Get All Access for $5/mo

პრემიუმ სატრანსპორტო კომპანია Bene Exclusive-ი ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს წარმოგვიდგენს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრემიუმ სატრანსპორტო კომპანია Bene Exclusive-ი ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს წარმოგვიდგენს, რომელშიც ცნობილი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი, მონაწილეობს. "ყოველი წარმატების ისტორია იწყება ოცნებით", - ამ ისტორიით Bene Exclusive-ი გვიზიარებს წარმატების რთულ, მაგრამ დიდი იდეებით შთაგონებულ გზას. გვახსენებს, რომ ეს გზა არასდროს არის მარტივი, თუმცა ოცნება არის ის საწყისი, საიდანაც წარმატებისკენ მიმავალი სირთულეებით სავსე, მაგრამ დაუვიწყარი მოგზაურობა იწყება.

თაკო ნაცვლიშვილის მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლი Bene Exclusive-ის პირველი სარეკლამო პროექტია ბრენდის ახალი კამპანიიდან, რომლის ფარგლებში Bene Exclusive-ის არაერთ კოლაბორაციას ვიხილავთ წამყვან ქართულ კომპანიებსა და ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან.

თაკო ნაცვლიშვილის ვიდეოში გამოჩენა ბევრი დეტალით არის საინტერესო და კამპანიის კონცეფციას ზუსტად ეხმიანება, ვინაიდან ვიდეორგოლის მთავარი გმირიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არასდროს ჩერდება და საკუთარ თავს ახალ გამოწვევებსა და მიზნებს უსახავს.

"ბენე ექსკლუზივი" სარეკლამო კლიპებთან ერთად ღონისძიებების სერიებსაც უწევს ორგანიზებას, ამჯერად კომპანიის მორიგი ღონისძიება 28 სექტემბერს - Fuck up nights-ის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, სასტუმრო Rooms-ში გაიმართება. ღონისძიებაზე Bene Exclusive-ის დამფუძნებელი, გიორგი გოგლიძე, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და იმ სირთულეებითა და გამარჯვებებით დატვირთულ გზაზე მოუყვება, რაც კამპანიისა და მისი, როგორც ანტრეპრენერის, წარმატების საწინდარი გახდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია "ბენე ექსკლუზივის" ახალი პროდუქტი, BENEFIT ჟურნალი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ყველა ავტომობილში, როგორც პრემიუმ ხაზის, ასევე, აეროპორტის ოფიციალურ ტაქსებში - Flytaxi. ჟურნალი ასევე შეგხვდებათ კომპანიის პარტნიორ სასტუმროებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეებში, სადაც გაეცნობით საინტერესო სიახლეებს ბიზნესსამყაროში და აღმოაჩენთ ყველაზე განსხვავებულ და ექსკლუზიურ ლოკაციებს საქართველოში.