Get All Access for $5/mo

ინოვაცია და მეცნიერება Technovation 7-ის ფოკუსში "არსებობს შესაძლებლობა, რომ მოწევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, ისტორიულ თამბაქოს კონტროლის ინიციატივების შედეგებთან შედარებით, ათჯერ შემცირდება."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2023 წლის ტექ-ინოვაციების სამიტი შვეიცარიაში გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების როლის განხილვა იყო. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ინოვაციებისა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინიციატივების პოტენციალს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ ფილიპ მორის ინთერნეინშენალის ხელმძღვანელებს, მეცნიერებს, კვლევისა და განვითარების ექსპერტებს.

ღონისძიებაზე ფილიპ მორის ინთერნეშენალის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლზაკმა მხარეებს მოუწოდა, ობიექტურად შეეფასებინათ ფაქტები და მტკიცებულებები.

ოლზაკი განმარტავს "..არსებობს შესაძლებლობა, რომ მოწევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, ისტორიულ თამბაქოს კონტროლის ინიციატივების შედეგებთან შედარებით, ათჯერ შემცირდება. მართალია, ჰიპოთეტური გათვლები შეზღუდულ შედეგებს გვაჩვენებს, თუმცა, ის უმოქმედობის შედეგების ილუსტრირებას თვალნათლივ ახდენს. დროა, დავიწყოთ მუშაობა ეფექტური ინიციატივების გასატარებლად, რომელიც მიმართული იქნება საერთო მიზნის მიღწევისკენ - ვაქციოთ სიგარეტები ისტორიულ არტეფაქტად, მუზეუმის კოლექციის ნაწილად".

ფილიპ მორის ინთერნეშენალის საგარეო ურთიერთობების უფროსი ვიცე პრეზიდენტი, გრეგუარ ვერდო თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივების წარმატებული მაგალითების შესახებ საუბრობდა. იტალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვერდომ ინკლუზიური და ინოვაციური რეგულირების მაგალითები განიხილა, რომელსაც ქვეყნები ტრადიციულ თამბაქოს კონტროლის პარალელურად იყენებენ და ამით ხელს უწყობენ მწეველთა რაოდენობის შემცირებას.

სიტყვით გამოსვლის დროს მან ყურადღება გაამახვილა პანამაში დაგეგმილ, ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის შეხვედრის ფარგლებში მხარეთა კონფერენციაზეც, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს მსოფლიოს მწეველთა რაოდენობის სტატუს კვო.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში, მწეველთა რაოდენობა გლობალურად თითქმის არ შეცვლილა... ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენცია კი არის შესაძლებლობა, ყველა მხარემ მეცნიერების როლი და შექმნან ისეთი გაიდლაინები, რომლებიც ხელს შეუწყობს მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი მწეველისთვის ზიანის შემცირებას", - ამბობს ვერდო და განმარტავს, რომ "სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. თუმცა, ვიმედოვნებთ რომ ეს მომავალში შეიცვლება მილიარდი მწეველისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის სასარგებლოდ".

ტომასო დი ჯოვანი, ფილიპ მორის ინთერნეშენალის გლობალური კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტი, კი განიხილავდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თამბაქოს ინდუსტრიებში ინოვაციებს და ფილიპ მორის ინთერნეშენალის ამბიციას, გახდეს კვამლისგან მნიშვნელოვანწილად თავისუფალი ბიზნესი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე