სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი "Startup Generation Senaki" ჩატარდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი "Startup Generation Senaki" ჩატარდება. პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში, რომლებიც სტარტაპის შექმნით არიან დაინტერესებული, ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირების და სტარტაპის შექმნის ძირითადი უნარების განვითარება; ასევე მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში და რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება.
"Startup Generation" გულისხმობს 35-მდე ბენეფიციარისათვის 1-თვიან პროგრამას, სატრენინგო შეხვედრებსა და დისტანციურ მენტორშიფს, რომელიც დაეხმარება მათ განავითარონ საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეები, შექმნან ტექნოლოგიური პროექტები. პროექტის ბოლოს ჩატარდება დემო დღე, სადაც მონაწილეები ჟიურის და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობენ საკუთარ სტარტაპ იდეებს. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ, ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31.08.2024
სარეგისტრაციო ბმული: https://apps.mygita.ge/zs/ADBq2c
პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებითა და "Master Education" ორგანიზებით.