Fantasticlean Georgia - სტარტაპი, რომელიც ინოვაციურ, ეკომეგობრულ ნაჭრებს გვთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკომეგობრული სტარტაპები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევას პასუხობენ – როგორ შევინარჩუნოთ მდგრადობა და შევამციროთ გარემოზე ზემოქმედება. ონოვაციური ინიციატივები არა მხოლოდ ბუნების დაცვის მიზანს ემსახურება, არამედ ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ქართულ ეკომეგობრულ სტარტაპზე, Fantasticlean Georgia-ზე მოგიყვებით.

Fantasticlean-ი მიკროფიბრას ბიოდეგრადირებად, ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის რულონებს გვთავაზობს. გარდა იმისა, რომ მასალა სახლის, ოფისის, სასტუმროს, სამრეწველო სფეროს თუ სხვა დაწესებულების იდეალურად დასუფთავების შესაძლებლობას იძლევა, ის მეტად ჰიგიენურია. ამასთან ერთად, გარემოსათვის მავნე ნარჩენებად არ გარდაიქმნება.

Fantasticlean Georgia-ს შესახებ Entrepreneur-ს სტარტაპის დამფუძნებელი, ირაკლი ზამბახიძე ესაუბრა:

"სტარტაპის დაფუძნების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მე და ჩემი მეგობრები, გუგა კლდიაშვილი და რატი ხუფენია, რომლებიც ახლა უკვე Magiclean-ის დამფუძნებლები არიან და დიდი წვლილი შეიტანეს კომპანიის განვითარებაში, ერთ-ერთ საკვებ ობიექტს ვსტუმრობდით. სწორედ ამ დროს შევამჩნიეთ, რომ პერსონალი სივრცეებს დაბალი ხარისხის ნაჭრებით ასუფთავებდა. ეს საკმაოდ არაესთეტიკურად და არაჰიგიენურად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი მასალა, რომელიც სრულიად უსაფრთხო იქნებოდა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ჩვენი გარემოსთვის. ამის შემდეგ დავიწყეთ სტარტაპზე მუშაობა და აღმოვაჩინეთ მიკროფიბრას ნაჭრები, რომლებიც უსაფრთხოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც კი. მასალის იმპორტი სულ რაღაც სამი თვის წინ დავიწყეთ და დღეისთვის საკმაოდ დადებით შედეგებზე გავედით.

Fantasticlean Georgia მომხმარებელს პროდუქტს სთავაზობს სხვადასხვა რაოდენობისა და ზომის მიხედვით - შესაძლებელია როგორც 30-ნაჭრიანის, ასევე 75-ნაჭრიანი რულონის შეკვეთა.

ირაკლი ზამბახიძე:

"ჩვენი ნაჭრების განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ, როცა ის ამოწურავს გამოყენების ვადას, მასალა უკვე ფიზიკურად ისეა სახეცვლილი, მისი მოხმარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს სხვა ერთჯერადი და მრავალჯერადი ნაჭრების რეკომენდებულზე მეტჯერ გამოყენების მავნე შედეგებს აზღვევს. თითოეული მოხევის ხელახალი გამოყენება 50-ჯერ არის შესაძლებელი, ამის შემდეგ მასალას თავისი მახასიათებლები ეკარგება და უფუნქციო ხდება. შედეგად Fantasticlean-ის პროდუქციის მოხმარება იცავს ჰიგიენის საერთაშორისო ნორმებს. ამასთან ერთად, ცხადია, ჩვენი გარემოს ეკოლოგიაზეც ვზრუნავთ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები თანამშრომლებსა თუ მომხმარებლებზე ზრუნავდნენ. ყველამ უნდა იცოდეს და ჰქონდეს ნდობა, რომ სივრცეები, სადაც ადამიანებს ემსახურებიან ან პერსონალია დასაქმებული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეკომეგობრული პროდუქციით არის დამუშავებული".

Fantasticlean-ის ნაჭრები უკვე ფლობს ISO სერტიფიკატს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტების მარეგულირებელი საერთაშორისო ორგანიზაციის სრული აღიარებით სარგებლობს. როგორც ირაკლი ზამბახიძე აღნიშნავს, ეს გარემოება მომხმარებლის ნდობასაც იწვევს.

ამჟამად სტარტაპს ძირითადად ორი სახის მომხმარებელი ჰყავს - ინდივიდები, რომლებსაც Fantasticlean-ის ეკომეგობრული ინოვაციური ნაჭრები სახლის დასუფთავებისათვის უნდათ და კომპანიები, რომლებიც კომერციული სივრცეებისთვის იყენებენ მას.

ირაკლი ზამბახიძე:

"კომპანიების შემთხვევაში ბევრად მარტივია კომუნიკაცია. როცა საქმე ცალკეულ მომხმარებელს ეხება, მათ ზოგჯერ საჭირო ცნობადობა არ აქვთ ბიოდეგრადირებადი პროდუქციის შესახებ. თუმცა დროსთან ერთად ეკომეგობრული ინიციატივების მნიშვნელობა იზრდება და მომხმარებელიც მეტად უჭერს მხარს და სწორად აფასებს ასეთ სტარტაპებს.

გვიხარია, რომ Fantasticlean Georgia-მ დაარსების პირველივე თვიდან მრავალი პარტნიორი შეიძინა. მათ შორის არის კომპანიის მთავარი პატრნიორი "გალფი", ასევე "დანკინი", Veli.store-ი, Hilton Garden Inn Chavchavadze, "ევროპროდუქტი" და ბევრი სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკომეგობრული ნაჭრების შეძენა მსურველებს მარტივად შეუძლიათ".

სამომავლოდ Fantasticlean Georgia გეგმავს, რომ იმპორტი კიდევ უფრო გაზარდოს და მეტი პროდუქცია გამოიტანოს გასაყიდად, რამდენადაც ბაზარზე მოთხოვნაც იზრდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ Fantasticlean Georgia თავისი საქმიანობითა და მიღწეული წარმატებით ეკომეგობრული ბიზნესგადაწყვეტების მნიშვნელობას კარგად წარმოაჩენს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი