტი და სამ დამფუძნებელს – დავიდ ზერას, ნოდარ შარაბიძესა და ნევა ზერას –საერთო ხედვით აერთიანებს.

დავიდ ზერა – ინვესტორი და მრავალი საინტერესო პროექტის ავტორი, მათ შორის სამუშაო პლატფორმა Monday.com-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი. ის ასევე არის კომპანია WEBIZ-ის თანადამფუძნებელი – "ვებიზი" ერთ-ერთი უმსხვილესი IT დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული. მისი ხედვა და გამოცდილება Zorba & Bond-ის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ნევა ზერა – დიზაინისა და განწყობის მენეჯერი, რომელსაც სასტუმროს ყველა ვიზუალური და ატმოსფერული დეტალი ეკუთვნის. ნევა არის მარკეტინგის და კრეატივის დირექტორი, რომლის იდეებმა სასტუმროს მყუდრო და უნიკალური გარემო შეუქმნა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა Zorba & Bond-ის დიზაინი, რომელიც სტუმრებს პირველივე ნაბიჯიდან იზიდავს.

ნოდარ შარაბიძე – მმართველი პარტნიორი, სასტუმროს მთავარი "მოძრავი ძალა". მისი გამოცდილება და უნარები ხელს უწყობს სასტუმროს ყოველდღიური ფუნქციონირებისა და მისი განვითარების პროცესს.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ და, ამავდროულად, გაერთონ. მაღალი ხარისხის მომსახურების, კომფორტისა და გამორჩეული ატმოსფეროს საშუალებით გვინდა, ჩვენი სტუმრების შთაბეჭდილებები და მოგონებები განსაკუთრებული გავხადოთ", - ამბობს ნოდარ შარაბიძე.

"ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ და საინტერესო პროექტებს. შევამჩნიეთ, რომ დედაქალაქს აკლდა ისეთი სასტუმრო, რომელიც თანამედროვე, მყუდრო და ინოვაციურ სტილს გააერთიანებდა. გვინდოდა შემოგვეტანა სიახლე ბაზარზე, სადაც კომფორტი და უნიკალური დიზაინი იქნებოდა შერწყმული. ეს სივრცე არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ გამორჩეულიც უნდა ყოფილიყო როგორც ინტერიერის დეკორით, ისე მომსახურების ხარისხით", - იხსენებს ნოდარი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Zorba & Bond-ის მიზანია, სტუმრებს შესთავაზოს მაღალი სტანდარტების მომსახურება მყუდრო, მაგრამ ამავდროულად, თანამედროვე გარემოში, რომელიც სტუმრის დასვენებას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.

ბიზნესის წამოწყება, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, არსებული შეფერხებების პირობებში სითამამესა და ძალას მოითხოვს. ნოდარ შარაბიძის თქმით, გუნდი სრულად აცნობიერებდა იმ გამოწვევებს, რაც სასტუმროს გახსნას ახლდა.

"მთლიანად ვაცნობიერებდით, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სასტუმროს ბიზნესის წამოწყება რისკს შეიცავდა", - აღნიშნავს ნოდარი. "თუმცა გვწამს, რომ სწორი ხედვითა და განსხვავებული შეთავაზებით, ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება".

ახალი, გამორჩეული პროდუქტის შექმნა სტუმარმასპინძლობის სექტორში ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან.

"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო განსხვავებული და უნიკალური პროდუქტის შექმნა ბაზარზე, - ამბობს ნოდარი, - ასეთი ექსპერიმენტები ხშირად დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ, სადაც რისკი დიდია, მიღწეული წარმატებაც უფრო დიდია. საბოლოოდ შევქმენით ისეთი სივრცე, რომელიც ჩვენს სტუმრებს ძალიან აინტერესებთ".

ნოდარის თქმითვე, ეს წარმატება მთლიანი გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ყოველდღიური შრომითა და დახვეწით შექმნა საბოლოო პროდუქტი.

Zorba & Bond-ს აქვს მუდმივი სურვილი, დაამატოს ახალ-ახალი ელემენტები, რათა სტუმრებისთვის განახლებული და უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება შექმნას. "ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ სიახლეებზე, რომლითაც ჩვენი სასტუმრო უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება", - დასძენს ნოდარი.

გუნდისთვის მთავარი ინსპირაციაა მათივე სტუმრების კმაყოფილება და მათი დადებითი გამოხმაურება - "ჩვენ ვითვლით ღიმილებს". ეს ნოდარისა და მისი გუნდისთვის უდიდესი მუხტია, რათა საქმიანობაში მეტი ენერგია და ინოვაცია ჩადონ.

"მოღიმარი სახეები, რომლებიც Zorba & Bond-ში გატარებულ დროს იხსენებენ, გვაძლევს მოტივაციას, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება და ხარისხი".

Zorba & Bond-ის დამფუძნებელი გეგმავს, უახლოეს მომავალში სასტუმროს დაემატოს ბარი და რესტორანი, რომლებიც უკვე განვითარების პროცესშია.

"მაისში ჩვენ ახალ სივრცეებს შევთავაზებთ სტუმრებს, რითაც სასტუმროს ატმოსფეროს სრულყოფილად შევავსებთ", - ამბობს ნოდარი.

ეს დამატებითი სერვისები Zorba & Bond-ს კიდევ უფრო მრავალფეროვან სივრცედ აქცევს, სადაც სტუმრები შეძლებენ დასვენებასა და გართობას მათი არჩევანის შესაბამისად.

გარდა ამისა, ნოდარი და მისი გუნდი მუშაობენ სასტუმროს მასშტაბების გაზრდაზე, რათა მეტი სტუმრის მიღება შეძლონ. ასევე, გეგმავენ სპეციფიკური მარკეტინგული სტრატეგიის შექმნას, რაც ცნობადობის გაზრდასა და მეტი სტუმრის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, Zorba & Bond-ი გახდეს თბილისში გამორჩეული დანიშნულების ადგილი, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის მომსახურებით, მყუდრო გარემოთი და ინოვაციური მიდგომით", - აღნიშნავს ნოდარი.

ნოდარ შარაბიძესა და Zorba & Bond-ის გუნდს მტკიცედ სჯერათ, რომ მათი ხედვა და შრომა თბილისში სასტუმრო ბიზნესის განვითარებასთან ერთად, სტუმართმოყვარეობის ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი