Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"ნიკოლი" - ემოცია არის უმთავრესი, რაც უხილავ კავშირს უნდა ქმნიდეს ბრენდსა და მომხმარებელს შორის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ნიკოლი" საბავშვო ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც თითქმის 7 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

"პირველივე დღიდან ვიცოდით, თუ როგორი კონცეფციის უნდა ყოფილიყო ბრენდი და რამდენად რთული გზის გავლა მოგვიწევდა. ამ წლების განმავლობაში ბევრი დაუგეგმავი სირთულეც შეგვხვდა, თუმცა ვფიქრობ, განვითარების სწორი სტრატეგიის და ახალ გარემოებებთან სწრაფი ადაპტირების წყალობით "ნიკოლი" ერთი-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანიაა ამ დარგში", − ნიკა ნიკოლაშვილი, "ნიკოლის" დამფუძნებელი.

ბრენდის მიზანია გახდეს ყველაზე მსხვილი საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოში.

"საწყის წლებში ჩვენი უპირველესი ამოცანა ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრება იყო. გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა რაც შეიძლება მეტად ხელშესახები ვყოფილიყავით მომხმარებლებისთვის და გვეჩვენებინა მათთვის ჩვენი უპირატესობები. ვფიქრობ, ამ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი, თუმცა სამუშაო კიდევ უამრავი მიმართულებით გვაქვს, რათა უფრო ცნობადი და სასურველი გახდეს ჩვენი პროდუქტი", − აღნიშნავს ნიკა.

ამ ეტაპისთვის "ნიკოლი" 6 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან 3 თბილისში მდებარეობს, ხოლო 3 რეგიონებში − ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ონლაინსერვისით და გამოიწეროს სასურველი ნივთი ადგილზე მიტანით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

"შეუძლებელია ქმნიდე ბავშვის ტანისამოსს და არ იყო ორიენტირებული ხარისხზე. ეს ჩვენთვის დამატებითი გამოწვევაა. ბავშვმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს ჩვენს სამოსში. ეს გუნდის თითოეული წევრის მიზანია", − ამბობს ნიკა.

იგი ასევე გვიყვება, რომ ტექსტილის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ნედლეულის არარსებობა ადგილობრივ ბაზარზე. ამის გამო ხდება იმპორტი უცხოეთიდან, რაც მათ დამოკიდებულს ხდის სხვა ქვეყნის ეკონომიკურ ფაქტორებზე.

კომპანია ასევე ახორციელებს ექსპორტს საზღვრებს გარეთ. ამ ეტაპზე "ნიკოლი" სტაბილურ სავაჭრო ურთიერთობას აწარმოებს ქუვეითის ბაზართან.

"ექსპორტის მიმართულების გაზრდა ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ყოველწლიურად ორჯერ ვიღებთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი კომუნიკაცია დავამყაროთ პოტენციურ ბაიერებთან. ასევე ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას და მეტი პროდუქტის შეთავაზებას მომხმარებლისთვის".

"ნიკოლი" გეგმავს მოიცვას საქართველო და მაღაზიები გახსნას რეგიონებში. კომპანიისთვის ხელმისაწვდომობა და მომხმარებელთან ურთიერთობა მთავარი პრიორიტეტია.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები