Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საუკეთესო საერთაშორისო გადამზიდი კომპანიები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღესდღეობით, ონლაინ შოპინგი უპრობლემო პროცესად იქცა გადამზიდი კომპანიების წყალობით. ისინი ეხმარებიან ონლაინ საცალო მოვაჭრეებს მარტივად მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს. ამანათის და გადაზიდვის სერვისების გაუმჯობესებულმა მეთოდებმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ონლაინ შოპინგის განვითარებაში.

დღეს შენ შეგიძლია იპოვო მრავალი შიდა და საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომლებიც საკუთარ სერვისს ხელმისაწვდომი ფასით გთავაზობენ. ზოგიერთი გადამზიდი კომპანია ასრულებს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა გადაზიდვებს, ზოგი კი არა. ყველა გადამზიდი კომპანია განსხვავდება იმ სერვისებით, რომლებსაც ის სთავაზობს კლიენტებს.

გაინტერესებს, როგორ იპოვო საუკეთესო გადამზიდი კომპანია შენი ბიზნესისთვის?

სანამ არჩევანს გააკეთებ, უნდა დაფიქრდე ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა:

  • რა ღირს მიწოდება?

  • როგორ უმკლავდებიან ისინი გადაზიდვას?

  • შაბათ-კვირას მიწოდებისთვის დამატებით საფასურს მოითხოვენ?

  • როგორ უმკლავდებიან ისინი სახიფათო მასალების გადაზიდვას?

  • რომელია ყველაზე სანდო გადამზიდი?

  • გადამზიდი კომპანია, რომელიც გთავაზობს საერთაშორისო გადაზიდვებს, შიდა მიწოდებასაც უზრუნველჰყოფს?

მოკლედ, კარგად უნდა დაფიქრდე და საკითხის ყველა ასპექტი განიხილო. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით გაგაცნოთ საუკეთესო საერთაშორისო გადამზიდი კომპანიები.

1. Mercury

"The international shipping industry is responsible for the carriage of around 90% of world trade. Mercury is a part of this fascinating industry."

თუ ფლობ დიდ საცალო გაყიდვების ბიზნესს, შეიძლება გინდოდეს უფრო დიდ ტერიტორიებზე გასვლა, შენი ბიზნესის არეალის გასაფართოებლად ამაში კარგი გადამზიდი კომპანია დაგეხმარება.

"Mercury is a truthful Shipping Business that creates a solution to accommodate every business' individual needs." Mercury სანდო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც შენს ბიზნესს დაეხმარება გაყიდული ნივთების მომხმარებლისთვის მიწოდებაში. ის გთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს.

2. FedEx

FedEx არის პოპულარული, პიონერი საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც გამოცდილია მსხვრევად ნივთებთან მოპყრობით საერთაშორისო ადგილებში გადაზიდვისას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ შეუძლიათ გადაიტანონ მალფუჭებადი და თუნდაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ნივთები თავიანთი ტემპერატურის კონტროლირებადი გადაზიდვის სერვისებით საერთაშორისო მასშტაბით.

დაწესებული ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და ასევე ჩადებული ფულიც ამად ღირს. ის ასევე უზრუნველყოფს, ღამის და ორდღიანი მიწოდების ვადებს ყველა მათი მომხმარებლისთვის. პრიორიტეტული მიწოდება და ეფექტური შეფუთვა შემოთავაზებულია FedEx-ის ყველა მომხმარებლისთვის. ასევე, FedEx იდეალური ვარიანტია, როდესაც განიხილავ შეერთებული შტატების შიდა ლოკაციების და საერთაშორისო მდებარეობის გადაზიდვის სერვისების ინტეგრირებას. მრავალფეროვან სერვისებს შორისაა FedEx Smart Post, FedEx Priority, FedEx Home Delivery, FedEx Ground მიწოდება და ა.შ.

3. DHL

DHL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო საერთაშორისო გადაზიდვის კომპანიაა. თუ ეძებ შიდა მიწოდების სერვისს, მაშინ DHL არ არის შესაფერისი არჩევანი. თუ გსურს საერთაშორისო მიწოდება, მაშინ DHL იდეალურია. ისინი გთავაზობენ რეალურ დროში მონიტორინგს შესანიშნავი თრექინგ ინფორმაციით, რათა უზრუნველყონ შენი პროდუქტის სწრაფი და უსაფრთხო მიწოდება.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიწოდების ყველაზე მაღალი სიჩქარე DHL-ს აქცევს სრულყოფილ არჩევნად საერთაშორისო მიწოდებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. DHL მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს, მაგალითად, Worldwide Document Express, DHL Worldwide Parcel Express და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ DHL ასევე გვეხმარება საშიში ნივთების ტრანსპორტირებაში, რაც შეიძლება სპეციალურად განკუთვნილი იყოს ფარმაცევტულ თუ სხვა სახის კომპანიისთვის. DHL ასევე გამორჩეულია საერთაშორისო ლოკაცებზე მიწოდებაში "შემდეგ დღეს", რაც მას უკეთესს ხდის ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც არის მომხმარებელზე ორიენტირებული და ეძებს მიწოდების უფრო სწრაფ ვარიანტებს, რათა მყიდველი უფრო კმაყოფილი დარჩეს.

4. UPS

UPS არის საუკეთესო შიდა გადამზიდი კომპანია, ქვეყნის საზღვრების ფარგლებში გამიზნული გადაზიდვისთვის. UPS არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, თუ გეგმავ მოშინაურებული ცხოველების და ასევე საშიში ნივთების გაგზავნას. თუმცა ისინი უარს ამბობენ მალფუჭებადი საქონლის გადაზიდვაზე, რადგან ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე ნივთების მიწოდება სირთულეებთან ასოცირდება.

UPS გთავაზობს სწრაფ მიწოდებას UPS-ის ცენტრში ამანათის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ნივთების პრიორიტეტულ საფუძველზე მისაღებად, მათ აქვთ ღამით მიწოდება, ისევე როგორც მეორე დღის მიტანის ვარიანტი, ოღონდ, ცხადია, უფრო მაღალი ფასის სანაცვლოდ. UPS ასევე სახელგანთქმულია საჰაერო და ოკეანის გადაზიდვების შეთავაზებით.

5. USPS

USPS, რომელიც ექსკლუზიურად ცნობილია როგორც აშშ-ს საფოსტო სერვისი, თავიდანვე არსებობდა, როგორც მარტივი საფოსტო სერვისი აშშ-ს ლოკაციებში პოსტის გასაგზავნად და მისაღებად. ახლა USPS შესამჩნევად განვითარდა ტრანსპორტირების ხარისხის თვალსაზრისით და გახდა ცნობადი ბრენდი.

USPS-ს აქვს მრავალი ე.წ. flat-rate ყუთი, რომელიც შეესაბამება ნებისმიერი ზომის კომპანიის საჭიროებებს, პატარადან დიდამდე, რაც ყველასთვის მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის მიწოდებას.

USPS-ში საუკეთესო უფასო შეფუთვა აქვთ,, რომელიც მათი კლიენტების ნახევარს იზიდავს. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ან მძიმე ნივთების გადაზიდვისთვის, USPS იდეალური არჩევანია ეკონომიური თვალსაზრისით. ის ასევე აწვდის შაბათს და თუნდაც შორეულ ადგილებში. მაგრა, თუ ძალიან დიდ ან მძიმე ნივთებს ყიდით და მათი მიწოდება გსურთ, USPS არ არის იდეალური არჩევანი. მეტიც, ასეთი ნივთების შემთხვევაში, ტრანზიტის დრო საკმაოდ დიდია სხვა გადამზიდ კომპანიებთან შედარებით.

6. Royal Mail

Royal Mail მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში და იქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადამზიდია. Royal Mail გთავაზობს უსწრაფეს მიწოდებას 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. Royal Mail-ს ასევე აქვს ფოსტის მიწოდების განრიგი, რომელიც ერგება ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში. საერთაშორისო დონეზე, Royal Mail-ს აქვს მრავალფეროვანი პაკეტები ყველასთვის, როგორიცაა International Economy, International Standard, International Signed, International Tracked და ა.შ.

იმედია, მოცემული ჩამონათვალი დაგეხმარება შენი ბიზნესის განვითარებასა და ზრდაში. ის აერთიანებს ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც გთავაზობენ თავიანთ მომსახურებას, რათა უზრუნველყონ შეკვეთის დროულად მიწოდება და, აქედან გამომდინარე, შენი მომხმარებლების კმაყოფილება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს