Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings" ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings" ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი "სტაბილურიდან" "პოზიტიურზე" გააუმჯობესა. ამასთანავე იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული როგორც თავად გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი "B+", ასევე მდგრადობის რეიტინგიც "b+".

სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია ბანკის კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, კერძოდ: აქტივების მაღალი ხარისხით, მომგებიანობით, ადექვატური კაპიტალიზაციითა და ფინანსური რესურსის ჯანსაღი ბაზით.

"Fitch Ratings" მიერ ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთი ცალსახა დასტურია, რომ ბანკს განვითარების სწორი სტრატეგია აქვს არჩეული.

ლიბერთი წლიდან წლამდე აუმჯობესებს ფინანსურ შედეგებს, იმყარებს პოზიციებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ და მრავალფეროვან საბანკო სერვისებს" - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს