Cyber Monday Sale! 50% Off All Access

StarCo Digital - შექმენი შენი ციფრული იდენტობა ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

StarCo Digital ციფრული მარკეტინგის სრულ სპექტრს აერთიანებს. კომპანიის გუნდი როგორც ახლად შექმნილ, ისე ბაზარზე დამკვიდრებულ კომპანიებს მარკეტინგის მხრივ სრული ციფრული იდენტობის შექმნასა და პოპულარიზაციას სთავაზობს. დეველოპმენტის ნაწილში კი ნებისმიერი სირთულის ვებსაიტისა თუ აპლიკაციის შექმნა, ასევე უკვე არსებულის დახვეწა და გადაკეთება შეუძლია.

StarCo Digital მიხეილ ქირიამ და ნიკოლოზ მურვანიძემ 2023 წლის თებერვალში დააფუძნეს. იდეა ბაზარზე არსებული პრობლემის გათვალისწინებით დაიბადა − სხვადასხვა ციფრული მომსახურების მისაღებად ორგანიზაციებს ამა თუ იმ სპეციფიკის კომპანიებისა თუ ფრილანსერების დაქირავება უწევდათ, StarCo Digital-ის დამფუძნებლებმა კი გადაწყვიტეს ბიზნესებისთვის აღნიშნული პროცესი გაემარტივებინათ. გუნდში რამდენიმე სპეციალობის ადამიანი გააერთიანეს, მათ შორის ვებდეველოპერები, SEO და Advertising სპეციალისტები, გრაფიკული დიზაინერები, სოც-მედიამენეჯერები და კომპანიებს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი სერვისი შესთავაზეს.

"საკუთარ ბიზნესზე ცალ-ცალკე მეც და ნიკოლოზსაც ბევრი გვიფიქრია, თუმცა საერთო საქმის წამოწყება 2023 წლის თებერვალში თსუ-ს მაღლივი კორპუსის ეზოში გადავწყვიტეთ, მაშინ, როდესაც ნიკას საკუთარი იდეა გავუზიარე. რამდენიმე დღე დაგვჭირდა ყველაფრის დასაგეგმად, ერთმანეთთან დეტალების შესათანხმებლად, პოტენციალის შესაფასებლად და 2023 წლის 27 თებერვალს ყველაფერმა იურიდიული სახე მიიღო, StarCo Digital ოფიციალურად დაარსდა. საწყის ეტაპზე ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდით და მრავალ პრობლემასაც ვაწყდებოდით გაყიდვების მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით ჩვენს გუნდს სალომე ნაღებაშვილი შემოუერთდა, რომელიც კომპანიის CSO- და გაყიდვების გუნდს ხელმძღვანელობს. მასთან თანამშრომლობამ ჩვენი კომპანიის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა", − აღნიშნავს მიხეილ ქირია, კომპანიის თანადამფუძნებელი.

StarCo Digital-ი ბიზნესებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, მათ შორის რეკომენდაციებს გასცემს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში, ბრენდის პოპულარიზაციას სრულიად ახალი ფურცლიდან იწყებს, კომპანიებს ახლად შექმნილ ვებგვერდებს სთავაზობს, რომელზეც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაა დაწყებული, პარალელურად ეშვება ბიზნესრეკლამები შერჩეულ ციფრულ არხებში და მომხმარებელთან სიახლოვისთვის სწორი სოც-მედიაკომუნიკაციაც იქმნება. საბოლოოდ, ამ ყველაფრის ერთ სივრცეში გაერთიანება კომპანიებს უმცირებს ხარჯებს, ამარტივებს კომუნიკაციას და ახდენს შედეგების მაქსიმიზაციას.

ზრდისა და განვითარების პარალელურად, StarCo Digital-მა არაერთი გამოწვევა გადალახა. მოგეხსენებათ, ციფრული მარკეტინგის სფეროში არსებული სტარტაპებისთვის ყველაზე რთული ნდობის მოპოვების საკითხია. რთულია შენი ბიზნესი ისეთ კომპანიას ჩააბარო, რომელსაც ამ სფეროში ცარიელი პორტფოლიო აქვს, თუმცა სწორად წარმართული მოლაპარაკებებითა და იმ ხალხის დახმარებით, ვინც კომპანიის გუნდს ფრილანსერის ამპლუაში შეუერთდნენ, StarCo Digital-მა საბოლოოდ ბაზარზე ნდობა მოიპოვა. გარდა ამისა, დამწყები ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, ცალკე გამოწვევას წარმოადგენდა გამართული ბუღალტრული აღრიცხვების წარმოება, თუმცა ნელ-ნელა ეს დაბრკოლებაც გადაილახა.

"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანური კუთხით ბევრი რამ გვასწავლა. მაგალითად, რამდენად რთულია შეეჭიდო ისეთ გამოწვევებს, რომელთა გადალახვა სხვებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, თუმცა სწორედ ასეთი სირთულეების გადალახვისას იღებ მაქსიმალურ სიამოვნებას. სტარტაპის დაწყება ისეთი გზის არჩევას ჰგავს, სადაც არაფერი იცი, გარდა საბოლოო შედეგისა. ცდილობ, შრომობ, შეცდომას უშვებ, მაგრამ საბოლოოდ უდიდეს გამოცდილებას იღებ შენი მომავალი გეგმებისთვის. საქმის დასაწყებად სწორი დროის მოლოდინი ყველაზე დიდი შეცდომაა. უნდა გადაწყვიტო და დაიწყო", − აღნიშნავენ კომპანიის დამფუძნებლები.

2024 წელი StarCo Digital-ისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია: იგეგმება არაერთი ცვლილება, კომპანია კი განვითარების ახალ ეტაპზე აპირებს გადასვლას. ბრენდის სერვისებს ვიდეოპროდაქშენი დაემატება − გუნდი, რომელიც ამ მიმართულებაზე იმუშავებს, უკვე დაკომპლექტებულია და იანვრიდან საჭირო აპარატურით იქნება აღჭურვილი. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ყოველივე ეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, StarCo Digital-ის ცნობადობას კი საგრძნობლად გაზრდის.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს