Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"შეცვალე მომავალი" - საქართველოში Google-ის მიერ ინიცირებული გლობალური ღონისძიება გაიმართება | Women Techmakers

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიმდინარე წლის 14 მარტს გლობალური კამპანიის, ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში თბილისში ტექნოლოგიური ღონისძიება "შეცვალე მომავალი" გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს მითითებულ ბმულზე შეეძლება.

ქალთა საერთაშორისო დღე არის გლობალური ღონისძიებების სერია, რომელიც ორგანიზებულია Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ. ეს პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვასა და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, საკუთარი თავი ტექნოლოგიების სფეროში გამოცადოს.

2024 წლის პროექტის ფარგლებში ღონისძიების მთავარი თემები ხელოვნურ ინტელექტს (AI/ML), ვებაპლიკაციებს (Android/iOS), სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და განათლების ტექნოლოგიებს შეეხება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სპიკერები, რომელთაც ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ. თუმცა, პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების ნაწილი ახალბედა გამომსვლელებსაც დაეთმობათ, რომლებსაც ტექნოლოგიების კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა სურთ.

"წლევანდელი წლის თემაა "შეცვალე მომავალი", რასაც ჩვენ ვახორციელებთ ტექნოლოგიებში წარმატებული ქალების წარმოჩენითა და ახალი თაობების შთაგონებით. ამ მიზნით გაიმართება 1-დღიანი ტექნოლოგიური კონფერენცია, სადაც საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება.

ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვინც თავიანთი კარიერის საწყის ეტაპზე არიან, ასევე სტუდენტებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი და თავიანი კარიერული გზის ამ მიმართულებით გაგრძელება სურთ.

პროექტის მთავარ მიზნად რჩება ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერება და ამ მიმართულებით ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალი ინიციატივების დასაწყისია", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნუკა მიხელიძე, Google Women Techmakers პროგრამის ამბასადორი, საქართველო.

სამი სივრციდან, თითოეული მათგანი დაეთმობა სხვადასხვა მიზანსა და ტექნოლოგიურ სფეროს: დიდი სცენა უმასპინძლებს ტექნოლოგიურ საუბრებს, პანელებსა და ინსპირაციულ ისტორიებს. სესიების სივრცე დაეთმობა ტექნოლოგიური უნარების განახლებასა და გაღრმავებას თემატური სემინარების საშუალებით. ხოლო საგამოფენო სივრცეში ღონისძიების სტუმრებს ინტერაქციული გარემო დახვდებათ, სადაც შეეძლებათ გაეცნონ სტუდენტების გამოგონებებს.

Women Techmakers არის Google-ის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროებში გოგონებისა და ქალების წახალისებას ისახავს მიზნად. ინიციატივაში ჩართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანა ელჩების საშუალებით, რომლებიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ბანაკებსა და ტექნოლოგიურ საუბრებს აწყობენ ტექნოლოგიებში ქალის როლის გააქტიურების მიზნით. საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას 2014 წლიდან შეუერთდა Women Techmakers Georgia-ს (WTM) დაარსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს