Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"ტიფანი" 10 წლის ხდება - განახლებული სივრცე და მენიუ ქართული კულინარიის მოყვარულებს საყვარელი ბარ-რესტორნისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბარი "ტიფანი" 9 დეკემბერს ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღს უფრო განსაკუთრებულს ხდის კიდევ უფრო გალამაზებული გარემო, ახალი მენიუ და სხვა მრავალი სურპრიზი, რომელიც სტუმრების განწყობასა და ემოციებს აუცილებლად აამაღლებს.

რესტორანი განახლებულ სეზონს ახალი ხედვით ხვდება. ტერასის ინტერიერი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა სიმწვანითა და ყვავილების დეკორაციებით, რომლებიც სივრცეს მყუდროებასა და ელეგანტურობას სძენს.

როგორც რესტორნის სერვისმენეჯერი, თამარ სამუშია გვიყვება, განახლებული მენიუთი და ინტერიერით სტუმრებს რესტორნის ბარის ნაწილი უმასპინძლებს, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს. ცხადია, ცვლილებები ყველაფერს შეეხო, თუმცა, ყველასათვის საყვარელ ტერასაზე ვიზიტიორებს კვლავ დახვდებათ მათთვის საყვარელი დესერტებიცა და სასმელებიც.

"ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ ისეთი გარემო, სადაც ყოველდღიური ვიზიტი დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა", - აღნიშნავს თამარი.

ბარი ერთგვარ რებრენდინგსაც კი გადის - აქ მოსულ სტუმრებს 15 დეკემბრიდან შეეძლებათ, დააგემოვნონ განახლებული ქართული მენიუ, რომელიც ტრადიციული გემოებისა და საავტორო რეცეპტების შერწყმას წარმოადგენს.

"ეს ახალი მენიუ "ტიფანის" იდენტობას კიდევ უფრო ამდიდრებს – ტრადიცია და ინოვაცია აქ ერთმანეთს ერწყმის", - აღნიშნავს თამარი Entrepreneur-თან საუბრისას.

ახალი მენიუ ქართულ კულინარიაზეა დაფუძნებული, თუმცა, "ტიფანი ბარის" სტუმრებს კლასიკური ქართული გემოები თანამედროვე, შემოქმედებითი შტრიხებით გამდიდრებული დახვდებათ. ყველასთვის საყვარელი კერძების განახლებული ვერსიები სტუმრებს ტრადიციისა და სიახლის ერთობლიობას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ "ტიფანის" ცნობილი დესერტები და საავტორო რეცეპტებით დამზადებული ალკოჰოლური თუ გამაგრილებელი სასმელები კვლავ რჩება მენიუში, რაც რესტორანს უწყვეტ კავშირს უნარჩუნებს მის ფესვებთან.

ბარი მომავალი წლისთვისაც მზად არის. თამარ სამუშია სტუმრებს ჰპირდება, რომ 31 დეკემბრის გრანდიოზული წვეულება ახალი წლის მთავარი ღონისძიება გახდება: მრავალფეროვანი კერძები, უნიკალური სასმელები და ცოცხალი მუსიკალური პროგრამა სტუმრებს მხიარულ და დაუვიწყარ ღამეს აჩუქებს.

"ჩვენი მიზანია, ყოველთვის შევთავაზოთ სიახლეები სტუმრებს და ის ემოციები მივცეთ, რის გამოც მათ ისევ და ისევ მოუნდებათ აქ დაბრუნება", - განმარტავენ "ტიფანიში".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს