Cyber Monday Sale! 50% Off All Access

დამშვიდების მარტივი გზები სტრესისა და შფოთვის დროს სტრესისა და შფოთვისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ? ეს ტექნიკა სცადეთ და დამშვიდდებით კიდევაც და შინაგანად ბედნიერადაც იგრძნობთ თავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მუდმივი შფოთვისა და სტრესის მდგომარეობაში ცხოვრება დღეს სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც Barnes & Noble-ის მიხედვით, იმ წიგნების გაყიდვების ზრდაც ადასტურებს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება. ამ აჩქარებული ცხოვრების ნაყოფია სწორედ ის, რასაც ეს გამომცემლობა "მშფოთვარე ერს" უწოდებს. ეს მდგომარეობა შესანიშნავია წიგნების გამყიდველებისთვის, მაგრამ ჩვენთვის არც ისე კარგია. ანტრეპრენერები აღიარებენ, რომ ამ რუტინასა და სიჩქარეს არიან შეჩვეულნი, და ზოგს პატივადაც მიაჩნია, თუ ასეთი რეჟიმი აქვს.

მსგავსი სტატია: სტრესთან გამკლავება - გუგა სიხარულიძე

ანტრეპრენერი ვარ, რომელსაც ბევრ სხვასავით უწევს ჟონგლირება − ოჯახი იქნება ეს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ პირადი ცხოვრება. ყოველთვის, ყველგან ბოლო წუთას მივდივარ და ამის გამო დანაშაულის შეგრძნება მიჩნდება; ყოველთვის ყველაფერში წარმატების მიღწევასა და მაქსიმალურის მიღებას ვცდილობ − პროექტი იქნება ეს, ვარჯიში თუ რაიმე შემოქმედებითი კერძი, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრებს სადილად ვუმზადებ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვშრომობთ და როდესაც დასვენების დღეები დგება, სიხარულით აღარ ვართ, რომ ხუთდღიანი სამუშაო კვირის ბრძოლა დასრულდა; კვირა ღამდება თუ არა, შფოთვა გვეწყება სამსახურის გახსენების გამო. ჩვენთვის ბრძოლა უკვე თანამედროვე ცხოვრების აუცილებელ ასპექტად იქცა, მაგრამ სინამდვილეში უნდა ვიბრძოდეთ? რასთან არის დაკავშირებული ასეთი ცხოვრების სტილი და შეგვიძლია თუ არა მისი შეცვლა?

პასუხი აქვეა...

თუ გარშემო მიმოვიხედავთ, დაკავებული და ხმაურიანი ადამიანების მთელ ოკეანეს შევნიშნავთ, რომლებიც კონკურენტუნარიანები არიან და მგლური კანონებით ცხოვრობენ. გვგონია, რომ ეს დაჩქარებული ცხოვრების რიტმი ბედნიერების ტოლფასია და გვინდა, აუცილებლად დაკავებულები ვიყოთ, რაღაცას ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ ეფექტურად და დაკმაყოფილებულად ვიგრძნოთ თავი. ჩვენ სწრაფად ვლაპარაკობთ, სწრაფად ვუბრუნებთ გზავნილს უკან, და ყველაფერს სწრაფად ვაკეთებთ ამ დაჩქარებულსა და დატვირთულ ცხოვრებაში.

მსგავსი სტატია: MENTAL HEALTH - ანუ მენტალური ჯანმრთელობის სპირალი

საკუთარი თავის მიმართ სიმკაცრეს ვიჩენთ, არც ჩვენი სხეული მოგვწონს, არც ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო. გვავიწყდება, იმაზე დავფიქრდეთ, ვის გვინდა რომ ვასიამოვნოთ? ჩვენს გულს, შინაგან ხმას თუ ვუსმენთ? უმრავლესობა − არა.

იოგას სისტემით სერიოზული ვარჯიში 10 წლის წინ, პირველივე შვილის დაბადების შემდეგ დავიწყე და ჩემი მიზანი მხოლოდ სხეულზე ზრუნვა არ ყოფილა. გამოცდილი იოგების გაკვეთილებით, რომლებიც სუნთქვასა და მედიტაციაზე ამახვილებენ ყურადღებას, საკუთარ თავში ჩახედვა ვისწავლე. როდესაც საკუთარი თავის დახმარებას ვცდილობთ, გარეთ ვიხედებით − წიგნებს ვეძებთ, თერაპევტებს მივმართავთ, და როგორც მიღებულია, ჩვენს გრძნობებს სოციალური მედიით გამოვხატავთ. მთელ სამყაროს ვუყვებით, რას ვატარებთ ჩვენს გულებსა და გონებაში, და რით ვსუნთქავთ. მხარდაჭერას და თანაგრძნობას ველოდებით, სხვებზე ვართ დამოკიდებულები. ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავთან − ჩვენს გულთან, გონებასთან ვკარგავთ კავშირს.

წუთიანი სუნთქვითი ვარჯიში სცადეთ

ამ ტექნიკას სახელად "ყუთში სუნთქვა" ჰქვია. ეს შესანიშნავი საშუალება სტრესის მართვაში დაგეხმარებათ: 4 თვლაზე ჩაისუნთქეთ და შემდეგ 4 თვლაზე ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვის ბოლოს 4 თვლაზე შეისვენეთ და თავიდან დაიწყეთ. ნაჩვენებია, რომ ამ ღრმა სუნთქვის ვარჯიში, სტრესის შესამსუბუქებელი ძლიერი საშუალებაა და ეფექტურია კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. მას ყველა ერთხმად უკეთებს რეკლამას − სპორტსმენებით დაწყებული და აშშ-ის სპეცოპერაციების ძალების ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფით, "ზღვის ლომებით" დამთავრებული.

ივარჯიშეთ სწორ აზროვნებაში

შესაძლოა, ზოგიერთი დღე სხვებზე უკეთესია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი დევიზი არ უნდა იყოს − "ცხოვრება ბრძოლაა!" გონებაზე ზემოქმედების სხვადასხვა ტაქტიკა სცადეთ და სამუშაო დღის განმავლობაში შფოთვის შეგრძნების გამკლავებაში დაგეხმარებათ. იმაშიც, რომ მადლიერება გამოხატოთ და ყველაფრის იდეალურად გაკეთების ცდუნებასაც გაუძლოთ, მკაცრად არ შეაფასოთ საკუთარი თავი. მაგალითად, აღიარეთ, რომ ისეთი ადამიანები გახვევიათ გარშემო და ისეთი შესაძლებლობები გაქვთ, რომ ნამდვილად გაგიმართლათ ცხოვრებაში. მარტივის აღნიშვნით დაიწყეთ − თუნდაც ეს ოფისის კარგი ყავა იყოს, და რთულ საკითხებზე გადაინაცვლეთ, როგორიცაა შესანიშნავი გუნდი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება პერფექციონიზმს, აღიარეთ, რომ შეცდომებს თქვენც დაუშვებთ და ისინი მხოლოდ სწავლის შესაძლებლობად ჩათვალეთ. უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ. მაგალითად, თქვენი ურთიერთობების, რამდენად სერიოზულად ცდილობთ ნორმალური ურთიერთობების დამყარებას და როგორი დამოკიდებულებები გაქვთ ადამიანებთან. შემდეგ ჯერზე, შეხვედრაზე შესვლისას, ვინმეს კარი გაუღეთ, ნამდვილი ქათინაური უთხარით ან უბრალოდ, ვინმეს ისე მოუსმინეთ, რომ გამუდმებით არ უყუროთ თქვენი ტელეფონის ეკრანს. ან კიდევ უკეთესი − ღია ცის ქვეშ ჩაატარეთ შეხვედრა და ეს ფიზიკური აქტიურობის დროს, ბიზნესურთიერთობაც იქნება და სუფთა ჰაერზეც ყოფნაც. ორივე მათგანი − ვარჯიში და სუფთა ჰაერი, სტრესის შესამცირებელი შესანიშნავი საშუალებებია.

მსგავი სტატია: ემოციური სტაბილურობის მიღწევის 7 გზა

ამ "მშფოთვარე ერში", დრო შეუმჩნევლად მიფრინავს. უნდა ამოვისუნთქოთ და საკუთარ თავში ჩავიხედოთ. იმედი მაქვს, მომავალში ამას უკეთ შევძლებთ და ჩვენი "ბრძოლა" სიხარულისა და მადლიერების გრძნობით შეიცვლება. გაცილებით უკეთ ვიგრძნობთ თავს და საბოლოოდ, ბევრად კარგად შევიგრძნობთ სიცოცხლეს, იმიტომ რომ, მთელი ჩვენი სიცოცხლე ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაა, ჩვენივე საკუთარი სუნთქვა. ეს გვაძლევს არსებობის გაგრძელების საშუალებას, ხომ ასეა?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს