Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ ტოქსიკურ ბიზნესლიდერებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტოქსიკური ბიზნესლიდერები თანამედროვე კორპორაციული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ლიდერები ხშირად კარგი რეპუტაციის მიღმა იმალებიან, რასაც მედიაში საზოგადოებრივ სიკეთეზე საუბრით, საქველმოქმედო ფონდებში განხორციელებული შემოწირულებებითა თუ ინდუსტრიის საუკეთესო ექსპერტებად პოზიციონირებით ქმნიან, რომლებიც ნამდვილად არიან.

კარგი რეპუტაცია სრულებით არ ცვლის იმ ფაქტს, თუ რამდენად ნეგატიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ლიდერის ქცევას მის თანამშრომლებზე. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს გუნდის წევრების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და შეამციროს პროდუქტიულობა სამუშაო ადგილზე.

არა, მე არ ვარ დრამატული. ყოველივე ეს ბიზნესში ტოქსიკური ლიდერობის რეალური შედეგებია, რაც სიფრთხილეს საჭიროებს. მოდი, განვიხილოთ ტოქსიკური ბიზნესლიდერების ოთხი ქცევითი ნიმუში.

თვისება #1: ტოქსიკური ლიდერები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას იმ თანამშრომლებზე, ვისზეც ფიქრობენ, რომ მათ აჯობებენ

ტოქსიკური ლიდერები გამუდმებით იყენებენ დისფუნქციურ ქცევებს სხვების დასაშინებლად და უსამართლოდ დასასჯელად, ამით ისინი საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობენ. პარადოქსულია, მაგრამ ისინი შეიძლება კარგად მოექცნენ ადამიანს, სანამ არ დაინახავენ თანამშრომლის პირველ დიდ პროფესიულ მიღწევას.

"ჩემმა თანამშრომლებმა არასდროს უნდა იცოდნენ, რამდენად კარგები არიან", - ეს არის ტოქსიკური ლიდერების ჩვეული ქცევის ნიმუში, რომლებსაც არ სურთ დაკარგონ გუნდის წევრები ან ეშინიათ, რომ მათ ფონზე საკმარისად ჭკვიანები ვერ გამოჩნდებიან. შესანიშნავი ბიზნესლიდერი არის ის, ვისაც კომპეტენტური ადამიანები ჰყავს ხელმძღვანელობაში და არა ის, ვინც ცდილობს იყოს საუკეთესო ყველა შესაძლო სფეროში. არაფერია სასირცხვილო იმაში, რომ ყველაფერში საუკეთესო არ ხარ.

თვისება #2: ისინი პატივს არ სცემენ ადამიანის უფლებას დასვენების შესახებ

ტოქსიკური ბიზნესლიდერები სამუშაო საათებს არ სცემენ პატივს - შესაძლოა მათ თანამშრომლებს ახალი დავალებები 24/7-ზე მისცენ და მოსთხოვონ, რომ ყოველთვის ჰქონდეთ რეაგირება მითითებებზე, რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ. მათ შეუძლიათ წაუყრუონ თანამშრომლის თხოვნას ავადმყოფობის გამო გათავისუფლების შესახებ და პირიქით, უფრო აქტიური მუშაობა მოსთხოვონ მას. სამუშაო დატვირთვის დაბალანსების ნაცვლად, თავიანთი უპირატესობის დემონსტრირებისთვის ისინი დატვირთვას ზრდიან. ეს თვისება განსაკუთრებით გავრცელებულია სტარტაპ ლიდერებს შორის, რომლებიც გუნდებს მუშაობას თითქმის გადაწვამდე სთხოვენ, თავიანთი მართვის სტილს კი "სტარტაპის დინამიკური ცხოვრების წესით" ხსნიან.

თვისება #3: ხშირად ისინი საკუთარი თავის პოპულარიზაციას სხვების ხარჯზე აკეთებენ

ტოქსიკურმა ლიდერმა შესაძლოა თანამშრომლების მიღწევა საკუთარ თავზე მიიწეროს და სათანადო დამსახურება არ მისცეს მათ. გარდა ამისა, ასეთ ლიდერებს შეუძლიათ თანამშრომლების დრამატული ცხოვრებისეული ისტორიები პირადი პიარისთვის გამოიყენონ და რეალური დახმარების გაწევის გარეშე პოზიციონირდნენ როგორც "დამხმარე" და "გამცემი" ლიდერები.

თვისება #4: ისინი ადანაშაულებენ სხვებს ნაცვლად იმის, რომ პასუხისმგებლობა თავიანთ წარუმატებლობაზე აიღონ

კრიტიკულ ბიზნესსიტუაციებში ტოქსიკური ლიდერები უკანასკნელნი არიან, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას იღებენ. მომხდარში ადანაშაულებენ ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათთვის რთულია ემოციების კონტროლი და დამშვიდება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკურ ლიდერებს

თუ ზოგიერთი ეს თვისება თქვენს მენეჯერს ან კოლეგას გახსენებთ, გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რაც მათთან ურთიერთობის დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

1. ნუ ეცდებით მათ შეცვლას:

საკუთარი თავის გარდა ვინმეს შეცვლის იდეა განწირულია წარუმატებლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებულ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. თქვენ ხართ ის ერთადერთი ადამიანი, რომლის შეცვლაც ნამდვილად შეგიძლიათ. სცადეთ სხვადასხვა მიდგომა, რომლებიც ტოქსიკურ ლიდერებთან კომუნიკაციას შეეხება, მაგრამ არ დახარჯოთ თქვენი ენერგია ვინმეს შეცვლის მცდელობებზე.

2. დააყენეთ საკუთარი თავი მათ ადგილზე:

საკუთარი თავის მათ ადგილზე დაყენება არ ნიშნავს ტოქსიკური ლიდერების გამართლებას. ეს, უბრალოდ, დაგეხმარებათ უკეთესად გაუგოთ მათ. გამოიკვლიეთ მათი ემოციური რეაქციები სხვადასხვა სიტუაციაზე, რაც დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ მათი ქცევა და მომავალში კონფლიქტები თავიდან აირიდოთ.

3. დატოვეთ თანამდებობა, როდესაც თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება:

თუ თქვენი ორგანიზაცია არ აფასებს ადამიანებს, მიუხედავად მათი ინტენსიური და კარგი მუშაობისა და, უფრო მეტიც, თუ ის ფსიქოლოგიურად ანგრევს მათ, ვინც ხელს უწყობენ კომპანიის პროგრესს, დროა იფიქროთ სამსახურის დატოვებაზე.

ტოქსიკური ლიდერები კომპანიისთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა შესანიშნავი პროფესიონალები იყვნენ, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თავიანთი თანამშრომლების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, როგორც განზრახ, ისე უნებლიეთ. ეს სტრატეგიები კარგი საწყისი წერტილია, რათა დაეხმაროს ადამიანებს, წარმატებით გაუმკლავდნენ ტოქსიკურ კოლეგებს და ასევე, დაიცვან საკუთარი თავი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!