ექსტრა და საქართველოს ბანკი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ექსტრა და საქართველოს ბანკი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ექსტრა მათ განსაკუთრებული პირობებით დაუთმობს პლატფორმას, სადაც პროდუქტებს საკომისიოს გარეშე განათავსებენ და ისარგებლებენ უფასო საკურიერო სერვისით.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ მცირე მეწარმეების ხელშეწყობაში. მათ მეწარმეების პროდუქტების შეძენა ექსტრაზე "მხარდაჭერის" კატეგორიიდან შეუძლიათ. ამასთან, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა) მომხმარებლები მიიღებენ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 ქულის ოდენობით) და ვერიფიკაციის გავლის შემდეგ 15%-იანი (მაქს. 150 ₾) ფასდაკლების კოდით ისარგებლებენ: ⭐️SAVE15⭐️

ნახე, რომელი მეწარმეები გეგულება ექსტრაზე:

თუ თავად ხარ მცირე მეწარმე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და ექსტრას გუნდი თავად დაგიკავშირდება.