Startup Challenge - მიიღე შანსი მოიზიდო 1 მილიონამდე ევროს მოცულობის ინვესტიცია Touch Summit სტარტაპებს უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Touch Platform, ჰოლანდიურ ფონდებთანს - Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, აცხადებს სტარტაპ გამოწვევას, რომელში მონაწილეობაც Touch Summit-ის დამსწრე ყველა სტარტაპსს შეეძლება. .
ყოველწლიური Touch Summit STARTUP CHALLENGE მიესალმება განაცხადებს ყველა პერსპექტიული ტექნოლოგიური სტარტაპისგან, რომლებიც მზად არიან ვენჩურული ფონდის ინვესტიციისთვის მოზიდვისთვის. მხოლოდ 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და წარადგინოს კომპანია კონკურსის პარტნიორი VC ფონდებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.
კონფერენციის დახურვის დღეს, 3 ფინალისტს მიეცემათ საშუალება სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ.
Სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმებია:
ეტაპი: კონკურსი ღიაა ადრეულ (SEED) ეტაპის კომპანიებისთვის.
სექტორი: კონკურსი ძირითადად დაინტერესებულია B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპებით სხვადასხვა სექტორში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების ჩათვლით.
Ინვესტიციისთვის მზაობა: ვეძებთ სტარტაპებს, რომლებიც ამჟამად დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობენ.
ვალიდაცია: მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური იდეები ღირებულია, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომ თქვენს პროდუქტსა ან მომსახურებაზე ნამდვილად არსებობს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა.
გავლენა: ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ სტარტაპებით, რომლებსაც აქვთ მასშტაბირებისპოტენციალი და შანსი მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინოს გლობალურ ან რეგიონულ დონეზე.
Შერჩევის პროცესი:
- სტარტაპებმა უნდა გამოაგზავნონ განაცხადი 2023 წლის 17 ნოემბრამდე.
- განაცხადის ბოლო ვადის შემდეგ, ყველა სტარტაპი დაყოფილი იქნება შიდა სეგმენტებად.
- თითოეულ სტარტაპს შეაფასებს ორი დამოუკიდებელიშემფასებელი, რომლებიც არჩეული იქნება მათი გამოცდილებისა საფუძველზე, გამჭვირვალობისა და ობიქტურობის უზრუნველსაყოფად.
- თითოეული შემფასებელი მიაწვდის თავის 5 რეკომენდაციას, შეფასებებისა და პირადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, Startup Challenge-ის პარტნიორ VC-ებს და ინვესტორებს. ამის საფუძველზე პარტნიორი VC და ინვესტორები შეარჩევენ ტოპ 10 სტარტაპს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნახევარფინალში.
- ნახევარფინალი 7 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმარდება
- ნახევარფინალის ბოლოს შეირჩევა 3სტარტაპი შესრულებული ფიჩის მიხედვით, ასევე ექსპერტების შეფასებისა და მოწოდებული მასალების საფუძველზე. სამი ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი შემდეგ ტურში გადავა.
- გამარჯვებული სტარტაპ(ებ)ი მიიღებენ შანსს გააგრძელონ საინვესტიციო მოლაპარაკების პროცესი კონკურსის პარტნიორ ერთ ან მეტ ინვესტორთან.
- 2023 წლის 8 დეკემბერს 3 საუკეთესო სტარტაპი გამოვა მთავარ სცენაზე და გამარჯვებულ(ებ)ი გამოვლინდებიან დახურვის ცერემონიაზე.
უარი პასუხისმგებლობაზე: Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ თქვენი სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! Თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.
Pitch, Win & Scale
Startup Challenge-ში მონაწილეობისთვის სტარტაპს აუცილებელია ქონდეს Touch Summit-ზე დასასწრები Startup Pass.
აპლიკაციის შესავსება და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვეით ღონისძიების ვებ გვერდს: https://touch.ge/touch23/challenge
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
natia@touch.ge 593624624