Get All Access for $5/mo

როგორ მოვიზიდოთ ინვესტიცია სტარტაპისთვის?

By Rodolfo Delgado

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალდაფუძნებული სტარტაპისთვის ფინანსების მოძიება, განსაკუთრებით მყიფე ეკონომიკაში, ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა, სწორი მიდგომითა და მომზადებით შეძლებთ იმ დაფინანსების მოპოვებას, რაც თქვენი ხედვის ხორცშესასხმელად გჭირდებათ.

გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ ანტრეპრენერებისთვის, ვისაც ფინანსების მოზიდვა და ბიზნესის დაწყება ან ახალ ეტაპზე გადაყვანა სურთ.

იქონიეთ "საინვესტიციო ფიჩი"

"საინვესტიციო ფიჩი" დაახლოებით ათსლაიდიანი ფაილია. ის გვიყვება კომპანიის შესახებ, რა სერვისსა თუ პროდუქტს სთავაზობთ, რა პრობლემა იპოვეთ ბაზარზე და როგორი გადაწყვეტა მოუფიქრეთ თქვენი ბიზნესის სახით. ასევე, ამ ფაილში უნდა იყოს ინფორმაცია თქვენი გუნდის, პროექციებისა და პოტენციური შემოსავლის შესახებ. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორებს სურთ, იცოდნენ, რა მოგებაზე გავლენ თქვენი იდეის მხარდაჭერით.

კარგი იქნება ერის რაის The Lean Startup წაიკითხოთ, თუკი კომპანიის დაფუძნებას აპირებთ. ეს წიგნი დაგეხმარებათ, ისწავლოთ საბაზისო ტერმინები და გაერკვეთ საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელ პროცესებში.

ბიზნესგეგმა აუცილებლად!

ყოველთვის, ყოველთვის მზად გქონდეთ ძლიერი ბიზნესგეგმა. ის დეტალურად უნდა აღწერდეს თქვენს შემუშავებულ კონცეფციას, სამიზნე ჯგუფს, შემოსავლის წყაროებსა და სავარაუდო ფინანსურ შედეგებს. გაწერილი გეგმა, თუ როგორ გამოიყენებთ ფინანსებს კომპანიის ზრდისთვის. პოტენციურ ინვესტორებს ბევრად გაუმარტივდებათ თქვენი იდეის გაგება და ხედვის გაზიარება, თუკი კარგად გაწერილი ბიზნესგეგმა გექნებათ.

ხშირია კითხვა, თუ რამდენ წელზე უნდა იყოს ბიზნესგეგმა გაწერილი. პასუხი კი მინიმუმ ხუთი წელიწადია. პირველ სამ წელიწადს ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა, თუმცა მეოთხე და მეხუთე წლები უფრო შორს მიმავალ გეგმებს შეიძლება მოიცავდეს. რატომ? პირველ სამ წელიწადში იმდენი რამ ხდება, მეოთხე და მეხუთე წელს მოსალოდნელია ცვლილებები, ევოლუცია და ა.შ.

იმუშავეთ თქვენი სანაცნობო ქსელის ზრდაზე

შემდეგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯი თქვენი ქსელის გაფართოებაა. წინასწარ გაეცანით პოტენციურ ინვესტორებს - ისინი თითქმის ყველა ქალაქში არიან. თუკი განსაკუთრებულად პატარა ქალაქსა თუ დასახლებაში ხართ, გამოიყენეთ ინტერნეტის ძალა, დაუკავშირდით და კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბეთ ადამიანებთან, ვინც შესაძლოა თქვენს ბიზნესს დაუჭირონ მხარი.

მოუფრთხილდით მსგავს ურთიერთობებს და იმუშავეთ მათ განვითარებაზე. ინვესტორების უკეთ გაცნობით გაიგებთ მათი საინვესტიციო პრეფერენციებისა და ჩვევების შესახებ, თქვენს ფიჩს მათ მოარგებთ და წარმატების მეტი შანსი გექნებათ. გარდა ამისა, მათგანაც შეგიძლიათ მიიღოთ ფიდბექი, გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესგეგმა და გაზარდოთ იმის ალბათობა, რომ დაფინანსება მოიპოვოთ.

როცა ინვესტორებზე ფიქრობთ, მათ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, შეხედეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ იღებთ - საერთო საქმეში მათგან გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებასაც ელით.

არ გამოტოვოთ სტარტაპებისთვის გამართული ღონისძიებები

მსგავსი ღონისძიებები და შეჯიბრები მშვენიერი ადგილია პოტენციურ ინვესტორებთან შესახვედრად. დაესწარით იმდენ ღონისძიებას, რამდენსაც შეძლებთ. არ გამოტოვოთ შანსი, გაიცნოთ ინვესტორები და დაუახლოვდეთ ადამიანებს, ვისთანაც საერთო ინტერესები შეიძლება გამოძრავებდეთ.

გარდა ამისა, გამოიყენეთ ე.წ. ქრაუდფანდინგ პლატფორმები, სადაც ყველას შეეძლება თუნდაც მცირე კონტრიბუციის შეტანა თქვენი იდეის განხორციელებაში. ეს პლატფორმები ინვესტორების მოზიდვაშიც დაგეხმარებათ.

იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა

განიხილეთ ყველანაირი გეგმა, იქნება ეს სესხი, სამთავრობო გრანტი თუ სხვადასხვა ორგანიზაციის გაცემული დაფინანსება. გაიკითხეთ, იქნებ თქვენს ქალაქში რაიმე საინტერესო შესაძლებლობაა ბიზნესისთვის?

მაგალითად, ნიუ იორკში "ეკონომიკური განვითარების კორპორაცია" ბიზნესისთვის მთელ რიგ სერვისსა და შესაძლებლობას ქმნის, თუკი საქმიანობას ამავე ქალაქში აგრძელებენ. არსებობს მცირე სამეწარმეო სერვისებიც (SBS), რომლის საშუალებითაც მეწარმეებს დაფინანსებასა და საჭირო რესურსებზე წვდომა ეძლევათ.

განიხილეთ ყველანაირი სცენარი და შესაძლებლობა

არ თქვათ უარი არცერთ შესაძლო სცენარზე და დაფიქრდით ყველანაირ შესაძლებლობაზე. ყველანაირი შედეგისთვის მზადყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ასე ღია იქნებით შესაძლებლობებისთვის. გახსოვდეთ, კაპიტალის მოზიდვა პროცესია და არა საბოლოო მიზანი. სტარტაპები არ ვითარდებიან ერთნაირი გზით, არც დაფინანსებას იზიდავენ ერთნაირად და არც მომდევნო ეტაპებს გადიან მსგავს ტემპში.

მთავარი რჩევაა, მუდამ მზად იყოთ საქმიან შეხვედრებზე და სრულად გესმოდეთ თქვენი ბიზნესგეგმა. იყავით ენთუზიაზმით სავსე და პოზიტიური და გახსოვდეთ - ინვესტორები იდეაზე მეტად ადამიანსა თუ კონკრეტულ გუნდში დებენ ფინანსებს.

Rodolfo Delgado

Entrepreneur Leadership Network® Contributor

CEO of Replay Listings

Rodolfo Delgado is bringing transparency to the real-estate industry. He created Replay Listings, the first listings platform in the U.S. focused on unedited video content.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია