თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება" ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საკონფერენციო გრანტის ფარგლებში, 10-11 ოქტომბერს თბილისში რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებით "ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება" ჩატარდა.

კონფერენცია "სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA)" და "ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)", ორგანიზებით გაიმართა, მხარდამჭერები კი იყვნენ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია (ComCom), "კავკასიის უნივერსიტეტი", "კავკასუს ონლაინი" და RIPE NCC.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში ეს იყო პირველი მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და უსაფრთხოების, კერძოდ კი, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური საფეხურის სტუდენტები, დოქტორანტები, მკვლევრები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემებით, მუშაობს მოცემული მიმართულებით და სურს, მეტად გაიღრმაოს ამ სფეროში თავისი ცოდნა და გაზარდოს შესაძლებლობები.

კონფერენცია აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოიცავდა პროფესიონალებს ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროდან. მათ შორის იყვნენ დარგების წამყვანი მეცნიერ - მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უფრო კონკრეტულად, მონაწილეები იყვნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიც არის: რუმინეთი, ავსტრია, უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა, უზბეკეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ყაზახეთი, სომხეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი და საქართველოს. ღონისძიებამ წარმოადგინა ამ ქვეყნების წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ისეთი პრობლემური ამოცანები, როგორიცაა ოპტიკურ - ბოჭკოვანი ტექნოლოგიებისა და მიწისზედა თანამგზავრული კომუნიკაციების არსებული გამოწვევები. რაც ყველაზე მთავარია, კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე განიხილეს უსაფრთხოების, პირველ რიგში კი, კიბერუსაფრთხოების მიმართულება და მისი უზრუნველყოფის საკითხები.

როგორც "სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA)" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი მაქსიმ იავიჩი აღნიშნავს, კონფერენცია ახალი იდეების გენერირებას უწყობს ხელს.

მაქსიმ იავიჩი, "სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA)" დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

"მადლობა მინდა ვუთხრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს და ღონისძიების მხარდამჭერებს: კომუნიკაციების კომისიას, "კავკასიის უნივერსიტეტს, "კავკასუს ონლაინს" და RIPE NCC-ს. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს, შეკრიბოს აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დარგის წამყვანი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების მკვლევრები ერთ სივრცეში, რათა მათ შორის დაიბადოს ახალი იდეები, გაიცვალოს არსებული გამოცდილება და ინფორმაცია; გაიხსნას დიალოგი და დისკუსიები აკადემიურ დონეზე და ასე შემდეგ. სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლების მიერ კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებები ხელს შეუწყობს ორივე სფეროს აკადემიურ დონეზე განვითარების პროცესს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და აბსტრაქტები "სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის" საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში დარგის სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლები შედიან."

"ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორ ვლადიმერ სვანაძის თქმით, ეს არის ის მასშტაბური პლატფორმა, რომელიც კიბერუსაფრთხოების და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოწინავე პროფესიონალებს ერთმანეთს ახვედრებს და ერთგვარი საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ვლადიმერ სვანაძე:

"ეს კონფერენცია საქართველოში და ზოგადად, რეგიონში ერთადერთი მასშტაბური საუკეთესო პლატფორმაა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი ამოცანებიდან სულ უფრო აქტუალური ხდება მიწისზედა თანამგზავრების უსაფრთხოება, რაზეც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობენ დარგის წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები. შესაბამისად, ის ჰაკერების თავდასხმის ობიექტიც ხშირად ხდება. ამიტომაც, მისი კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აკადემიური სექტორის მიდგომების განვითარება და გამყარება სხვადასხვა სახის კვლევით წარმოადგენს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ფაქტორს. კონფერენცია საერთაშორისოა და მასში მონაწილეობას იღებენ ორივე სფეროს სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები. ეს საშუალებას გვაძლევს, მეტად გავიცნოთ მოწინავე კვლევები, გავცვალოთ ინფორმაცია. ეს ყოველივე კიბქვეყანაში ბიძგს აძლევს სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება."

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი